ორსულობის მე–19 კვირა

ორსულობის მე–19 კვირა – როგორ იცვლება ბავშვი

წარმოიდგინე, რა სწრაფად იზრდება შენი ნამცეცა. ერთ კვირაში მისი წონა 200 გრამამდე, ხოლო სიგრძე 15 სანტიმეტრამდე გაიზარდა.
კიდევ ერთი სიახლე: ხელები და ფეხები პროპორციულია როგორც ერთმანეთის, ისე სხეულის მიმართ. თირკმლები შარდის გამომუშავებას განაგრძობენ; თავი კი პატარა, ნაზი ბუსუსებით იფარება.
სწორედ ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირას დგება ის კრიტიკული და მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მკვეთრი ცვლილებები ხდება 5 მგრძნობელობითი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით: ტვინი იწყებს იმ სფეროების განსაზღვრას, რომლებიც მომავალში პასუხს აგებენ: ა) ყნოსვაზე, ბ) გემოს შეგრძნებაზე, გ) სმენაზე, დ) ხედვასა და ე) შეხების აღქმაზე.
თანდათან წარმოიშვება ძირითადი კბილების ჩანასახებიც, რომლებიც სარძევე კბილების ჩანასახებზე უფრო ღრმად არის განლაგებული.


♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

 ორსულთა კაბები 
♥ ორსულთა მაისურები 
♥ ორსულთა შარვლები 
♥ ორსულთა შორტები 
♥ ორსულთა ქამრები 
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი
♥ ორსულთა ქვედა საცვლები
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები 
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის
♥ თეთრეული ორსულთათვის 
♥ ჯინსები ორსულთათვის 
♥ კოლგოტები ორსულთათვის  
♥ ტოპები ორსულთათვის  


კანქვეშა უჯრედისის განვითარების გამო, სისხლძარღვები კანქვეშ ნაკლებად ჩანს. ამის გამო, კანი იმდენად წითელი აღარაა, თუმცა, დანაოჭებული იერი მაინც უნარჩუნდება. გარდა აღნიშნულისა, ნაყოფს თავსა და სხეულზე ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირას ნაცხი უჩნდება. ეს არის მორუხო–მოთეთრო ფერის ნივთიერება, რომელიც ხაჭოს ჰგავს.
ეს ნივთიერება გამოიყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან და სწორედ იქ ფიქსირდება, სადაც ადამიანს უხვად აქვს ეს ჯირკვლები: კუნთქვეშა და საზარდულში არსებულ ნაკეცებში, სახეზე, თავის თმიან ადგილებში, ყურებთან, ხელებისა და ფეხების მომხრელებში. საქმე ისაა, რომ ეს ნივთიერება ბაქტერიოციდულ თვისებას ფლობს და ნაყოფს მიკროორგანიზმების უარყოფითი ზემოქმედებისგან, ასევე იცავს მექანიკური დაზიანებებისგან.

ჰიდროცეფალია

ორსულობის მე–19 კვირათავის ტვინის განვითარება ორსულობის მე–4 კვირიდან იწყება. ტვინი განიბანება ცერებროსპინალური სითხით, რომელსაც სისხლძარღვთა სისტემა გამოიმუშავებს. ეს სითხე გარს შემოუვლის თავის ტვინსა და ხერხემალს. თუ ცერებროსპინალურ სითხეს გზად რაიმე წინააღმდეგობა დააბრკოლებს, ის ტვინში იწყებს დაგროვებას. ამ მოვლენას ჰიდროცეფალიას ანუ თავის ტვინის წყალმანკს უწოდებენ. ჰიდროცეფალიის დროს, ტვინში გროვდება 500–დან 1500 მლ–მდე სითხე.
ზოგადად კი, სითხის მოცულობამ 5 ლიტრსაც შეიძლება მიაღწიოს. შედეგად, ნაყოფის თავი ზომაში იზრდება, ხოლო ტვინის ქსოვილები იკუმშება.
დიდი ზომის თავის გამო, დაბადებისას ბავშვი ფეხებით მოდის (ეს ემართება თითქმის 35%–ს). ზოგიერთს კი თავი იმდენად ეზრდება, რომ ფიზიოლოგიური წესით მისი დაბადება ვერ ხერხდება და საკეისრო კვეთას მიმართავენ. ჰიდროცეფალიის დიაგნოსტიკა ადვილად ხდება ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირას ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით.
ამ მხრივ, არ შეიძლება ჩვეულებრივ გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობა. შესაძლოა, ექიმმა ამ მეთოდით საერთოდ ვერაფერი გაარკვიოს.
თუნდაც ამიტომ არის საჭირო ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ჰიდროცეფალია არა დაავადება, არამედ სიმპტომია. იგი მიუთითებს თავისა და ზურგის ტვინში არსებულ, გარკვეულ თანდაყოლილ მანკზე. ამასთან, სწორედ ჰიდროცეფალია მიანიშნებს ნაყოფის განვითარების ყველაზე რთულ ანომალიებზე.
თანდაყოლილი ჰიდროცეფალია ძალიან იშვიათად გვხვდება. იგი შეიძლება 2000–დან ერთ ახალშობილს აღმოაჩნდეს. ადრე ექიმებს ნაყოფის ჰიდროცეფალიისგან განკურნების საშუალება არ ჰქონდათ. დღესდღეობით არსებობს საშვილოსნოსშიდა თერაპია.
მკურნალობა ორი მეთოდით ტარდება.
პირველ შემთხვევაში, დედის მუცლიდან სპეციალური ნემსი შეჰყავთ ნაყოფის თავთან ახლოს და ზედმეტ სითხეს ამოტუმბავენ, რომელიც ტვინს აწვება.
ეს ერთჯერადი პროცედურაა. მეორე შემთხვევაში, ნაყოფის ტვინში ათავსებენ პატარა პლასტიკურ მილაკს და მისი მეშვეობით ამოტუმბავენ სითხეს.
მილაკი რჩება ნაყოფის ტვინში მთელი ორსულობის განმავლობაში. მკურნალობის ეს მეთოდები დიდ რისკთან არის დაკავშირებული. პროცედურები უნდა ჩაატაროს მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა, რომელიც კარგად ფლობს უახლეს ტექნოლოგიებს.

