ჰორმონები

ჰორმონები – (ბერძნ. ჰორმაო  –  ვამოძრავებ, ვაქეზებ), ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავდებიან და უშუალოდ სისხლში გამოიყოფიან. ჰორმონები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებაზე ფიზიოლ. და ბიოქიმ. რეაქციების შეცვლით. განასხვავებენ სტეროიდულ (თირკმელზედა ჯირკვლის სათესლეებისა და საკვერცხეების ჰორმონები), ცილოვან (ინსულინი, ზრდის ანუ სომატოტროპული ჰორმონი, გონადოტროპული ჰორმონი), პოლიპეპტიდურ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, გლუკაგონი და სხვ.), ამინომჟავების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი, ადრენალინი, ნორადრენალინი და სხვ.) ჰორმონებს. ჰორმონები აქვთ უხერხემლო ცხოველებსაც (მაგ., მწერების მატლის დაჭუპრების ჰორმონი). ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (აუქსინები, ჰიბერელინები, კინინები) მცენარეებშიც წარმოიქმნება და სპეციფიკურად მოქმედებს მცენარეთა ზრდასა და განვითარებაზე. მათ ფიტოჰორმონებსაც უწოდებენ. ცხოველურ ქსოვილებში ბევრნაირი აქტ. ნივთიერება წარმოიქმნება, რომლებიც ე. წ. პარაჰორმონებს ანუ ჰისტოჰორმონებს განეკუთვნება. დ. ჯოხაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი