ვაზოსერკი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი/
BETAHISTINE
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაზოსერკი
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი………… 8 მგ
ვაზოსერკი ფორტე
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი……….  16 მგ
ვაზოსერკი BID
ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი………..   24 მგ

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავბრუსხვევისა და მენიერის სინდომის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1 და H2 რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
პრეპარატის შესაბამისი დოზით გამოყენების დროს პაციენტის გამოჯანმრთელება ხდება რამდენიმე დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის უფრო გახანგრძლივება. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მყარი შედეგის მიღწევამდე. ოპტიმალური შედეგის მიღება მხოლოდ რამდენიმე თვის მკურნალობით არის შესაძლებელი.
ფარმაკოკინეტიკა:
ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.
ჩვენებები:
გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს,
ასევე
თავბრუსხვევისა და ყურები შუილის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3-ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.
თუ დღიური დოზა შეადგენს 48 მგ-ს, შესაძლებელია ვაზოსერკი BID- 2-ჯერ დღეში გამოყენება: ერთი ტაბლეტი დილით, მეორე – საღამოს. როდესაც დღიური დოზა არის 24 მგ, ინიშნება ერთი ტაბლეტი ვაზოსერკი BID.
ვაზოსერკის 8 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება დაბალი დოზებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ვაზოსერკი არ გამოიყენება ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო.
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომვტება, დიარეა, სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
*ფეოქრომოციტომა;
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
-პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რედიციდების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
-ვაზოსერკი არ გამოიყენება ორსულებში და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
ჭარბი დოზირება:
ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.
ვაზოსერკს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიეთქმედება:
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilak San. ve Tic. A. S., თურქეთი

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook