ორსულობის 27-ე კვირა

შენი დაფეხმძიმებიდან უკვე 27 კვირა გავიდა. ეს ნიშნავს, რომ უკვე მესამე ტრიმესტრში ხარ, ანუ მშობიარობამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი. ამ პერიოდში შენს მუცელში მყოფი პატარა ადამიანი 34 სანტიმეტრის სიგრძისაა. წონაში კი 900 გრამს აღემატება. ახლა მას თავისუფლად შეუძლია თვალების დახუჭვა და გახელა. ამავე დროს, მას უკვე ჩამოუყალიბდა დაძინებისა და გაღვიძების გარკვეული რეჟიმი; შეუძლია, წოვოს თითები. თანაც, ზოგიერთი ნაყოფი მხოლოდ ხელის თითებით არ შემოიფარგლება და აქტიურად იყენებს ფეხის თითებსაც.

მართალია, ორსულობის 27-ე (ოცდამეშვიდე) კვირას ფილტვები ჯერ ჩამოუყალიბებელია, მაგრამ მათი ფუნქციონირება სპეციალური აპარატით შესაძლებელია, თუ ბავშვი ამ პერიოდში, ანუ ვადაზე ადრე დაიბადება. ამ ეტაპზე ფილტვებში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი – ფორმირებას იწყებს ალვეოლური, ანუ თხელი, ჰაერგადამტანი მილაკები და თავად ალვეოლები – მიკროსკოპული ბუშტუკები.

ალვეოლების თხელი კედლების გავლით მიმდინარეობს ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის მიმოცვლა. ბუნებრივია, ალვეოლები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს ჰაერით ავსებას და თავისი ფუნქციების შესრულებას, რაც ბავშვი დაიბადება და ჰაერს ჩაისუნთქავს. ბავშვის მიერ ჰაერის პირველად ჩასუნთქვასა და სუნთქვის პროცესის დაწყებას ხელს უწყობს სურფაქტანტი, ნივთიერება, რომელიც განაპირობებს ალვეოლების გახსნას სუნთქვის დაწყების დროს.


სწორედ ორსულობის 27-28 კვირას იწყება ნაყოფის ფილტვებში სურფაქტანტის გამომუშავება, რათა მან მშობიარობის მომენტისთვის საჭირო კონცენტრაციას მიაღწიოს. თუ ამ ნივთიერების კონცენტრაცია საკმარისი არ იქნება, ეს ნაყოფს გარკვეულ პრობლემებს უქადის. ამიტომ, ნაყოფის ორგანიზმი დროულად ემზადება, რათა უზრუნველყოს სუნთვის ფუნქცია, რომლის გარეშეც დედის მუცლიდან გამოსული არსების სიცოცხლე წარმოუდგენელია. 27-ე კვირას შენ პერიოდულად იმასაც გრძნობ, როგორ ასლოკინებს შენი პატარა. ჩვეულებრივ, სლოკინი რამდენიმე წუთს გრძელდება და ნაყოფს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის. რაც უფრო მეტად ვითარდება ტვინის ქსოვილი, მით აქტიურად მუშაობს ბავშვის ტვინი. ისე, საინტერესოა, ის ახლა რაზე ფიქრობს?…

მხედველობის ორგანოების განვითარება

თვალების ჩანასახი პირველად ჩნდება ემბრიონის განვითარების 22- დღეს, ან ორსულობის მე-5 კვირას. თავდაპირველად ისინი ისე გამოიყურება, როგორც – ორი პატარა ღარი. შემდეგ კი გადაიქცევიან პატარა ტომსიკებად, რომელთაც ოპტიკურ ბუშტებს ეძახიან. ექტოდერმისგან ვითარდება თვალის ბროლი. თავდაპირველად, თვალები განლაგებულია თავის გვერდებზე. მე-7 და მე-10 კვირებს შორის პერიოდში ისინი გადაინაცვლებს სახეზე. დაფეხმძიმებიდან მე-9 კვირას ყალიბდება თვალის გუგები, რომლებიც წარმოადგენს მრგვალ ჭრილებს თვალებში. მე-8 და მე-9 კვირას შორის ინტერვალში წარმოიქმნება ნერვული ბოჭკოები, რომლებიც თვალებიდან ტვინისკენ მიემართება. საუბარია მხედველობით ნერვებზე. ქუთუთოები, რომლებიც თვალებს ფარავს, ჩნდება ორსულობის მე-11-12 კვირას. გარკვეული ხნის განმავლობაში ქუთუთოები დახურულია;

♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა მაისურები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შარვლები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შორტები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ქამრები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი – <<,,ამაზონის“ განნყოფილება>>
♥ ორსულთა ქვედა საცვლები – <<,,ამაზონის განყოფილება>>

27-28-ე კვირას ნაყოფს უკვე შეუძლია მისი გამოძრავება, აწევა. თვალის კაკლის შიდა ზედაპირზე განლაგებულია თვალის ბადურა. იგი უზრუნველყოფს ფერისა და შუქის შეგრძნებას. მისი ფენა, რომელიც უშუალოდ აღიქვამს სინათლის სხივებსა და ამ ინფორმაციას თავის ტვინს აწვდის, ორსულობის 27-ე (ოცდამეშვიდე) კვირას  მთლიანად ფორმირებულია.

ორსულობის 27-ე (ოცდამეშვიდე) კვირას შენი ორგანიზმი ემზადება საფინალო გარღვევისთვის, რის შედეგადაც ადვილად შეგიძლია ახლად წარმოქმნილი სიმპტომების შემჩნევა. მზად იყავი იმისთვისაც, რომ ბევრმა მოვლენამ, შესაძლოა, შეგაშფოთოს.

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>> 
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>> 

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
3. ,,რა სჭირდება ორსულს?”
..