თმის ცვენა

,,კოსმეტოლოგია”

თმის ცვენა თმა სცვივა არა მარტო მამაკაცებს ასევე   ქალებსაც და შესაძლებელია  თმა ბავშვსაც გასცვივდეს. თმის ცვენაში იგულისხმება გადაჭარბებული თმის ცვენა, თორემ ადამიანს თმა მუდმივად სცვივა და ახალი ამოდის. ყოველდღიურად გაცვენილი თმის ღერი 100-ს აჭარბებს.  თუკი მავანს  თმა იმაზე მეტი ცვივა ვიდრე ამოდის, ვამბობთ, რომ  თმა ცვივა.

ალოპეცია – ეს არის გამელოტება თმის  გაძლიერებული ცვენის შედეგად. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ – აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს. ამას   შეიძლება სხვადსხვა მიზეზი ჰქონდეს.  თმის ცვენის მრავალი სახე არსებობს. >>>>

ალოპეცია შეიძლება იყოს:

  1.  ტოტალური
  2.  დიფუზური
  3.  კეროვანი

წარმოშობისა და კლინიკური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ:

  1. თანდაყოლილ
  2. სიმპტომატურ
  3. სებორეულ
  4. ნაადრევ
  5. ბუდობრივ ალოპეციას

ანდროგენური ალოპეცია

ყველაზე ხშირია ანდროგენური ალოპეცია, განსაკუთრებით კი  მამაკაცებში.  გამელოტების დასაწყებად იმ მამაკაცებში, რომლებიც გენეტიკურად წინასწარგანწყობილნი არიან გასამელოტებლად, საკმარისია ანდროგენების ნორმალური დონე.  ანდროგენური ალოპეცია განპირობებულია ორი ეტიოლოგიური ფაქტორის შერწყმით. ეს ფაქტორებია ანდროგენები  და ტესტოსტერონები – მამაკაცური სასქესო ჰორმონები. ისინი შუბლისა და თხემის არეში არსებულ გენეტიკურად სუსტ თმის ,,ძირებზე’’ – ფოლიკულებზე ზემოქმედებენ, რის შედეგადაც მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები იღუპებიან და გაიწოვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს ახასიათებს, მას კარგავენ მხოლოდ ისინი, ვინც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი თმის ცვენისადმი. კეფის და  საფეთქლის არეში ყოველთვის რჩება თმის გარკვეული მარაგი. საქმე იმაშია, რომ აქ  განლაგებულ თმის ფოლიკულებს არ გააჩნიათ რეცეპტორები ტესტოტერინის მიმართ, ამიტომ ისინი  გაცვენის ფაქტორებისადმი მდგრადი რჩებიან.

საჭურისები არ მელოტდებიან!

ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებისა და ქალებისთვისაც, არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით. ანდროგენური ალოპეციის მკურნალობისას, ქირურგიული კორექციის დროს  ხდება ანდროგენების მოქმედებისადმი მდგრადი თმის ფოლიკულების გადანერგვა კეფის მიდამოდან გამელოტებულ ადგილზე.

ანდროგენური ალოპეციის სიხშირემ 18-49 წლის მამაკაცებში 2000 წელს შეადგინა 54%. 25-50 წლის წინ კი 33%-ს არ აღემატებოდა. დღეისათვის ალოპეცია ინარჩუნებს ტენდენციას გავრცელებისკენ და გაახალგაზრდავებისკენ.  ზოგიერთი ავტორის მონაცემებით მისმა სიხშირემ უკვე 70%-ს მიაღწია. ანდროგენური ალოპეცია სულ უფრო ხშირად გვხვდება ქალებშიც-იგი 50 წელს ზემოთ ქალების 30%-ს აწუხებს.

ბუდობრივი გამელოტება განსხვავდება იმით, რომ  ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული მომრგვალებული გამელოტებული კერების გაჩენით. მიზეზი შესაძლებელია იყოს ავტოიმუნორეაქცია.   უფრო იშვიათად ხდება დიფუზიური თმის ცვენა. მიზეზი თმის ცვენის ამ იშვიათ ფორმის ძირითადად არის  ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია რომელსაც იწვევს გარკვეული მედიკამენტები, სტრესი ან არაჯანსაღი კვება.

თმის ცვენის დიაგნოზი ადგენენ ავადმყოფობის ისტორიით,  კლინიკური გამოკვლევებით, ასევე შესაძლოა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩანაწერებითაც დადგინდეს. თერაპიას მიმართავენ  თმის ცვენის მიზეზის შესაბამისად.

თმის ბუდობრივი ცვენა დედამიწის მოსახლეობის 1,7%-ს აწუხებს.

დიაგნოსტიკა. პაციენტის დათვალიერების შედეგად დგინდება თმის ცვენის ტიპი, ობიექტური გამოკვლევის, ტრიქოგრამის შედეგად ფასდება ანაგენ/ტელოგენის ინდექსი (ანაგენში მყოფი თმის ფოლიკულის რაოდენობის შეფარდება ტელოგენში მყოფ ფოლიკულის რაოდენობასთან). თხემის არეში გამოკვლეული თმების უმრავლესობა ტელოგენის ფაზაშია, ხოლო კეფაზე აღებულ თმებში ანაგენ/ტელოგენის ინდექსი ნორმაა.

მკურნალობა. თმის ცვენის დროს  მიმართავენ მკურნალობის სხვადახვა საშუალებებს. იგი შესაძლოა  შესაბამისად  შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ თუმცა სრულიად ვერ   აღვადგენთ. ხოლო გაცვენილი თმის აღდგენის ერთადერთი საშუალება თმის გადანერგვაა.

გადასვლა გვერდზე ,,კოსმეტოლოგია” >>