ბენეტი ორალური სპრეი

ბენეტი ორალური სპრეი

ბენეტი ორალური სპრეის ზოგადი ინფორმაცია

ბენეტი ორალური სპრეი. Benet Oral Spray. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. Benzydamine HCL. მწარმოებელი ფირმა – Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S. (თურქეთი).

ბენეტი ორალური სპრეის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბენეტი ორალური სპრეი. Benet Oral Spray გამოდის 0,15% 30მლ ორალური სპრეის ფორმით მინის ფლაკონში გამფრქვევით. 0,15% 30მლ ორალური სპრეი მინის ფლაკონში გამფრქვევით. ბენეტის სპრეის 30მლ შეიცავს 0.045 გრამ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%) აქტიური ინგრედიენტის სახით, ასევე საქარინს დამატკბობელის სახით, მეთილპარაბენს კონსერვანტის სახით, პიტნის ესენციას არომატიზატორის სახით და ეთანოლს განმხსნელის სახით. ყოველი შესხურების მოცულობა არის 0.18 მლ (0.270 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი).

ბენეტის (ორალური სპრეი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბენეტი (ორალური სპრეი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბენეტის (ორალური სპრეი)  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბენეტის (ორალური სპრეი) ფასები ფარმადეპოში
ბენეტის (ორალური სპრეი)  ფასები ავერსში
ბენეტის (ორალური სპრეი)  ფასები psp-ში
ბენეტის (ორალური სპრეი)  ფასები სხვა აფთიაქებში

ბენეტი ორალური სპრეის აქტიური ნივთიერება

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. Benzydamine HCL.

ბენეტი ორალური სპრეის სინონიმები

ბენეტი გარგლი (Benet Gargle, Abdiibrahim, თურქეთი).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

 ლორობენი სპრეი (LOROBEN, Asfarma, თურქეთი; benzydamine HCL, chlorhexidine gluconate), ლორობენი ხსნარი (LOROBEN, Asfarma, თურქეთი; benzydamine HCL, chlorhexidine gluconate).

ბენეტი ორალური სპრეის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი ყელის
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • ტონზილიტი
  • ტონზილექტომიის შემდეგ
  • მუკოზიტი ორალური  (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება), ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ. ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული.
  • წყლულები აფთოზური
  • გლოსიტი
  • გინგივიტი
  •  სტომატიტი
  • სტომატიტი რეკურენტული აფთოზური
  • პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება, ბეხჩეტის დაავადებით გამოწვეული
  • პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება, პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით გამოწვეული
  • ორალური დაზიანებები მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს
  • ბრტყელი ლიქენი,ორალური, ეროზიული
  •  ტკივილი პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ( პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე)

ბენეტი ორალური სპრეის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, ბენეტის ორალური სპრეის აქტიური ინგრედიენტი, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალება (NSAID), რომელსაც აქვს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები. ბენზიდამინი არის ლიპოფილური, აქვს ლოკალური საანესთეზიო და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი. პრეპარატი ხელს არ უშლის არაინფლამატორული პროსტაგლანდინების სინთეზს, მუკოპოლისაქარიდების დამცველ ეფექტს, ორგანიზმის ნორმალურ რეაქციებს და შეხორცებას, არა აქვს ულცეროგენული ეფექტი. აქედან გამომდინარე ბენზიდამინი მოქმედებს ანალგეზურადაც მისი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბული ეფექტის გამო, რომლებიც მოქმედებენ ქირურგიული, ტრავმული, ინფექციური და სხვა მიზეზებით გამოწვეულ მწვავე (პირველადი) ანთების ლოკალურ მექანიზმებზე.

ფარმაკოკინეტიკა

ორალური აპლიკაციის შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინური ტრაქტიდან და პლაზმაში პიკური კონცენტრაცია 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა. ქსოვილებში განაწილებისას ბენზიდამინის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის მისი კონცენტრაციის უნარი ანთებად უბანებში.

ბენზიდამინის დაახლოვებით ნახევარი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, დანარჩენი ძირითადად მეტაბოლიზდება ოქსიდაციის საშუალებით.

ჩვენებები

• ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;

• ტონზილექტომიის შემდეგ;

• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ., ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება).

• აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

• რეკურენტული აფთოზური სტომატიტი.

• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით

• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;

• ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;

• ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;

• ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე.

• ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები

beneti sprei:

არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.ამოზრდილები და ხანდაზმულები: თითო შეხურება 1.5 – 3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.

ბავშვები (6-12 წელი): თითო შეხურება 1.5 – 3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში. ბავშვები 6 წლის ქვემოთ: ერთი შეხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე 1.5 – 3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღეღამეში.

თუ ექიმის დანიშნავს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის 5-ჯერ გამოყენება.

მკურნალობის ხანგრძლივობა 4-5 დღეა. თუ ამ პერიოდში არ დადგა სასურველი ეფექტი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

იშვიათი და ძირითადად მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ორალური მგრძნობელობის დაქვეითება და დაბუჟება. ეს ეფექტები ძირითადად ტრანზიტორულია. მათი პერსისტირების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

პრეპრატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტის ორალური სპრეის ჭარბი დოზირება ან ტოქსიურობა არ ვითარდება.

საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ბავშვები: რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება, პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერლი არ არის.

ჭარბი დოზირება

რადგან სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა მუკოზური აბსორბციისა და ბენეტის ორალური სპრეის ნაწილობრივი ჩაყლაპვის გამო, სისტემური ჭარბი დოზირების ან ტოქსიურობის საკითხი არ დგას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღწერლი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30oC-ზე.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი).

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..