ორსულობის მე-18 კვირა

ორსულობის მე-18 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


როგორ იცვლება ბავშვი

აი, ორსულობის მე-18 (მეთვრამეტე) კვირაც დადგა; ალბათ, გაგიხარდება იმის გაგება, რომ შენს წიაღში მოთავსებული პაწაწინა ადამიანი 150 გრამს იწონის; მისი სიგრძე 12,5–დან 14 სანტიმეტრამდე მერყეობს.
ბავშვი ძალიან გააქტიურებულია და შენც სისტემატურად გრძნობ მის საამო მოძრაობას.
თუ შესაბამისი აპარატურით მას კარგად დააკვირდები, აუცილებლად შენიშნავ კანის ქვეშ არსებულ ძარღვებსა და მიკროსკოპული ზომის ყურებს.
ახლა კი იმასაც გეტყვით, რაც შეიძლება ვერ შენიშნო: ამ პერიოდში ნაყოფის ნერვების გარშემო მიელინის წარმოქმნა იწყება (ეს არის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც კუნთების ნერვული ბოჭკოების გარშემო დამცავ გარსს ქმნის).

სხვათა შორის, ეს პროცესი ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის მანძილზე გრძელდება. თუ გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, იცოდე, რომ ორსულობის მე-18 (მეთვრამეტე) კვირას ყალიბდება და თავის ადგილს იკავებს ფალოპის მილაკები.
თუ ბიჭუნაა, უკვე კარგად ჩანს მისი გენიტალიები, რომელთაც ულტრაბგერითი გამოვლევებისას ინსტინქტურად მალავს–ხოლმე.

უწყვეტად ვითარდება თავის ტვინის ქერქიც: ინტენსიურად იყოფა ნერვული უჯრედები, ჩნდება ნაოჭები და ხვეულები. იწყება ენდოკრინული სისტემის ორგანოთა ფუნქციონირება. ამ შემთხვევაში იგულისხმება თირკმელზედა, მკერდუკანა და სხვა სახის ჯირკვლების მუშაობა.
ნაყოფის ენდოკრინული სისტემის ამუშავება დედასაც ეხმარება, რომლის ენდოკრინული ორგანოები და ჰორმონული სისტემა ორსულობის დროს ზარალდება.
ნაყოფის კანი ძალიან ნაზი, გამჭვირვალე და ერთგვარად დანაოჭებულია. მის მიღმა ნათლად ჩანს სისხლძარღვები და ამიტომ ისინი ღია წითელი ფერის გვეჩვენება.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის ამ ეტაპზე აუცილებლად დიდი ზომის და მოსახერხებელი ტანსაცმელი გჭირდება.
საშვილოსნო თითქმის უკვე ჭიპთან არის მისული.
ორსულობის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 4,5–დან 5,8 კილომდე გექნება მომატებული.
ალბათ, უკვე იცი, რომ ამ პერიოდში შენთვის არ შეიძლება ზურგზე დაწოლა: შესაძლოა, საშვილოსნომ უარყოფითად იმოქმედოს ქვედა ღრუ ვენებზე, რომლებიც სისხლს უკან, გულისკენ აბრუნებენ.
მუცელზე წოლაც შეუძლებელი ხდება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბალიშს გამოიყენებ და მოხერხებულად ამოიდებ ფეხების ქვეშ, ან გვერდით; ბალიში ისე დაიდე, როგორც მოსახერხებელი იქნება. იქონიე ფეხმძიმეთათვის განკუთვნილი ბალიში.
შენი გულ–სისხლძარღვთა სისტემა ორსულობის მე-18 (მეთვრამეტე) კვირას უკვე სერიოზულ დატვირთვას განიცდის. ასე რომ, არ გაგიკვირდეს, თუ შენი წნევა ხშირად ნორმაზე დაბალია.
და კიდევ: ყოველთვის ერიდე მკვეთრ მოძრაობებს, რათა თავბრუ არ დაგეხვას ან არ დაეცე.
თუ, სახლში ან სამსახურში, დიდხანს გიწევს ფეხზე დგომა, კარგი იქნება, განმარტოვდე, დაისვენო და მოდუნდე თუნდაც 15 წუთის განმავლობაში. ეს აუცილებლად გააკეთე, სადაც შენთვის მოსახერხებელი იქნება. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის მე-18 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📏 ორსულობის მე-18 კვირისთვის შენი პაწაწინა 150 გრამს იწონის, მისი სიგრძე 12,5–დან 14 სანტიმეტრამდე მერყეობს.
☺️ ბავშვი ძალიან გააქტიურებულია და შენც სისტემატურად გრძნობ მის საამო მოძრაობას.
👂 თუ შესაბამისი აპარატურით მას კარგად დააკვირდები, აუცილებლად შენიშნავ კანის ქვეშ არსებულ ძარღვებსა და მიკროსკოპული ზომის ყურებს.
🧠 უწყვეტად ვითარდება თავის ტვინის ქერქიც: ინტენსიურად იყოფა ნერვული უჯრედები, ჩნდება ნაოჭები და ხვეულები.
💞 თუ გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, იცოდე, რომ ორსულობის მე-18 (მეთვრამეტე) კვირას ყალიბდება და თავის ადგილს იკავებს ფალოპის მილაკები.
🤎 თუ ბიჭუნაა, უკვე კარგად ჩანს მისი გენიტალიები, რომელთაც ულტრაბგერითი გამოვლევებისას ინსტინქტურად მალავს–ხოლმე.
🫀 ამ პერიოდში შენთვის არ შეიძლება ზურგზე დაწოლა: შესაძლოა, საშვილოსნომ უარყოფითად იმოქმედოს ქვედა ღრუ ვენებზე, რომლებიც სისხლს უკან, გულისკენ აბრუნებენ.
🛏️ მუცელზე წოლაც შეუძლებელი ხდება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბალიშს გამოიყენებ და მოხერხებულად ამოიდებ ფეხების ქვეშ, ან გვერდით.
❕ ყოველთვის ერიდე მკვეთრ მოძრაობებს, რათა თავბრუ არ დაგეხვას ან არ დაეცე.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ – https://bit.ly/3vQZCt1
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის18კვირა #18კვირისნაყოფი #ორსულთაკვება #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #ორსულობისკვირები #18კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #თავბრუსხვევა #ხელებისშეშუპება #ფეხებისშეშუპება #უძილობა #ვარიკოზულივენები #ბავშვისმოძრაობა #ნაყოფისმოძრაობა #გოგონაყობი #ბიჭინაყოფი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”