მკურნალობა უცხოეთში


ორსულობის მე-12 (მეთორმეტე) კვირა

როგორ იცვლება ბავშვი

ამ პერიოდში აღარ ყალიბდება ახალი ორგანოები. სამაგიეროდ, უკვე არსებულნი იზრდება და ვითარდება. ჩნდება რეფლექსები: ლოკალური სტიმულაცია ნაყოფს საშუალებას აძლევს, ამოძრაოს თვალის პატარა ქუთუთოები, გააღოს პირი, გაატოკოს ხელისა და ფეხის თითები. მალე თითები  მოხრასა და გაშლას, პირი კი წოვით მოძრაობას იწყებს. თუ საკუთარ მუცელს თითს ოდნავ მიარტყამ, აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას შიგნიდან, თუმცა ამას ჯერ  კარგად ვერ იგრძნობ. თირკმლები იწყებენ შარდის გადაგზავნას საშარდე ბუშტში. ამავე პერიოდში, ბავშვის ჩონჩხი იმ ფაზაშია, როდესაც  ძვლის ნივთიერება წარმოიქმნება. ხელებისა და ფეხების თითები უკვე გაყოფილია; ფრჩხილები ზრდას განაგრძობს. სხეულზე ჩნდება თმის ცალკეული ნიშნები.

ორსულობის მე-12 (მეთორმეტე) კვირაზე გარეთა სასქესო ნიშნები უკვე იმ ზომისაა, რომ ბავშვის სქესის გარჩევა თავისუფლად შესაძლებელია. კუჭ–ნაწლავის სისტემას შეუძლია, შეკუმშოს და გამოდევნოს საკვების ნარჩენები. ეს სისტემა უკვე აქტიურად შთანთქავს გლუკოზასა და შაქარს.

ამავე პერიოდში, უწყვეტად იზრდება ნერვული უჯრედების რაოდენობა და ყალიბდება ნაყოფის ტვინი, რაც ძალიან წააგავს ზრდასრული ადამიანის ტვინს; უბრალოდ, ჯერ მინიატურული ზომისაა. ნაყოფი სახითაც მთლიანად  ადამიანს ჰგავს: თვალები და ყურები უკვე თავის–თავის ადგილზეა განლაგებული. ნაყოფის სიგრძე დაახლოებით 6 სანტიმეტრს შეადგენს.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის მე-12 (მეთორმეტე) კვირის ბოლოს, შენი საშვილოსნო საკმაოდ დიდდება, რათა მოხერხებულად ჩაეტიოს მენჯ–ბარძაყის ძვლებს შორის. შენ მას უკვე კარგად გრძნობ ბოქვენის ძვალს ზემოთ. საშვილოსნოს აქვს საოცარი უნარი, ფეხმძიმობის დროს საჭირო მოცულობით გაფართოვდეს. იგი ჩვეულ ზომას  მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იბრუნებს. ამჟამად კი, იგი ზრდას განაგრძობს და მენჯ–ბარძაყის სივრცეს, შემდეგ მუცლის ღრუსაც ავსებს.

ფეხმძიმობის დაწყებამდე, საშვილოსნო თითქმის მაგარია. მისი მოცულობა  სულ რაღაც 10 მლ–ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. ორსულობის პერიოდში იგი ემსგავსება თხელკედლებიან კუნთოვან ტომარას, რომელშიც განთავსებულია ნაყოფი, პლაცენტა და სანაყოფე წყლები. მშობიარობამდე მისი მოცულობა შესაძლოა 10 ლ–მდე გაიზარდოს. ასე რომ, მისი მოცულობა 500–ჯერ, 1000–ჯერაც კი იზრდება. შესაძლოა, ფეხმძიმეთათვის საჭირო, განიერი ტანსაცმელი ჯერ არ გჭირდება, მაგრამ მაინც მოგიწევს გარკვეული კორექტივების შეტანა, ტანსაცმლის ზომასთან დაკავშირებით; ანუ, შედარებით დიდი ზომის ტანსაცმელი მალე დაგჭირდება >>>>

გულძმარვა ფეხმძიმეებში

ალბთ, პერიოდულად კუჭის არეში წვას გრძნობ –– ვგულისხმობთ ე.წ. ფეხმძიმეთა გულძმარვას. ბევრ ქალს ეს პრობლემა დაორსულების პირველივე დღეებში ეწყება. ის ქალბატონები, რომელთაც ეს პრობლემა დაფეხმძიმებამდეც აწუხებდათ, აცხადებენ, რომ ორსულობის პერიოდში გულძმარვა კიდევ უფრო აუტანელი გახდა. უნდა იცოდე, რომ ფეხმძიმობისას პლაცენტა გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით პროგესტერონს, რომელიც  საყლაპავი მილისა და კუჭის დამაკავშირებელი მილის ფუნქციონირებას ასუსტებს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც წევხარ, შესაძლოა კუჭის წვენი უკან ამოვიდეს, რაც წვის არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ქალების უმრავლესობისთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც ზომაში მომატებული საშვილოსნო კუჭს აწვება. გულძმარვას რომ იგრძნობ, გახსოვდეს, ამ მხრივ გაცილებით მეტ სირთულეს მომავალში უნდა ელოდო.

აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
..
♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ორსულთა ბანდაჟების  ლინკს >>>>>   ♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>

 
 
 
 


Comments are closed.

vaka