ბოტოქსი

ბოტულინის ტოქსინის პრეპარატები (ბოტოქსი, დისპორტი)

,,ა” ტიპის ბოტულინის ტოქსინი იწვევს კუნთების დროებით ბლოკირებას. ადამიანი კარგავს უნებლიე მოჭმუხვნის, მოჭუტვის  უნარს. ტოქსინის ზემოქმედებით მცირდება სახეზე ნაოჭები, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმიკური კუნთების აქტიური მოქმედების შედეგად. ტოქსინის შეყვანის პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა და გრძელდება რამდენიმე წუთი.

ბოტოქსი (Botox) ან დისპორტი (Dysport) შეჰყავთ წვრილი ნემსით საჭირო ზონაში. გაუტკივარებისათვის იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას. პრეპარატი მოქმედებას იწყებს საშუალოდ 7 – 14 დღის შემდეგ.

პრეპარატი გამოიყენება:

ა) შუბლზე, ცხვირის ფუძის მიდამოში;
ბ) თვალის კუთხეებში.

შედეგი ნარჩუნდება 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ატარებენ განმეორებით პროცედურას. წელიწადში რეკომენდებულია  3 პროცედურის ჩატარება. შედეგად ქრება შუბლის შეჭმუხვნისა და თვალების მოჭუტვის უნებლიე ჩვევა და პრობლემის გადაწყვეტა ხდება უკვე პრეპარატის ზემოქმედების გარეშეც.

წყარო – http://www.ideal-figura.ru/

….