ორსულობის 25-ე კვირას ნაყოფის წონა 700 გრამს აღწევს. მან უკვე დაიწყო ცხიმის დაგროვება. დანაოჭებული კანი თანდათან სწორდება და ნაყოფი სულ უფრო მეტად ემსგავსება ახალშობილს. ალბათ, უკვე გაირჩევა თმის ფერი და ტექსტურაც; თუმცა, დაბადების შემდეგ, ერთი და მეორეც არაერთხელ შეიცვლება. ამ პერიოდში ინტენსიურად გრძელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრება.
შენი ორსულობის 25-26-ე კვირას პატარას შეუძლია სმენისა და მხედველობის გამაღიზიანებლებზე რეაგირება: იგულისხმება კაშკაშა სხივი და მკვეთრი ბგერა. თუ ფეხმძიმის მუცლისკენ ძლიერ შუქს მივმართავთ, ნაყოფს აუცილებლად ექნება საპასუხო მოძრაობითი რეაქცია: ამოძრავებს ქუთუთოებს, ხელებს, ფეხებს და თავს.
მკვეთრი ბგერების საპასუხოდ, ნაყოფი შიშის შედეგად იჭიმება და ძალიან მოუსვენრად გამოიყურება. შენი ბავშვი ორსულობის ამ ეტაპზე რომ დაიბადოს, მას ექნება გადარჩენი შანსი. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მედიცინამ დიდ წარმატებებს მიღწია, უდღეური ბავშვების მოვლისა და გადარჩენის თვალსაზრისით. უახლესი მოწყობოლობები საშუალებას იძლევა, ასეთ ახალშობილებსაც შეუნარჩუნონ სიცოცხლე.
თუ ბავშვი ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარაა, 1 კილოგრამსაც კი არ იწონის; შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. მას საავადმყოფოში რამდენიმე თვის გატარება მოუწევს, რა დროსაც საკმაოდ დიდია მისი დაინფიცირების რისკი. თუმცა, მას შეუძლია გადარჩეს. ნუ გეშინია – ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, შენ მსგავსი რამ არ მოგელის; თავისუფლად შეგიძლია, ნაყოფი დადგენილ ვადამდე მიიყვანო.
მხოლოდ შენს პირმშოს კი არ წარმოექმნება თმები; შენც მშვენიერი კულულები გიჩნდება: ამიტომ 25-ე კვირას შენ იმდენად გრაციოზული აღარ ხარ, როგორც ადრე. არც ახლაც დაივიწყო მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება, მაგრამ ზომიერებაც ძალზე მნიშვნელოვანია. დაუყოვნებლივ შეწყვიტე ვარჯიში, თუ იგრძნობ რაიმე ტკივილს, დაღლილობას, ან ჰაერის უკმარისობას. ზურგზე ხანგრძლივად არ იწვე. არც ისეთი ვარჯიშები შეასრულო, რომლის დროსაც შესაძლოა წონასწორობა დაკარგო.
შეიძლება ამ პერიოდში შენმა ექიმმა სისხლის აგიღოს, რათა იგი ანემიაზე გამოიკვლიოს. იმის გამო, რომ შენს ორგანიზმში სისხლის მოცულობა იზრდება, მოცულობის ერთ ერთეულზე სისხლის წითელი ნაწილაკების (ერითროციტების) რაოდენობა იკლებს. ეს ითვლება ფიზიოლოგიური ანემიის გამოვლინებად. იგი დამახასიათებელია მეორე და მესამე ტრიმესტრისთვის. ანემიის დროს (ერითროციტების ერთ-ერთი კომპონენტის, ჰემოგლობინის შემცველობა იკლებს), შენი ექიმი გინიშნავს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ მედიკამენტებს.
Viewed 6203 times by 3117 viewers


