პროჰეპსი

პროჰეპსი

პროჰეპსის ზოგადი ინფორმაცია

პროჰეპსი. Proheps. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – Vit.C,E,D3,B1,B2,B6,B12,Mn,Zn. მწარმოებელი ფირმა – GlaxoSmithKline group of companies (რუმინეთი).

პროჰეპსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პროჰეპსი. Proheps  გამოდის შემოგარსული ტაბლეტის ფორმით.

პროჰეპსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პროჰეპსის ფასები ფარმადეპოში
პროჰეპსის ფასები ავერსში
პროჰეპსის ფასები psp-ში
პროჰეპსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პროჰეპსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პროჰეპსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პროჰეპსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • ღვიძლის დაზიანება ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატებით და ქიმიური ნივთიერებებით

პროჰეპსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატში წარმოდგენილი ვიტამინები და მიკროელემენტები ხელს უწყობს ორგანიზმში ყველა მეტაბოლიტური პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინები ახდენენ იმუნიტეტის სტიმულაციას და ხელს უშლიან ჰეპატოცელულარული სტრუქტურის შეცვლას.
მაგნიუმი და თუთია ორგანიზმის ყველა უჯრედის მნიშვნელოვანი ელემენტებია; ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცილის სინთეზში, ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და აძლიერებენ იმუნიტეტს.
პაპაის ფერმენტი, რომელიც მიიღება ჩარიცა ნაყოფის ფხვნილისაგან, აუმჯობესებს კუჭში საკვებგადამამუშავებელ პროცესს.
ფოსფატიდილქოლინი (ლეციტინი) იცავს ღვიძლს ალკოჰოლის, სამკურნალო საშუალებების, ვირუსებისა და მომწამვლელი ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან; ფოსფატიდილქოლინის შემცველი საკვები დანამატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაში.
ქოლინის ბიტარტრატი მონაწილეობს ქოლესტერინის ტრანსპორტირებასა და მეტაბოლიზმში, ღვიძლში მისი დაგროვების აცილების გზით.
პროჰეფსი შეიცავს ჰეპატოპროტექტორული, ჰეპატოტროპული და ლიპოტროპული მოქმედებების მქონე ნივთიერებების კომპლექსს და გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, სიმსუქნის და ალკოჰოლიზმის დროს, ორსულებში ტოქსიკოზის დროს.
პროჰეპსი–პრეპარატია, რომელიც წარმოადგენს 9 ვიტამინის, 2 მიკროელემენტის, 2 ნატურალური დანამატის და მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, და რეკომენდებულია ორგანიზმის ნორმალური და დეფიციტური მდგომარეობების დროს.
ჩვენებები
პროჰეპსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
– ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატებით და ქიმიური ნივთიერებებით ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან მის შემდეგ.
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი დღეში.
გვერდითი მოვლენები
რეგისტრირებული არ არის.
უკუჩვენება
– ღვიძლის მძიმე დაავადებები
– პორტალური ენცეფალოპათია
– ღვიძლის პრეკომა და კომა
– თირკმლის მწვავე უკმარისობა
– ჰიპერამონემია
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლევოდოპით მკურნალობის დროს (ვინაიდან პირიდოქსინს ანტაგონისტური მოქმედება აქვს).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ნებისმიერ საჩივარს უნდა ახლდეს პარტიის ნომერი, რომელიც დაბეჭდილია კოლოფზე ან ეტიკეტზე!
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით