ორსულობის 29-ე კვირა

შენი ბავშვი არაჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს – ჭამს, სძინავს და იზრდება დედის სასიხარულოდ! იგი უკვე  1150 გრამს იწონის, სიგრძეში კი უკვე 37 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მან საკუთარი ორგანიზმის ტემპერატურის დარეგულირებაც ისწავლა. მის საკვებ მოთხოვნილებებს რომ ჯეროვნად უპასუხო, დიდი რაოდენობით უნდა მიიღო ცილები, C ვიტამინი, რკინა და სხვა აუცილებელი ნივთიერებები. ყველს, იოგურტს, სხვა რძის პროდუქტებს და ფორთოხლის წვენს შენს ორგანიზმში შეაქვს კალციუმი, რომელსაც ნაყოფი თავისი ჩონჩხისა და ძვლების გასამაგრებლად იყენებს.

29–ე კვირას ყოველდღიურად დაახლოებით 250 მილიგრამი სჭირდება ამ პროცესს. განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა ნაყოფის ტვინი და ნერვული სისტემა. გრძნობის ორგანოებიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციას იღებს და ახდენს მის დიფერენცირებას. ასე, მაგალითად, პატარა 29–ე კვირას არჩევს ზოგიერთ სუნსა და ხმას.

♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა მაისურები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შარვლები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შორტები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ქამრები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი – <<,,ამაზონის“ განნყოფილება>>
♥ ორსულთა ქვედა საცვლები – <<,,ამაზონის განყოფილება>>
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ თეთრეული ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ჯინსები ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ კოლგოტები ორსულთათვის  – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ტოპები ორსულთათვის  – ,,ამაზონის” განყოფილება >>

კომპრესიული წინდები ორსულთათვის Pregnancy Compression Socks >>>>

შეუძლია მწარე გაარჩიოს ტკბილისგან; კარგად ესმის და არჩევს, რომელია შინაგანი ხმა და რომელია ხმაური. უკეთ ესმის დაბალი ბგერები, ვიდრე მაღალი ბგერები. ვითარდება მხედველობითი აღქმაც: ნაყოფი აშკარად რეაგირებს ძლიერ შუქზე, რომელიც დედის მუცლისკენაა მიმართული და იცვლის მდებარეობს, თითქოს მისგან დამალვას ცდილობდეს. ნაყოფს უკვე შეუძლია გრძნობის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გარჩევაც და მათი დამახსოვრებაც.

დღენაკლი ბავშვი:

დღენაკლულად ითვლებიან ის ბავშვები, რომლებიც იბადებიან ორსულობის 38–ე კვირამდე და რომელთა წონა 2,5 კილოგრამზე ნაკლებია. უდღეურ ბავშვებში ხშირად შეიმჩნევა ჩამორჩენა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. დიდია მათი სიკვდილიანობის ალბათობა. მაგალითად, 1950 წელს ახალშობილთა სიკვდილიანობა 1000 ბავშვზე შეადგენდა 20–ს. დღეისთვის ეს ციფრი 10–მდეა შემცირებული. ამ მაჩვენებლის კლება განპირობებულია იმით, რომ ამჟამად გაცილებით ნაკლები დღენაკლი ბავშვი (იგულისხმება მესამე ტრიმესტრში გადასული ბავშვი) იღუპება. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ნაყოფი 27 კვირაზე მეტისაა, ერთ კილოგრამზე მეტს იწონის და განვითარებაში არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, დაბადების შემთხვევაში, აქვს გადარჩენი შანსი. თუ 27 კვირამდე დაიბადა, დიდია სიკვდილის ალბათობა.


თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, გადარჩნენ ის ბავშვები, რომლებიც 25–ე კვირას დაიბადნენ. თუმცა, მომავალში მათ ზრდა–განვითარებაში შეინიშნება შეფერხება. გარდა ამისა, ისინი მიდრეკილნი არიან ავადმყოფობისკენ. მაღალია მათი სიკვდილიანობის ალბათობაც.

დღენაკლულ ბავშვს გადარჩენის რა შანსი აქვს? ბოლო მონაცემების მიხედვით, იმ ახალშობილთა 43% შეიძლება გადარჩეს, რომელთა წონა 500–დან 700 გრამამდე მერყეობს. თუ წონა 700 გრამიდან 1 კილოგრამის ფარგლებშია, ახალშობილთა 72% აქვს გადარჩენის შანსი. რა თქმა უნდა, ეს საშუალო მონაცემებია და სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული სურათი გვხვდება.

საინტერესოა ისიც, დღენაკლ ბავშვებს რამდენ დღეს ტოვებენ საავადმყოფოში? თუ ახალშობილის წონა 600–700 გრამია, 125 დღის განმავლობაში ამყოფებენ საავადმყოფოში. 76 დღეს აჩერებენ მათ, რომელთა წონა 900–1000 გრამს აღწევს. რა თქმა უნდა, უკეთესია, ბავშვი, დადგენილ ვადამდე დედის საშვილოსნოში იმყოფებოდეს, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სჯობს, ბავშვი დღენაკლი დაიბადოს. აქ იგულისხმება ის სიტუაცია, როდესაც ნაყოფი დედის ორგანიზმში სრულფასოვნად ვერ იკვებება.

