არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011
აქსონური ტრანსპორტი – გარკვეული ციტოპლაზმური ცილებისა და ორგანელების ცელულიფუგალური გადაადგილება აქსონის გასწვრივ. ბუშტუკები, ლიზოსომები და ის ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია აქსონების დაბოლოებებში ნეირომედიატორების სინთეზისთვის, მოძრაობენ ნელ ნაკადად (1–3 მმ დღე–ღამეში), სხვები კი (გლიკოპროტეიდი, ფოსფოლიპიდები, მიტოქონდრიები და ნეიროსეკრეტული გრანულები) სწრაფ ნაკადად (5–10 მმ საათში).
Viewed 1146 times by 577 viewers


