აპარატული კოსმეტოლოგია

აპარატული კოსმეტოლოგია – ესაა კოსმეტიკური პროცედურების სახე, რომელიც ტარდება სპეციალიზირებული აპარატურის გამოყენებით და ითვლება კოსმეტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე  პროგრესულ სფეროდ. სახის აპარატული წმენდა, სახის ოვალის კორექცია, კანის ლიფტინგი, ფოტოგაახალგაზრდავება და მრავალი სხვა პროცედურები სრულდება ელექტრული დენის, ლაზერული გამოსხივების, ელექტრომაგნიტური ველების, ულტრაბგერის, ვაკუუმის გამოყენებით. 

ულტრაბგერა  – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, უჯრედების მომარაგებას ჟანგბადით, ააქტიურებს ტოქსინების ლიმფურ დრენაჟს. ულტრაბგერა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ცელულიტის საწინააღმდეგოდ, კუნთებისა და კანის გადასაჭიმად; იყენებენ სახის გაწმენდისას, ლიფტინგისა და პილინგის დროს. 

ვაკუუმური მასაჟი  – გამოიყენება სახის გაწმენდისას; იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობასა სისხლმიმოქცევის სტიმულაციას. ვაკუუმური ლუმფოდრეანაჟის დროს კანიდან აქტიურად გამოიდევნება ტოქსინები და კანი უკეთ სუნთქავს. 

მიოსტიმულაცია – კურნავს და აღადგენს დაზიანებული ნერვების, კუნთებისა და შინაგანი ორგანების  ფუნქციონირებას იმპულსური დენებით. მიოსტიმულაციას იყენებენ ფიგურის კორექციისათვის, ცელულიტის მოსაცილებლად, ასევე კუნთოვანი მასის გასაზრდელად. 

ფოტოგაახალგაზრდავება  – აცილებს კანის ზედაპირული გაუხეშებულ ფენას. ეფექტურად ზემოქმედებს კოლაგენურ ბოჭკოებზე. ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურას იყენებენ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების, პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად, ასევე ფერიმჭამელების დროს. 

მიკროიონოფორეზი  – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კოლაგენური ბოჭკოების ტონუსს. იყენებენ ნაოჭების გასასწორებლად, კანის ფერის გასაუმჯობესელად, სახის კუნთების ტონუსის მოსამატებლად. 

წყარო – http://www.ideal-figura.ru/

……..