მელბეკი

  • თურმანიძის მალამოები

მელბეკი

მელბეკის ზოგადი ინფორმაცია

მელბეკი. Melbek. ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მელოქსიკამი. Meloxicam. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AC06. მწარმოებელი ფირმა – ნობელ ილაჩ სანაი (თურქეთი).

მელბეკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მელბეკი. Melbekგამოდის 7.5 მგ ტაბლეტის ფორმით.

მელბეკის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მელბეკის ფასები ფარმადეპოში
მელბეკის ფასები ავერსში
მელბეკის ფასები psp-ში
მელბეკის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მელბეკი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მელბეკის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მელბეკის აქტიური ნივთიერება

მელოქსიკამი. Meloxicam. ქიმიური დასახელება – 4-ჰიდროქსი-2-მეთილ-N-(5-მეთილ-2-თიაზოლილ)-2Н-1,2-ბენზოთიაზინ-3-კარბოქსამიდ 1,1-დიოქსიდი. ბრუტო–ფორმულა: C14H13N3O4S2. მელოქსიკამს მიაკუთვნებენ აასს – ოქსიკამების ჯგუფს. CAS-კოდი: 71125-38-7.

მელბეკის სინონიმები 

ზელოქსიმ ფორტე (ZELOXIM FORTE, Bilim, თურქეთი),  ზელოქსიმი ი/მ საინექციო ამპულა (ZELOXIM I.M injection ampule, Bilim, თურქეთი), კამელოტი (CAMELOT, GMP, საქართველო),   მელბეკი ფორტე (Melbek Fort, Asfarma, თურქეთი),  მელოფლამი(MELOFLAM, უნგრეთი, EGIS), მელსიკამი (MELSIKAM, Nobel, თურქეთი),  მელსიკამი (Melsikam, Nobel, თურქეთი), მელსიკამი ფორტე (MELSIKAM FORT, Nobel, თურქეთი).

მელბეკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი რევმატოიდული
  • ტკივილის სინდრომი ოსტეოართრიტების დროს
  • ტკივილის სინდრომი ართროზების დროს
  • ტკივილის სინდრომი სახსრების დეგენერაციული დაავადებების დროს

