დეზინკრუსტაცია

სახის გაწმენდა. დეზინკრუსტაცია (გალვანოთერაპია)

გალვანოთერაპიას იყენებენ ძალიან წვრილი ფორების გასახსნელად და კოსმეტიკური წმენდისათვის მოსამზადებლად. გალვანოთერაპიის დროს ხდება მუდმივი ელექტრული დენისა და განსაკუთრებული ხსნარების ზემოქმედება ორგანიზმზე. კანი იწმინდება ცხიმის ჯირკვლების სეკრეტისა და შავი წერტილებისაგან. პროცედურის ჩატარება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სახის ვაკუუმურ გაწმენდასთან კომბინაციაში. მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია, კანის დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

პროცედურის ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, მის ტიპზე და განისაზღვრება კოსმეტოლოგის მიერ.

წყარო – http://www.ideal-figura.ru