სახის ნაოჭები

  სახის ნაოჭები

ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება ნაოჭის გაჩენა ქალისთვის. ეს სილამაზის დაკარგვის პროცესის ერთ-ერთი ნაწილია და, შესაბამისად, პრობლემური. ნაოჭებიდან ზოგიერთი ჩვენი დახმარებით ჩნდება. ჩვენი ჩვევები და ცხოვრების სტილი გავლენას ახდენს მათ რიცხვზე. შემოგთავაზებთ ამ ჩამონათვალს.

  • გამოსხივება. “ჯანსაღი ნამზეური” კანის დაზიანების ნიშანია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგია.
  • მოწევა. მოწევა კანს ვნებს. ის აჩქარებს დაბერების მექანიზმს და ადრეულ ნაოჭებს პროვოცირებას უკეთებს. მწეველების კანის მიკროსკოპული ანალიზი ცხადყოფს პატარა ნაოჭების გაჩენას უკვე 20 წლის ასაკიდან. რაც მეტი დრო გავა და რაც მეტი კოლოფი თამბაქო დაიხარჯება, მით მეტი ნაოჭი იქნება კანზე. დამტკიცებულია ისიც, რომ მოწევა კანის ფერსაც ცვლის.
  • სახის კუნთები. გაღიმება, გაცინება, მზის გამო თვალების მოხუჭვა – ყველა ეს ჩვეული მოძრაობა თვალების ირგვლივ და შუბლზე დიდი ნაოჭების გაჩენას ეხმარება.
  • დიეტები. ხშირი და განმეორებადი მკაცრი დიეტები, რომელთა გამოც წონას ვკარგავთ, მერე კი ისევ ვინაზღაურებთ და მერე ისევ ვკარგავთ, კანზეც დამანგრევლად მოქმედებს.

ყველას აინტერესებს როგორ ვებრძოლოთ ნაოჭების გაჩენას: სოფია კიკნაძის FB პრეზენტაციასახის ნაოჭები

1. ვიტამინები

C ვიტამინი და ცნობილი ატიოქსიდანტები კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან იცავენ.

ვიტამინი აღადგენს და განამტკიცებს კანს. უნდა ავირჩიოთ ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები; მივიღოთ ხილი და ბოსტნეული; ხშირად და ცოტ-ცოტა ვჭამოთ.

მივიღოთ პროდუქტები, რომლებიც აუცილებელ ვიტამინებს შეიცავენ, მაგ. პომიდორი (ვიტამინი C) სტაფილო, (ვიტამინია A) თხილი, ნიგოზი (ვიტამინი E).

2. არ დაივიწყოთ წყალი!

კანი თანდათან უფრო მშრალი და თხელი ხდება.

ტენიანობის საჭირო დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

დღეში 6-8 ჭიქა წყალი მაინც უნდა მიიღოთ. ამასთან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თირკმლებისა და გულის მდგომარეობა.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნაადრევი დაბერების საშიშროება ნაკლებია. თუმცა ცხიმიან კანს ცხიმის უხვად შემცველი კრემები არ უხდება. ამ ტიპის კანისთვის ადრეულ ასაკში (25-დან 30 წლამდე) უმთავრესად დამატენიანებელი საშუალებებია რეკომენდებული. 35 წლის შემდეგ კი აუცილებელია ღამის მკვებავი კრემის გამოყენებაც.
მშრალი კანის პატრონებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მათ მკვებავი კრემის გამოყენება ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყონ, ხოლო 35 წლის შემდეგ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები დღისითაც გამოიყენონ.
გაწმენდა-გასუფთავება და პილინგი ნაადრევ სიბერესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი და ეფექტური მეთოდია. გარქოვანებული გარსის მოცილებით უმჯობესდება კანის სუნთქვა, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, უჯრედები უკეთ მარაგდება ჟანგბადით, რაც ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.
ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური გზა სახის მასაჟია. რომელის ინსტრუქციასაც აქვე შემოგთავაზებთ.
მასაჟი შუბლიდან უნდა დაიწყოთ. თითები ნაზი, მსუბუქი დაწოლით ამოძრავეთ ნაოჭების საწინააღმდეგო მიმართულებით. შეეცადეთ, გაასწოროთ ყველა ნაოჭი. შემდეგ წარბებს შორის არეზე გადადით, შემდეგ – თვალების ირგვლივ არსებულ კანზე, თვალის კუთხეებსა და ცხვირ-ნიკაპის სამკუთხედზე. კანი თითების მსუბუქი, ინტენსიური, დამჭიმავი ეფექტის მქონე მოძრაობებით დაამუშავეთ. შემდეგ გადადით ვიბრაციის ეფექტის მქონე მასაჟზე, დასასრულ კი სპეციალური მასაჟორი გამოიყენეთ, რომელიც აუცილებლად ნატურალური ქვის უნდა იყოს. ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ქვა სიგრილეს ხანგრძლივად ინარჩუნებს. უკვე დამუშავებულ, გახურებულ კანს ის სასიამოვნოდ აგრილებს.
მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. კანი უფრო ელასტიკური და მკვრივი ხდება, უმჯობესდება მისი ფერი და სწორდება ნაოჭები.

ყელი – ეს ის ნაწილია რომელიც ყველაზე ადვილად გასცემს თქვენს ასაკს. ამიტომ საჭიროა მისი კარგად მოვლა. ყელი და დეკოლტეს ზონაც ისევე უნდა გაისუფთავოთ, დაიტენიანოთ და კვებოთ, როგორც მშრალი სახის კანი.
ყელისა და დეკოლტეს კანი ნაზი და უცხიმოა. მისი სტრუქტურული შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც თვალების ირგვლივ არსებული კანისა, ამიტომ მოვლაც მსგავსი სჭირდება.

გაიგეთ მეტი სახის ნაოჭებზე აქ: https://www.medgeo.net/2010/09/23/kosmetic-5/

გამოგვყევით სოც.ქსელებში – https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/5142303149151801

გადასვლა საიტის – ,,კოსმეტიკა” – მთავარ გვერდზე >>