საბედნიეროდ, ამგვარი სიტუაციები ძალზე იშვიათია. ვადაზე ადრე დაბადების მიზეზებია: –– ხარვეზები საშვილოსნოს განვითარებაში; მაგალითად, გაორმაგებული საშვილოსნო. –– ძალიან დიდი საშვილოსნო მრავალნაყოფიანი ორსულობისას. –– მრავალწყლიანობა. –– პლაცენტის აშრევება. –– პლაცენტის წინამდებარეობა. –– სანაყოფე გარსის ნაადრევი მოწყვეტა. –– საშვილოსნოს ყელის უკმარისობა. –– ნაყოფის სუსტი განვითარება. –– ნაყოფის სიკვდილი. –– შიდა საშვილოსნოს სპირალის არმოშორება. –– მანამდე გაკეთებული აბორტები. –– დედის სერიოზული დაავადებები. –– გესტაციური ასაკის არასწორი განსაზღვრა.

ზოგ შემთხვევაში, ნაადრევი მშობიარობის მიზეზები სრულიად გაურკვეველი რჩება. თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ქალს ნაადრევი მშობიარობა მოელის, აუცილებელია მისი ზუსტი მიზეზის დადგენა. სასურველია, ეს სამშობიარო პროცედურებამდე მოხდეს. ამ შემთხვევაში გაიოლდება სწორი სამკურნალო ტაქტიკის შერჩევა. ნაადრევი მშობიარობის მიზეზებიდან გამომდინარე, ექიმმა უნდა განსაზღვროს: –– ქალს შეუნარჩუნდეს ნაყოფი თუ ნაადრევი მშობიარობა გარდაუვალია. –– სწორად არის თუ არა დათვლილი ორსულობის ვადები. –– მართლა იწყება თუ არა ნაადრევი მშობიარობა. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ზუსტად იცოდე, როდის დაგეწყო ფეხმძიმობა. საამისოდ აუცილებელია, რეგულარულად მიხვიდე–ხოლმე ექიმ–გინეკოლოგთან. ამ შემთხვევაში დაფეხმძიმების ზუსტი დროის განსაზღვრა პრობლემა აღარ იქნება.

შეფერხება ნაყოფის განვითარებაში

აქ იგულისხმება ის, რომ დედის მუცელში ფერხდება ნაყოფის განვითარება სიგრძესა და წონაში. ამას იწვევს სხვადასხვა პათოლოგია და შესაბამისად, დიდია ბავშვის სიკვდილის ალბათობა. დიაგნოზი მუცლისშიდა განვითარების შეფერხების შესახებ ძალიან აშინებს მომავალ დედებს. მიქციე ყურადღება: შეფერხება შეეხება ნაყოფის წონასა და სიგრძეს, მაგრამ არა – მის ტვინს. თუ შეფერხება შენს ნაყოფს დაემართა, არ შეგეშინდეს, რომ მომავალში იგი გონებრივად ჩამორჩენილი იქნება. უბრალოდ, დაბადებისას, წონისა და სიგრძის თვალსაზრისით ძალიან პატარა იყოს. ეს არის და ეს.

ორსულობის 29–ე (ოცდამეცხრე) კვირა – პატარა ძალიან აქტიურია. შესაძლოა, ექიმმა გირჩიოს, რომ ყოველდღიურად, გარკვეული დროის განმავლობაში, დააკვირდე და დაითვალო კიდეც მისი მოძრაობები. თუ ნაყოფი დიდ პაუზას აკეთებს მოძრაობებს შორის ან ზედმეტად აქტიურად მოძრაობს, აუცილებლად უნდა მიაკითხო გინეკოლოგს, რათა ჩაგაყენოს საქმის კურსში და დაგანახვოს, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად ვერ აქვს. არ გაგიკვირდეს, თუ სწორედ 29–ე კვირას თავს აქტიურად შეგახსენებს კუჭის ძმარვა და ყაბზობა. ამის მიზეზია ის, რომ ჰორმონი პროგესტერონი ასუსტებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კუნთებს, რასაც ემატება მუცლის ღრუს გადავსებაც. შედეგად, საჭმლის მონელების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ შეაჩერო ყაბზობა, მიიღე მეტი სითხე და მეტად იმოძრავე. ყოველდღიურად მზარდი საშვილოსნო იწვევს კიდევ ერთი პრობლემის, ჰემოროის წარმოქმნას. რექტალურ ზონაში დაბერილი სისხლძარღვების არსებობა ნორმალური მოვლენაა ორსულობის მეორე პერიოდისთვის და მშობიარობის შემდეგ, რამდენიმე ხანში გაივლის. არაერთი ფეხმძიმე ამჩნევს, რომ ზურგზე დიდხანს წოლა და უცბად წამოდგომა თავბრუსხვევას იწვევს. ზურგზე დიდხანს წოლას და უცებ წამოდგომას უნდა ერიდო, რადგან ეს პროცესი ვენაში სისხლის დიდი ნაკადის ერთბაშად გავლას იწვევს, რამაც შესაძლოა ბავშვს ავნოს.

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
3. რა სჭირდება ორსულს?
..