მეგადინი

მეგადინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.
1 ტაბ.
ვიტამინები:
ვიტამინი A………………………………      10.000სე
ვიტამინი B1……………………………..      20 მგ
ვიტამინი B2……………………………..      5 მგ
კალციუმის პანთოტენატი………………..          11.6 მგ
ვიტამინი B6……………………………..      10 მგ
ვიტამინი B12…………………………….      0.005 მგ
ვიტამინი C………………………………      150 მგ
ვიტამინი D3……………………………..      500 სე
ვიტამინი E………………………………      10 მგ
ბიოტინი………………………………..       0.25 მგ
ნიკოტინამიდი………………………….   50 მგ
მინერალები
რკინა……………………. 10 მგ
ფოსფორი………………..              25.8 მგ
კალციუმი………………..             50 მგ
მაგნიუმი…………………              36.2 მგ
მანგანუმი………………..              0.5 მგ
სპილენძი…………………             1 მგ
თუთია…………………..                0.5 მგ
მოლიბდენი………………           0.1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეგადინი ვიტამინებისა და მინერალების მაღალეფექტური კომპლექსია.
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციებისაგან დაცვაში და ადამიანის სიბნელეში ადაპტაციის პროცესებში.
ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისაგან და მაშასადამე, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესში, კოლაგენის სინთეზში, კბილებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში განაპირობებს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას.
B ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.
ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აუცილებელ კონცენტრაციას სისხლში, უნარჩუნებს ძვლებსა და კბილებს ნორმალურ მდგომარეობას;
ნიკოტინამიდი და ბიოტონი ასრულებენ მთავარ როლს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში.
ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის.
თუთიამოლიბდენიმანგანუმი და მაგნიუმი წარმოადგენენ უჯრედების სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტებს.

ჩვენებები:
მასშტაბური ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ;
მძიმე დამწვრობები;
ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები;
შეწოვის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან;
ყველა იმ მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:
თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კანისმხრივი ალერგიული რეაქციები და ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ, არაკონტროლირებად მიღებასთან.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა ვიტამინის B1 ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
* მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (განსაკუთრებით ვიტამინები -A და D) შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერვიტამინოზის განვითარებამდე.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ვიტამინი A მაღალი დოზებით გამოყენებამ (50000 სე 18 თვის განმავლობაში) არ გამოიწვია ტერატოგენული ეფექტი.
* ორსულებში კლინიკური კვლევების სიმცირის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 500 სე.
* პრეპარატის შემადგენლობაში რკინის შემცველობის გამო განავალი შეიძლება შეიღებოს შავად.
* არ არის რეკომენდებული ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.
* არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ გამოიყენება ლევოდოფასთან ერთად. ერთდროული გამოყენება ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ მოქმედებას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C  ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელიABDI IBRAHIM Ilac. San, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook