ქეილიტი

ქეილიტი cheilitis

ქეილიტი ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, საფუარის სოკო, ხანგრძლივი დასხივება, საპროთეზო მასალები, ტუჩის საცხი და სხვ.

 ქეილიტი პათოგენეზი დაკავშირებულია ვიტამინი В დეფიციტთან, მედიკამენტების მიმართ ალერგიულ მგრძნობელობასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენდოკრინულ დარღვევებსა და კბილების არაჰიგიენურ მდგომარეობას.

ქეილიტი სიმპტომები. ტუჩები შეშუპებული, ჰიპერემიულია, წითელ ქობაზე აღინიშნება აქერცვლა, ქერქები, ეროზიები, ნახეთქები; პირის კუთხეებში აპკები და ნახეთქები.

ქეილიტი მკურნალობა. ვიტამინები B2, B5, А, ანტიჰისტამინური პრეპარატები; არაიშვიათად აქვს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. პროფილაქტიკა: პირის ღრუს სათანადოდ მოვლა, დროული სანაცია.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.