სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

სახის გაწმენდა ულტრაბგერით

ულტრაბგერის მეთოდით სახის გაწმენდისას კანს სცილდება ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი, მკვდარი გარქოვანებული უჯრედები, კომედონები, იხსნება ფორები. მეთოდი უმტკივნეულო და დელიკატურია. პროცედურა არანაირ კვალს არ ტოვებს კანზე და მისი ჩატარება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს. თუკი თქვენ ერთხელ მაინც მოსინჯავთ ამ მეთოდს, დარწმუნდებით მის უპირატესობაში გაწმენდის სხვა მეთოდებთან შედარებით.

ულტრაბგერითი პილინგის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს ტრავმატიზაციის გარეშე, ახალი უჯრედების დაუზიანებლად. გარდა ამისა, პროცედურის მოქმედება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში; რამდენიმე სეანსის შემდეგ ფორები მნიშვნელოვნად ვიწროვდება და მცირდება კანის ცხიმიანობა.

გაწმენდას ატარებენ სპეციალური კოვზის  მეშვეობით, რომელიც ვიბრირებს ულტრაბგერით რეჟიმში. მიკროვიბრაციისას ხდება სახის კანის მასაჟი უჯრედულ დონეზე. ულტრაბგერა უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აქტივაციას, ატონიზირებს კუნთებს, აუმჯობესებს კანის კვებას.

წყარო – http://www.ideal-figura.ru

 

Views Counter v.0.10 Viewed 17740 times by 5289 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka