ორსულობის 23-ე კვირა

ორსულობის 23-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
კომპრესიული წინდები ორსულთათვის 


ორსულობის 23-ე კვირა – შენი პაწაწინა იზრდება და იზრდება. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას  მისი წონა 450–500 გრამს აღწევს.
კანი წითელი და დანაოჭებული აქვს. ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს. ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათა ფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს. გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს.
ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირიდან პატარა იწყებს სუნთქვითი მოძრაობების შესრულებას.

მართალია, ამ დროს ფილტვები არ იხსნება, მაგრამ მასში მაინც ხვდება სანაყოფე სითხის მცირე რაოდენობა, რომელიც სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, თუმცა მას არავითარ ზიანს არ აყენებს. ამ ვარჯიშების დროს ნაყოფი წუთში 50–60 სუნთქვით მოძრაობას ასრულებს.
თუმცა, ამ მოძრაობებს იგი უწყვეტად არ ასრულებს. ნაყოფი აკეთებს ნახევარსაათიან ან ერთ საათიან პაუზას, ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუნთქვით მოძრაობებს.
23–ე კვირას მას გაცილებით უკეთ აქვს ჩამოყალიბებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანო: საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავი, ნაწლავები (მსხვილი და წვრილი), კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი. სისხლის წარმოქნის ფუნქცია გადაეცემა: ძვლის წითელ ტვინს, ელენთას, ლიმფურ კვანძებსა და მკერდუკანა ჯირკვლებს.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას, საშვილოსნო ბოქვენის ძვლიდან 23 სანტიმეტრით, ხოლო ჭიპიდან 3,75 სანტიმეტრით ზემოთ მდებარეობს.
ამ პერიოდისთვის შენს სხეულს საგრძნობლად მრგვალი ფორმები აქვს. წონაში 5–დან 6,7 კილოგრამამდე გაქვს მომატებული. თუ პირველ ტრიმესტრში თავის ტკივილი ხშირად გაწუხებდა, ახლა შედარებით იშვიათად გტკივა თავი და თანაც, არც ისე ძლიერად, როგორც მანამდე. თავის ტკივილით ბევრი ფეხმძიმე იტანჯება.

ამის მიზეზი, როგორც ყოველთვის, ჰორმონებია.
ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას, სისხლის შემადგენლობაში მიმდინარე ქიმიური პროცესები კანს აიძულებს, დიდხანს შეინარჩუნოს სითხე. ამის პარალელურად, ყოველდღიურად მზარდი საშვილოსნო მკვეთრად აწვება ვენებს და ფეხებში სისხლის ცირკულაციას აყოვნებს.
ყოველივე ამის შედეგია შეშუპებები, რომლებიც განსაკუთრებით დღის ბოლოს ან ზაფხულის სეზონზე იჩენს თავს. შენი ორგანიზმი მშობიარობის პირველ დღეებში გარეთ გამოდევნის ზედმეტ წყალს. მანამდე კი, შეეცადე, ფეხები ხშირად გეკავოს მაღლა, როდესაც ზიხარ ან წევხარ. ეცადე, დიდხანს არ იჯდე უმოძრაოდ. კარგი იქნება, თუ მსუბუქ ვარჯიშებს შეასრულებ. ატარე სპეციალური წინდები.
შეეცადე, ნაკლებად მიიღო ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს: კიტრის წნილი, ჩიფსები, მარილიანი თხილი, სხვადასხვა სახის კონსერვები. ნატრიუმი, რომელიც მარილის ერთ–ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, შენი სერიოზული მტერია.

მისი სიჭარბე ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დიდხანს შენარჩუნებას, რაც საბოლოო ჯამში შეშუპებას იწვევს. თუმცა, უარი არ თქვა სითხის მიღებაზე.
ეს შენ გჭირდება, რადგან ხელს უშლის შეშუპების წარმოქმნას. თუ შენიშნავ, რომ სახე და ხელები მკვეთრად გიშუპდება, მიმართე შენს ექიმს, რათა თავიდან აიცილო ორსულობის გვიანი ტოქსიკოზი. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 23-ე კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 23-ე კვირა
😇 ორსულობის 23-ე კვირას შენი პატარას წონა 450–500 გრამს აღწევს.
🔘 ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს.
🫁 ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათა ფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს.
👂 გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს.
📅 23–ე კვირას მას გაცილებით უკეთ აქვს ჩამოყალიბებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანო:
📎 საყლაპავი მილი;
📎 კუჭი;
📎 ნაწლავები (მსხვილი და წვრილი);
📎 კუჭქვეშა ჯირკვალი;
📎 ღვიძლი.
🩸 სისხლის წარმოქნის ფუნქცია გადაეცემა: ძვლის წითელ ტვინს, ელენთას, ლიმფურ კვანძებსა და მკერდუკანა ჯირკვლებს.
📌 ამ პერიოდისთვის შენს სხეულს საგრძნობლად მრგვალი ფორმები აქვს. წონაში 5–დან 6,7 კილოგრამამდე გაქვს მომატებული.
🔙 თუ პირველ ტრიმესტრში თავის ტკივილი ხშირად გაწუხებდა, ახლა შედარებით იშვიათად გტკივა თავი და თანაც, არც ისე ძლიერად, როგორც მანამდე.
🍽 შეეცადე, ნაკლებად მიიღო ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს:
➡️ კიტრის მწნილი;
➡️ ჩიფსები;
➡️ მარილიანი თხილი;
➡️ სხვადასხვა სახის კონსერვები და სხვა.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ – https://bit.ly/3IFAJ9O
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის23კვირა #23კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #23კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #ზურგისტკივილი #ტერფებისტკივილი #ფეხებისტკივილი #თავისტკივილი #მარილიანისაკვები #დიატაორსულებისთვის #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ფილტვებისგანვითარება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”