როგორ იცვლები შენ

შენი, როგორც 19 კვირის ფეხმძიმის, საშვილოსნოს ფსკერი განლაგებულია ჭიპიდან 1,3 სანტიმეტრით დაბლა. წონაში უკვე მომატებული გაქვს 3,6–6,3 კილოგრამი. რისგან შედგება ეს წონა? აქედან 200 გრამი ნაყოფის, 170 გრამი პლაცენტის, 320 გრამი სანაყოფე წყლების, ამდენივე თავად საშვილოსნოს წონაა. არც ის გამოგვრჩეს, რომ შენი მკერდიც იზრდება.
იგი ამჟამად დაახლოებით 3,6 კილოგრამს იწონის. ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირაზე ორსულს საკუთარი თავი უკვე ძალიან დიდად მიგაჩნია. მაგრამ, ჯერ სად ხარ!..
ხანდახან, ალბათ, მცირე ტკივილს გრძნობ მუცლის ქვედა მხარეს.
ზოგჯერ მკვეთრი ტკივილიც შეიძლება იგრძნო მუცლის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს. ეს შეიძლება იგრძნო გადაადგილების დროს, ან დღის ბოლოს.
ტკივილი წარმოიშვება საკვერცხეებში, რომლებიც ეკვრის საშვილოსნოს ზედა ნაწილს და ვრცელდება მენჯის გვერდითა კედელზე. ორსულობის დროს, როდესაც საშვილოსნო იზრდება, საკვერცხეებიც ავტომატურად იწელება. იგი გრძელდება და სქელდება.
მკვეთრი მოძრაობისას საკვერცხეები იჭიმება, რაც არასასიამოვნო შეგრძნებას და ზოგჯერ ტკივილსაც იწვევს. ნერვიულობის საბაბი არ გაქვს.
მაგრამ, თუ ამ ტკივილებმა სისტემატური სახე მიიღო და დასვენების დროსაც გრძელდება, ანდა, იგი პერიოდულად აუტანელი ხდება, დროულად შეატყობინე შენს ექიმს.
შესაძლოა, ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირას საკუთარ კანს გარკვეული ცვლილება შეატყო. შემთხვევით, ხელისგული წითელი ხომ არ გაგიხდა? ეს ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი გაზრდით არის გამოწვეული. ამას გარდა, კანის ოდნავ გამუქებაც ორსულობის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.
ჩვეულებრივ, კანის გამუქება ფიქსირდება ზედა ტუჩზე, ლოყებზე, შუბლზე და მას ქლოაზმას, მეორენაირად, `ორსულობის ნიღაბსაც~ უწოდებენ. მსგავსი ლაქები შეიძლება გაჩნდეს ხელებსა და სხეულის სხვა ნაწილებზეც. იგი ძალიან წააგავს მზისგან გარუჯვას.
ძუძუს კერტები, იღლიები, კანზე არსებული ნაწიბურები და სხვადასხვა დეფექტი, აგრეთვე ხალები შეიძლება ისევე გამუქდეს ორსულობის დროს, როგორც ის ხაზი, რომელიც მუცელს ჩასდევს ჭიპიდან ბოქვენის ძვლამდე. ამ ყოველივეს მელანინის რაოდენობის ზრდა იწვევს. ეს არის ნივთიერება, რომელიც მუქ ფერს აძლევს თმებს, კანსა და თვალებს.
ქალების უმრავლესობას მშობიარობის შემდეგ ჩამუქებული ადგილები უღიავდება. მითუმეტეს, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია კანის მზისგან დაცვა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს პიგმენტური ცვლილებების პროცესს. თუ მაინც გაგიჩნდა ,,ორსულობის ნიღაბი”, არ მოიწყინო; გახსოვდეს, ახლა შენ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ქალი ხარ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41. 2. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian