ჰიდრადენიტი

ჰიდრადენიტი – აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება.

ეტიოლოგია. ჰიპერჰიდროზი, დაოდვილება შერწყმული ინფექციასთან (სტაფილო –  და იშვიათად სტრეპტოკოკები). ხშირად ვითარდება იღლიისქვეშა ფოსოებში, იშვიათად შორისისა და ჭიპის არეში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მცირე ქავილის შემდეგ წარმოიქმნება ტკივილი და კანქვეშ მდებარე მკვრივი კვანძი დიამეტრით 0,5  –  3 სმ; მოგვიანებით აღინიშნება ფლუქტუაცია.

ანთებამ შესაძლებელია მოიცვას რამოდენიმე საოფლე ჯირკვალი, ან გადავიდეს ერთი ჯირკვლიდან მეორეზე. სხეულის ტემპერატურა მომატებულია, სისხლში  –  მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით; დიაგნოზის დადგენა რთული არ არის.

მკურნალობა ინფილტრაციის სტადიაში კონსერვატულია (სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, ულტრაიისფერი დასხივება, კანის დამუშავება სპირტითა და ანტისეპტიკებით), ფლუქტუაციის დროს  –  ჩირქგროვის გახსნა. ხშირია დაავადების რეციდივები; ასეთ დროს ნაჩვენებია სპეციფიკური იმუნოთერაპია (სტაფილოკოკური ვაქცინა, ანატოქსინი, გამა – გლობულინი), ზოგადგამაკაჟებელი საშუალებები და ვიტამინოთერაპია. პროფილაქტიკა. ჰიგიენური ღონისძიებები.

ბმულები: თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი