ორსულობის მე-7 კვირა

ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირა

სპეციალური საიტი ორსულთათვის www.medgeo.net-ისაგან. დეტალურადაა აღწერილი ნაყოფისა და დედის განვითარება-მდგომარეობა თითოეული კვირის მიხედვით; თან ახლავს საილუსტრაციო ფოტო და ვიდეო მასალა. რაც მთავარია – ამ გვერდიდან  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დისტანციური კონსულტაციები სპეციალისტებისაგან >>>

ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირისთვის თქვენი პატარას სიგრძე 8 მმ-მდე, წონა კი დაახლოებით 0,8 გრამამდეა. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ის, რომ განვითარებად ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება მტევნები და ტერფები! ტექნიკურად თქვენი პატარა ჯერ კიდევ ემბრიონად ითვლება და აქვს პატარა კუდი – კუდუსუნის გაგრძელება. ორ კვირაში კუდი ქრება. ბავშვი სწრაფად ვითარდება და წინა კვირასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მატულობს ზომებში. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით თქვენი პატარას ქუთუთოების ნაკეცებს, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ თვალებს, ასევე პატარა ცხვირსა და გამჭირვალე კანქვეშ განლაგებულ წვრილ ვენებს.

ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე განვითარებას განაგრძობს ტვინის ნახევარსფეროები. გული უკვე გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა საკნებად. ფილტვებში ჩნდება ბრონქების ჩანასახები; ვითარდება თირკმლები, აქტიურად იზრდება ნაწლავი. ფუნქციონირებას იწყებს ღვიძლიც, რომელიც სისხლმბადი ფუნქცია ენიჭება.

შეგიძლიათ შეაჩიოთ და გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”:

როგორ იცვლება ქალი

თქვენი საშვილოსნოს ზომა განვლილი 5 კვირის განმავლობაში ორჯერ მატულობს ზომაში (ორსულობადე საშვილოსნო მუშტისოდენაა, ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე ის უკვე მომატებულია ზომაში და მოგვაგონებს დიდი ზომის ფორთოხალს). ვინაიდან საშვილოსნო ზომაში მატულობს, შესაძლებელია პერიოდულად იგრძნოთ სპაზმები და ტკივილიც კი მუცლის ქვემო ნაწილში. ზოგი ქალი გრძნობს საშვილოსნოს შეკუმშვასაც.


 სისხლის მოცულობის ზრდისა და თირკმლების მიერ დამატებითი სითხის გამომუშავების გამო (ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე სისხლის მოცულობა 10%-ითაა მომატებული. ხოლო ორსულობის ბოლოს იმისათვის რომ პატარა უზრუნველყოფილი იქნეს საკმარისი სითხით, ეს ციფრი 40 – 45%-ით მატულობს), ხშირდება შარდვა. შარდვის გახშირებას იწვევს აგრეთვე შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის ზრდა. ქალების დაახლოებით 50%-ს, რომელთაც ადრეულ სტადიებზე დაეწყოთ ტოქსიკოზი, ორსულობის დაახლოებით მე-14 კვირისთვის მისი ყველა ნიშნები უქრებათ. დანარჩენ 50%-ს კიდევ ერთ თვეს უგრძელდება ტოქსიკოზი.

ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე საშვილოსნოს ყელის ლორწო სქელდება და წარმოქმნის ე. წ. ლორწოვან საცობს. ლორწო ყელს სცილდება მშობიარობის დაწყების წინ. მე-7 კვირაზე სარძევე ჯირკვლის არეოლები იცვლის ფერს – მუქდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/ 

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20  21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა