ენზინანი

ენზინანი

ენზინანის ზოგადი ინფორმაცია

ენზინანი. Enzinan. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – Pancreatine + Papain + Aloe vera. მწარმოებელი ფირმა – GlaxoSmithKline group of companies (რუმინეთი).

ენზინანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენზინანი. Enzinan გამოდის შემოგარსული ტაბლეტის ფორმით.

ენზინანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენზინანის ფასები ფარმადეპოში
ენზინანის ფასები ავერსში
ენზინანის ფასები psp-ში
ენზინანის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენზინანი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენზინანის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენზინანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კვების არასწორი რეჟიმი
  • უმოძრაო ცხოვრების წესი (ადინამია)
  • გასტრიტი, მწვავე და ქრონიკული
  • გასტროდუოდენიტი
  • ენტერიტი
  • ენტეროკოლიტი
  • დისბაქტერიოზი
  • მეტეორიზმი
  • დიარეა, სხვადასხვა ეტიოლოგიის
  •  პანკრეატიტი ქრონიკული
  • გასტროექტომიის ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი
  •  პანკრეატექტომიის ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი

ენზინანის საფირმო აღწერიდან

ენზინანის ფარმაკოლოგიური თვისებები

ენზინანი ფერმენტული პრეპარატია, რომელიც პანკრეატინის (ამილაზა, ლიპაზა, პროტეაზა) ფერმენტებისა და Carica papaya და Aloe Vera ნაყოფებისაგან მიღებული ექსტრაქტის ნარევისაგან შედგება. ცხოველური (პანკრეატინის ფერმენტები) და მცენარეული (Carica papaya ექსტრაქტისაგან მიღებული ფერმენტები) ფერმენტების ნარევი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უზრუნველყოფს სინერგიულ მოქმედებას. Carica papaya ექსტრაქტი შეიცავს ფერმენტებს: პაპაინს (ახასიათებს პეპსინის მსგავსი მოქმედება), ცნობილია როგორც მცენარეული პეპსინი, (შლის პროტეინებს), რენინს (შლის რძის პროტეინებს) და პეპტიდაზას მაგვარ ფერმენტს (ასტიმულირებს საკვების გადამუშავებას).
Aloe Vera ექსტრაქტი ზემოაღნიშნულ ფერმენტებთან კომბინაციაში, ასრულებს კუჭში გამხსნელის ფუნქციას ყაბზობისას, რაც ხშირად ვლინდება ფერმენტების გადამეტებული გამოყენების გამო.

ენზინანის ჩვენებები

– არასწორი კვების რეჟიმი;
– უმოძრაო ცხოვრების წესი ( ადინამია);
– კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს (მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი);
– დისბაქტერიოზი;
– მეტეორიზმი;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა;
– ქრონიკული პანკრეატიტი;
– გასტრო – და პანკრეატექტომიის ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი.

ენზინანის მიღების წესები და დოზები

მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
– მოზრდილები: 3-5 ტაბლეტი დღეში.
– ბავშვები: 1-3 ტაბლეტი დღეში.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15 – 25 C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ენზინანის გაცემის წესი

რეცეპტით გასაცემი!

Share this...Share on Facebook
Facebook