ორსულობის 33-ე კვირა

ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირას შენი ნაყოფის პარამეტრები ასეთია: იწონის 2 კილოგრამს, სიგრძეში კი 43 სანტიმეტრს აღწევს. მოკლედ, ვერაფერს იტყვი: „შრომობს“, როგორც შეუძლია… იერ-სახესაც სწრაფად იცვლის – ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“; უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია.

ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული მისი თავის ქალის ძვლები, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედის მუცელში და მშობიარობისას გზა გაიკვლიოს გარეთ გამოსასვლელად (სხვათა შორის, მშობიარობისას ბავშვის თავი ისეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ ზოგი ოდნავ წაგრძელებული თავით იბადება).

ზოგადად, ადამიანის თავის ქალის გაძვალება სრულდება მაშინ, როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირას გრძელდება არა მარტო ფილტვების ალვეოლთა, არამედ ღვიძლის ნაწილაკების ჩამოყალიბებაც: ისინი თანდათან თავის ფორმასა და ფუნქციას იძენენ. >>>>

საყურადღებოა, რომ ღვიძლის უჯრედები გარკვეული, მკაცრი წესრიგით ლაგდებიან, რაც დამახასიათებელია უკვე ჩამოყალიბებული ორგანოსთვის. უჯრედების სწრაფი ჩამოყალიბებისა და თავ-თავის ადგილზე განლაგების შედეგად, ღვიძლი თანდათან იღებს ორგანიზმის მთავარი ქიმიური ლაბორატორიის ფუნქციას. მიმდინარეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ფორმირებაც, რომელიც ამ დროისთვის უკვე მთლიანად უზრუნველყოფს ნაყოფის ინსულინით მომარაგებას. სწრაფად ვითარდება ნაყოფის სხვა ორგანოებიც.

ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირა იმითაც გამოირჩევა, რომ ნაყოფი სპეციალური ნივთიერებით – სურფაქტანტითაც მარაგდება. სწორედ ეს ნივთიერება დაეხმარება მას, დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ისუნთქოს. მისი დახმარებით ახერხებს ახალშობილი, ნორმალურად ამოისუნთქოს.

ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირას დაბადებულ დღენაკლულ  ბავშვებს უკვე შეუძლიათ ამოისუნთქონ.

♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა მაისურები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შარვლები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შორტები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ქამრები (ბანდაჟები) – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი – <<,,ამაზონის“ განნყოფილება>>
♥ ორსულთა ქვედა საცვლები – <<,,ამაზონის განყოფილება>>
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ თეთრეული ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ჯინსები ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ კოლგოტები ორსულთათვის  – ,,ამაზონის” განყოფილება >>

♥ კომპრესიული წინდები ორსულთათვის ,,ამაზონზე” >>>>>

პლაცენტის აშრევება

პლაცენტის აშრევება – ეს არის საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის თანდათან მოცილება. ორსულობისა და შემდგომ მშობიარობის ნორმალურად მიმდინარეობისას პლაცენტის მთლიანი აშრევება ბავშვის გაჩენის შემდეგ ხდება. თუ, რაიმე მიზეზით, პლაცენტის საშვილოსნოდან დაშორება მშობიარობამდე დაიწყო, შესაძლოა, ამან სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის სიცოცხლეს. ამ პროცესის ნაადრევი დაწყება იშვიათად – 80-დან ერთ შემთხვევაში გვხვდება. თუ მშობიარობის დროს პლაცენტა ნაწილ-ნაწილ შორდება საშვილოსნოს, ეს არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას არც დედისთვის და არც ჩვილისთვის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს.

გაცილებით საშიშია პლაცენტის ერთდროულად აშრევება, რადგან შესაძლოა, დედის ორგანიზმში სერიოზული სისხლდენა ან ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. დღემდე ვერ ადგენენ იმის კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ ეწყება ნაადრევი აშრევება იმ პლაცენტას, რომლის მდებარეობა სავსებით ნორმალურია. თუმცა, გამოყოფენ სავარაუდო ფაქტორებს, რომლებიც ამ პროცესის დაწყების მიზეზად შეიძლება იქცნენ. • დედის ტრავმა (მაგალითად, ავტოკატასტროფაში მიღებული ტრავმა) • მოკლე ჭიპლარი • საშვილოსნოს ზომის მკვეთრი შემცირება • ჰიპერტონია • ჰიპერავიტამინოზი • საშვილოსნოს განვითარებისას წარმოქმნილი ანომალიები, მაგალითად – ის, რომ პლაცენტა არასწორად არის მიმაგრებული საშვილოსნოზე. ბოლო დროინდელი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ პლაცენტის აშრევების მიზეზად შესაძლოა იქცეს ფოლის მჟავის დეფიციტიც. თუმცა, ამ თეორიას ყველა არ ეთანხმება. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მოწევისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში გაცილებით მეტია პლაცენტის ნაადრევი აშრევების ალბათობა.


