nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირა

,,ორსულობა და მშობიარობა”

ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირაშენი პაწაწინა იზრდება და იზრდება. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას  მისი წონა 450–500 გრამს აღწევს. კანი წითელი და დანაოჭებული აქვს. ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს. ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათა ფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს. გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირიდან პატარა იწყებს სუნთქვითი მოძრაობების შესრულებას. მართალია, ამ დროს ფილტვები არ იხსნება, მაგრამ მასში მაინც ხვდება სანაყოფე სითხის მცირე რაოდენობა, რომელიც სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, თუმცა მას არავითარ ზიანს არ აყენებს. ამ ვარჯიშების დროს ნაყოფი წუთში 50–60 სუნთქვით მოძრაობას ასრულებს. თუმცა, ამ მოძრაობებს იგი უწყვეტად არ ასრულებს. ნაყოფი აკეთებს ნახევარსაათიან ან ერთ საათიან პაუზას, ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუნთქვით მოძრაობებს. 23–ე კვირას მას გაცილებით უკეთ აქვს ჩამოყალიბებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანო: საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავი, ნაწლავები (მსხვილი და წვრილი), კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი. სისხლის წარმოქნის ფუნქცია გადაეცემა: ძვლის წითელ ტვინს, ელენთას, ლიმფურ კვანძებსა და მკერდუკანა ჯირკვლებს. >>>>

ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას, საშვილოსნო ბოქვენის ძვლიდან 23 სანტიმეტრით, ხოლო ჭიპიდან 3,75 სანტიმეტრით ზემოთ მდებარეობს. ამ პერიოდისთვის შენს სხეულს საგრძნობლად მრგვალი ფორმები აქვს. წონაში 5–დან 6,7 კილოგრამამდე გაქვს მომატებული. თუ პირველ ტრიმესტრში თავის ტკივილი ხშირად გაწუხებდა, ახლა შედარებით იშვიათად გტკივა თავი და თანაც, არც ისე ძლიერად, როგორც მანამდე. თავის ტკივილით ბევრი ფეხმძიმე იტანჯება. ამის მიზეზი, როგორც ყოველთვის, ჰორმონებია. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას, სისხლის შემადგენლობაში მიმდინარე ქიმიური პროცესები კანს აიძულებს, დიდხანს შეინარჩუნოს სითხე. ამის პარალელურად, ყოველდღიურად მზარდი საშვილოსნო მკვეთრად აწვება ვენებს და ფეხებში სისხლის ცირკულაციას აყოვნებს. ყოველივე ამის შედეგია შეშუპებები, რომლებიც განსაკუთრებით დღის ბოლოს ან ზაფხულის სეზონზე იჩენს თავს. შენი ორგანიზმი მშობიარობის პირველ დღეებში გარეთ გამოდევნის ზედმეტ წყალს. მანამდე კი, შეეცადე, ფეხები ხშირად გეკავოს მაღლა, როდესაც ზიხარ ან წევხარ. ეცადე, დიდხანს არ იჯდე უმოძრაოდ. კარგი იქნება, თუ მსუბუქ ვარჯიშებს შეასრულებ. ატარე სპეციალური წინდები. შეეცადე, ნაკლებად მიიღო ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს: კიტრის წნილი, ჩიფსები, მარილიანი თხილი, სხვადასხვა სახის კონსერვები. ნატრიუმი, რომელიც მარილის ერთ–ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, შენი სერიოზული მტერია. მისი სიჭარბე ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დიდხანს შენარჩუნებას, რაც საბოლოო ჯამში შეშუპებას იწვევს. თუმცა, უარი არ თქვა სითხის მიღებაზე. ეს შენ გჭირდება, რადგან ხელს უშლის შეშუპების წარმოქმნას. თუ შენიშნავ, რომ სახე და ხელები მკვეთრად გიშუპდება, მიმართე შენს ექიმს, რათა თავიდან აიცილო ორსულობის გვიანი ტოქსიკოზი.

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka