დიეტის მიხედვით, 14 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ მარილი, შაქარი, ალკოჰოლი, საკონდინტრო ნაწარმი. კვებათა შორის პერიოდებში შეზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ მინერალური წყალი.
პირველი დღე: საუზმე: შავი ყავა.
სადილი: 2 კვერცხი (მაგრად მოხარშული), ახალი კომბოსტოს სალათა ზეთმოსხმული, 1 ჭიქა ტომატის წვენი ან პომიდორი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
მეორე დღე: საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: თევზი, ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
ვახშამი: მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე: საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: ზეთში მოთუთქული სტაფილო, ვაშლი ან მანდარინი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
მეოთხე დღე
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: 3 მოხარშული სტაფილო ზეთით, 15 გრამი გახეხილი ყველი.
ვახშამი: ხილი (ვაშლი, მსხალი).
მეხუთე დღე
საუზმე: უმი გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით, 1 ჭიქა ტომატის წვენი.
სადილი: შემწვარი თევზი (500 გრამი), 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: თევზი ახალი კომბოსტოს სალათით, ზეთმოსახმული.
მეექვსე დღე
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული წიწილა, ახალი კომბოსტოს სალათა ზეთით.
ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო (უმი) ზეთით.
მეშვიდე დღე
საუზმე: ჩაი.
სადილი: მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), ნებისმიერი ხილი.
ვახშამი: ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი დღის რაციონი, გარდა მესამე დღისა.
დაწყებული მე-8 დღიდან მე-13 დღემდე დიეტა მეორდება.
აღებულია meals.ru/s.php/761.htm
Viewed 65516 times by 17671 viewers