პლაცენტის აშრევების ნიშნები და სიმპტომები

 პლაცენტის აშრევების სიმპტომები, სხვადასხვა შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაძლოა, ერთ შემთხვევაში მის სიმპტომად ჩაითვალოს ძლიერი სისხლდენა სასქესო ორგანოდან; ისიც შეიძლება, რომ აშრევების პროცესს მსგავსი სიმპტომი საერთოდ არ გააჩნდეს. მისი ერთ-ერთი ნიშანია – ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა, რაც შესაძლოა მის სიკვდილზეც მიანიშნებდეს. ხსენებულ პროცესზე ასევე მიანიშნებს ტკივილები წელის სარტყელში, საშვილოსნოსა და მუცლის არეში. კიდევ ერთი ნიშანი – საშვილოსნოს ფორმის ცვლილება, რასაც მისი კუნთების განუწყვეტელი შეკუმშვა იწვევს. პლაცენტის აშრევების ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, ამჟამად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა; თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ვერც ამ გამოკვლევამ მოგვცეს ზუსტი სურათი: ზოგჯერ პლაცენტა მიმაგრებულია საშვილოსნოს უკანა კედელზე; ეს გარემოება ართულებს მის დათვალიერებას და ზუსტი დიაგნოზის დასმას. პლაცენტის აშრევება იმდენად ძლიერ ტკივილებს იწვევს, რომ ფეხმძიმეს ზოგჯერ შოკშიც კი აგდებს. ბევრი სისხლის და თანაც სწარაფად დაკარგვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შოკი. პლაცენტის აშრევების სიმპტომების სტატისტიკა ასეთია:

• ვაგინალური სისხლდენა – 75%
საშვილოსნოში წარმოქმნილი ტკივილები – 60%
საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვა – 34%
ნაადრევი მშობიარობა – 20%
ნაყოფის სიკვდილი – 15%

შესაძლებელია თუ არა პლაცენტის აშრევების მკურნალობა? თუ აშრევების სიმპტომები უტყუარია, ექიმები ნებას რთავენ ფეხმძიმეს, რომ სწრაფად იმშობიაროს. ბავშვის დაბადებისას დაწყებული სისხლდენა ექიმებს აჰყავთ კონტროლზე და იყენებენ ყველა საშუალებას, რათა იხსნან დედისა და ჩვილის სიცოცხლე. თუ აშრევება ნაწილ-ნაწილ ხდება და ამ პროცესში რაიმე გადახრა არ შეინიშნება, თუ სისხლდენა ძლიერი არაა, მკურნალობა ძირითადად კონსერვატიული ხასიათისაა.  ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეიმჩნევა თუ არა ნაყოფის ჰიპოქსია და მის სიცოცხლეს ემუქრება თუ არა საფრთხე.

პლაცენტის აშრევება ძალზე სერიოზულ გართულებად ითვლება, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. თუ საკუთარ თავს შეატყვეთ რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი.

ორსულობის გვიან ეტაპზე, როდესაც ნაყოფი საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვითარდება, შენც გაცილებით სწრაფად იმატებ წონაში, ვიდრე ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ყოველ მომდევნო კვირას ნაყოფის წონა დაახლოებით 224 გრამით იზრდება! ორსულობის 33-ე კვირას, საშვილოსნო ბოქვენის ძვლიდან 33 სანტიმეტრით, ჭიპიდან კი 13 სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს. წონა, რომელიც ორსულობისას მოგემატა, 9,9-დან 12,6 კილოგრამამდე მერყეობს.

33-ე კვირა კიდევ ერთი რამით გამოირჩევა: ახლა უკვე შეგიძლია იმის გარჩევა, შენი პაწაწინა შიგნიდან რით გაწვება – მუხლით თუ იდაყვით. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ის ახლა გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში. ის გარემოება, რომ პატარა ადამიანი შენს მუცელში უკვე საგრძნობ ადგილს იკავებს, შენს მოძრაობებზეც აისახება: უფრო დინჯად და მძიმედ გადაადგილდები; შენი ოჯახის წევრებისთვის ერთ რამედ ღირს იმის ცქერა, რა გრაციოზულად ჯდები სკამზე ანდა იქიდან ადგომას ცდილობ.

ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირას აშკარად ჩანს, როგორ შეგიშუპდა და ზომაში გაგეზარდა თითები, მაჯები, მთლიანად – ხელები. ისევე, როგორც ქსოვილი შენი სხეულის ნებისმიერ ადგილას, მაჯის ქსოვილებიც სითხით გევსება, აწვება ნერვულ დაბოლოებებს და გარკვეულ ტკივილს იწვევს. ამიტომ ძილის წინ ეცადე, ხელები თავს უკან, ბალიშზე დააწყო. გარდა ამისა, დასასვენებლად, ხშირად დაჭიმე-ხოლმე თითები და ხელები, თუ თითებით ბევრი მუშაობა გიწევს (მაგალითად, კომპიუტერის კლავიშებზე, სალარო-აპარატზე და ა.შ.). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობის 33-ე კვირას ბევრ ფეხმძიმეს კვლავაც სურს, სექსით დაკავდეს. თუ ექიმი არ გიკრძალავს, ანუ რაიმე სერიოზული გართულება არ გახასიათებს – მწვანე შუქი ანთებული გაქვს; მთავარია, მეტი სიამოვნება მიიღო, რათა ორსულობის პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანო.

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
3. ტანსაცმელი ორსულთათვის თვეების მიხედვით
..