სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

,,დიეტები” 

წონაში დაკლება, თუკი ამის სურვილია, თითქმის ყველას შეუძლია. შედარებით უფრო რთულია მიღწეული წონის შენარჩუნება. გირჩევთ, რომ წონის დაკლების პირველ თვეებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ. ამ პერიოდში თქვენ შეისწავლით ცხოვრების სწორ წესს სიმსუქნის მკურნალობისას, დაადგენთ თქვენს ორგანიზმზე ამა თუ იმ პროდუქტების ზეგავლენას. თქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ  წონის შენარჩუნებაში.

გააგრძელეთ კვების რეჟიმის კონტროლი. დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული, ნაკლებცხიმიანი და დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს.
შეეცადეთ განსაზღვროთ ის სიტუაციები, როდესაც თქვენ ვერ გააკონტროლებთ კვების რეჟიმს. ამით თქვენ უკვე თავისუფლად შეძლებთ თავიდან აიცილოთ ამგვარი სიტუაციები.
არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკური აქტიურობის გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ.
შეეცადეთ განახორციელოთ სხვადასხვა ღონისძიებები, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ჩართეთ პროცესში მეგობრები ან ნათესავები. მათი თანადგომა დაგეხმარებათ პრობლემების გადაწყვეტაში.
წონაში მცირედი მომატება სრულიად დასაშვებია. თუმცა ესეც უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ არ მოეშვათ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ. უბრალოდ განიხილეთ ეს საკითხიც ექიმთან.

აღებულია meals.ru/s.php/219.htm

იხ. სხვა დიეტები

 

Viewed 69502 times by 22624 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka