ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური

ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური – (hypercholesterinaemia familiaris; სინ.: ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური იდიოპათიკური, ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური ესენციური) – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ქოლესტერინის ცვლის მოშლით და ხასიათდება მაღალი ჰიპერქოლესტერინემიით.

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია ვლინდება კანის და მყესების ქსანთომებით, ნაადრევი ათეროსკლეროზით; გადაეცემა არასრულად დომინანტური ტიპით.

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის რისკ-ფაქტორებია:

  1. ოჯახში ამ დაავადების ისტორია
  2. გულის შეტევები ადრეულ ასაკში (ნათესავებში)
  3. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონე ერთ-ერთ, ან ორივე მშობელთან (განსაკუთრებით, თუკი ის მდგრადია  მედიკამენტოზური თერაპიისადმი)

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გამოვლინება

სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად არანაირ სიმპტომებს არ იწვევს და პაციენტი მხოლოდ სისხლის ანალიზის შემდეგ გებულობს პრობლემის შესახებ.

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის  სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  1. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
  2. ქოლესტერინის ჩანართები მუხლებზე, იდაყვებზე და დუნდულოებზე – ქსანთომები.
  3. სტენოკარდია
  4. ინფარქტები ადრეულ ასაკში

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მექანიზმი 

ქოლესტერინის მიტანა უჯრედებამდე სისხლის მეშვეობით ხდება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მოლეკულები უკავშირდებიან განსაკუთრებულ უჯრედულ რეცეპტორებს. ამ რეცეპტორების მეშვეობით ქოლესტერინი აღწევს უჯრედში და ასრულებს თავის ბიოლოგიურ ფუნქციას. აღნიშნული უჯრედული რეცეპტორების კოდირება ხდება მე-19 ქრომოსომაში არსებული  ე. წ.  LDLR-გენით.

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს პაციენტს მემკვიდრეობით გადაეცემა LDLR-გენის მუტაცია, რაც არღვევს ქოლესტერინული რეცეპტორების განვითარებას, მათ რაოდენობასა და სტრუქტურას.

იმის გამო, რომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს უჯრედები ვეღარ ითვისებენ,  სისხლის შრატში მატულობს მათი დონე. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიოდების მაღალი დონე იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიზეზია ინფარქტის და რიგი სხვა დაავადებებისა. 

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დიაგნოსტირება:

  1. ფიზიკური დათვალიერება
  2. სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე
  3. გულის გამოკვლევა (სტრეს-ტესტი)
  4. გენეტიკური ანალიზი 

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..

Share this...Share on Facebook
Facebook