კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა (ინექციური კორექცია)

კონტურული პლასტიკა – ესაა კოსმეტიკური პროცედურების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მიმიკური ნაოჭების მოსაცილებლად და სახის კონტურების აღსადგენად. კონტურული პლასტიკის დროს კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები; შედეგად კანი ახალგაზრდავდება, ნაოჭები სწორდება; შესაძლებელია ასევე ტუჩის მოცულობისა და ფორმის კორექცია.  კონტურული პლასტიკის დროს იყენებენ ჰიალურონის მჟავას პრეპარატებს (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი და სხვა). პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთი ინექცია საკმარისია ეფექტის შესანარჩუნებლად ერთი წლის განმავლობაში.

კორექციას ექვემდებარება:

  • წარბებშუა და ცხვირ-ტუჩის ნაოჭები;
  • ტუჩის, კისრის, შუბლის, წარბებშუა და თვალის კუთხეების ნაოჭები;
  • ტუჩები ე. წ. ,,კურდღლის ტუჩის“ ოპერაციის შემდეგ.

უკუჩვენებები

  • კანის დაავადებები
  • ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ორსულობა.

წყარო – http://www.ideal-figura.ru

….