მელბეკის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
მელოქსიკამი არის ენოლინის მჟავის წარმოებული და მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს, გამოხატული ანტიანთებითი, ანალგეზური და სიცხის დამწევი ეფექტებით, რაც ძირითადად გამოვლენილია ცხოველებზე ექსპერიმენტის შედეგად. მელოქსიკამს აქვს უფრო კარგად გამოხატული ანტიანთებითი მოქმედება, ვიდრე სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ექსპერიმენტის დროს ხდებოდა შედარება მელოქსიკამის ულცეროგენული და ანთების საწინააღმდეგო დოზების სხვა არასტეროიდებთან. აღმოჩნდა, რომ ულცეროგენული დოზა მელოქსიკამს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სხვა არასტეროიდებს. პრეპარატი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ანთების არეში უფრო მაღალი ხარისხით , ვიდრე კუჭის ლორწოვანში და თირკმელებში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მელოქსიკამი არჩევითად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზა-2-ს ვიდრე ციკლოოქსიგენაზა-1-ს. ეს დამტკიცებული იქნა ექსპერიმენტით, რომლებიც ჩატარდა in vivo ზღვის გოჭების მაკროფაგებზე, ხარის აორტის ენდოთელიალურ უჯრედებზე და ადამიანის cos-უჯრედებზე. ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბირების გამო, გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოვლინდება ციკლოოქსიგენაზა-1-ის ინჰიბირებით, მცირდება. კლინიკურმა ცდებმა გვიჩვენა: მელოქსიკამის დოზის სხვა არასტეროიდების ექვივალენტურ დოზებთან შედარებისას ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიც არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები ვლინდება ნაკლები სიხშირით.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის 89% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება პრეპარატის აბსორბციაზე არ მოქმედებს. პრეპარატის 7,5 და 15 მგ მიღების შემდეგ სისხლში განისაზღვრება პროპორციული კონცენტრაცია. მელოქსიკამის მუდმივი კონცენტრაცია სისხლში დგინდება 3-5 დღის განმავლობაში. პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას, 1 წელზე მეტის ხნის განმავლობაში, არ მივყავართ სისხლში კონცენტრაციის მომატებამდე მიღწეულ დონესთან შედარებით. მელოქსიკამის 99% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ერთჯერადად დღიური დოზის მიღებისას კონცენტრაციის მერყეობა ნაკლებად არის გამოხატული და იმყოფება 0,4-1,2 მგ/მლ – ის ფარგლებში 7,5 მგ-ის დროს და 0,8-2,0 მგ/მლ – ის ფარგლებში 15 მგ-ის დროს. მელოქსიკამი აღწევს სინოვიალურ სითხეში და მისი კონცენტრაცია აქ შეადგენს 50% სისხლში მის კონცენტრაციასთან შედარებით. პრეპარატის დიდი რაოდენობა მეტაბოლიზდება, მხოლოდ 5% დღეღამური დოზისა გამოიყოფა შეუცვლელი სახით. მელოქსიკამი მცირე რაოდენობით აღმოჩნდება შარდში. T1/2 შეადგენს 20საათს. ღვიძლის უკმარისობა, ზომიერი ან მნიშვნელოვანი თირკმლის უკმარისობა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს. პრეპარატის პლაზმური კლირენსი საშუალოდ შეადგენს 8 მლ/წთ. ეს ჩვენებები იცვლება 30-40% საზღვრებში სხვადასხვა ავადმყოფებში.
ჩვენებები
– რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა.
– ტკივილის სინდრომი ოსტეოართრიტების, ართროზების, სახსრების დეგენერაციული დაავადებების დროს.
მიღების წესები და დოზები
რევმატოიდული ართრიტი:
სადღეღამისო დოზა 15 მგ. დადებითი ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე
ოსტეოართრიტი:
სადღეღამისო დოზა 7,5 მგ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გავზარდოთ 15 მგ-მდე. მომატებული გვერდითი მოვლენების რისკის მქონე პაციენტებში მკურნალობას იწყებენ 7,5 მგ-იდან.
მაქსიმალური დღიური დოზაა მელბეკი 15 მგ. პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში. აბები მიიღება ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ: დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, მეტეორიზმი (1% ნაკლები), ტრანსამინაზების აქტივობის, ბილირუბინის დონის და ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილება. ეზოფაგიტი, წყლულოვანი დაზიანებები, ფარული ან ხილული სისხლდენები (0,1%-1%), კოლიტი (იშვიათად 0,1%).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია (იშვიათია 0,1%), ლეიკოციტალური ფორმულის ცვლილება, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. შეიძლება გამოვლინდეს მიელოდეპრესიული მოქმედება მიელოტოქსიურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, კერძოდ მეტოტრექსატთან (0,1%-1%), ფოტოსენსიბილიზაცია (იშვიათად 0,1%).
სასუნთქი სისტემის მხრივ: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების სააწინააღმდეგო საშუალებებს, შეიძლება განუვითარდეთ ბრონქული ხის გამავლობის დარღვევა (იშვიათად 0,1%).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (იშვიათად 0,1%), თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, თვალის დაბნელება (0,1%-1%).
სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: შეშუპებები (იშვიათად 1%), არტერიული წნევის მომატება, ‘‘წამოხურებები’’ (0,1%-1%).
შარდსასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების შეცვლა (კრეატინინის ან შარდოვანას დონის მომატება სისხლის პლაზმაში 0,1%-1%).
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა (ალერგიულობა) მელოქსიკამის მიმართ. მელბეკი არ ინიშნება ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით, ცხვირის ლორწოვანის პოლიპოზით, ანგიონევროზული შეშუპებით ან ურტიკარიით, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდების მიღებით.
– წყლულოვანი დაავადება (აქტიური ფაზა).
– მძიმე ღვიძლისმიერი უკმარისობა.
– მძიმე თირკმლისმიერი უკმარისობა.
– ბავშვები, 15 წლამდე.
– ფეხმძიმეები და მეძუძური დედები.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრქტის ზედა განყოფილების დაავადებებისას და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას. ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი პერფუზიის დაქვეითება და მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად გამოხატული თირკმლისმიერი უკმარისობა, რომელიც უკუშექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ამ გართულების განვითარების რისკის ჯგუფში შედიან ავადმყოფები დეჰიდრატაციის ნიშნებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლის დაავადებებით, დიურეტიკების მიმღები და ავადმყოფები ჰიპოვოლემიით, დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. ამ ავადმყოფებში მკურნალობის დასაწყისში საფუძვლიანად უნდა დააკვირდნენ დღეღამურ დიურეზს და თირკმელების ფუნქციას. ზოგ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლისმიერი მედულარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომის განვითარება. ავადმყოფებში თირკმლისმიერი უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ. თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან უმნიშვნელო დაქვეითებისას (კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ მეტი) დოზის კორექტირება არ არის საჭირო. როგორც სხვა არასტეროიდების მიღებისას, შეინიშნება ტრანსამინაზების აქტივობის და ღვიძლის სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მომატება. ეს ცვლილებები უმნიშვნელოა და ატარებს შექცევად ხასიათს. თუ აღინიშნება ამ მაჩვენებლების მყარი და არსებითი მომატება, აუცილებელია პრეპარატი მოიხსნას და ჩატარდეს შესაბამისი საკონტროლო ტესტები. ღვიძლის ციროზის დროს, თუ არის სტაბილური კლინიკური მდგომარეობა პრეპარატის დოზის შემცირება არ არის საჭირო. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი მოხუცებში, სავარაუდოდ, თირკმლის, ღვიძლის, გულის ფუნქციების გაუარესების გამო. არ ჩატარებულა განსაკუთრებული კლინიკური ცდები იმისათვის, რომ დაედგინათ პრეპარატის ზემოქმედება ყურადღებისა და რეაქციის სიჩქარეზე. თუმცა, ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა და თვალებში დაბნელება, რეკომენდირებულია თავის შეკავება მანქანის ტარების და სხვა სახის მოქმედებისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების გამახვილების გაზრდას. პრეპარატი ენიშნება მხოლოდ მოზრდილებს. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურმა ტესტებმა, რომლებიც ჩატარდა ფეხმძიმეებზე და მეძუძურ დედებზე, ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინა, პრეპარატი ამ პერიოდში არ ინიშნება.
ჭარბი დოზირება
სპეციფიური ანტიდოტი არ აქვს, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში:
– სალიცილატებთან ან ან სხვა არასტეროიდულ ანთების სააწინააღმდეგო პრეპარატებთან: იზრდება რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენების.
– ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან, თრომბოლიტიკებთან: იზრდება სისხლდენების რისკი. თუ აუცილებელია მათი ერთად დანიშვნა, ეს უნდა გაკეთდეს ექიმის დაკვირვებით.
– ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან: იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
– მეტოტრექსატთან: შეიძლება შეიცვალოს სისხლის ფორმულა, ამიტომ საჭიროა სისხლის ფორმულის კონტროლი.
– დიურეტიკებთან: იზრდება რისკი მწვავე თირკმლის უკმარისობის განვითარებისა დეჰიდრატაციის ნიშნებით. თუ აუცილებელია მათი ერთად დანიშვნა, საჭიროა დეჰიდრატაციის კორექცია და თირკმლის ფუნქციებზე დაკვირვება მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდგომ.
– ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან: (ß-ბლოკატორები, აგფ-ინჰიბიტორები, ვაზოდილატატორები, დიურეტიკები): ასუსტებს მათ ეფექტს.
– ციკლოსპორინთან: ნეფროტოქსიურობის გაძლიერება.
– ანტაციდებთან (ციმეტიდინი), დიგოქსინთან ან ფუროსემიდთან, ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ აღინიშნებოდა.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილას (არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Share this...Share on Facebook
Facebook