ტექსამენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტენოქსიკამი/TENOXICAM

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება- ოქსიკამები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ტენოქსიკამი………..   20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტენოქსიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. იგი ავლენს ძლიერ ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ნაკლებად გამოხატულ სიცხის დამაქვეითებელ მოქმედებას, ასევე აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს იზოფერმენტების ციკლოოქსიგენაზა – 1-ის და ციკლოოქსიგენაზა – 2-ის აქტივობის დათრგუნვა, რის შედეგადაც ანთების კერაში და ორგანიზმის ასევე სხვა ქსოვილებში მცირდება პროსტაგლანდინების სინთეზი. გარდა ამისა ტენოქსიკამი ანთების კერაში აქვეითებს ლეიკოციტების დაგროვებას. ტენოქსიკამის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედება და ხანგრძლივი ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 72სთ. პრეპარატის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში. გამოყენებული დოზის 2/3 გამოიყოფა შარდით, 1/3 – ფეკალიებით.

ჩვენებები:
რევმატოიდული ართრიტი
არასპეციფიური ინფექციური პოლიართრიტი
ოსტეოართროზი
პოდაგრული ართრიტი
ართროზი
მაანკილოზებელი სპონდილიტი
იშალგია
ლუმბაგო

მიღების წესი და დოზირება:
ტექსამენის ტაბლეტები:
ხანმოკლე მკურნალობისთვის – 20მგ დღეში;
ხანგრძლივი მკურნალობისთვის – 10მგ დღეში.
მწვავე ართრიტი: პირველი 2 დღე – 40მგ დღეში, მომდევნო 5 დღე – 20მგ დღეში.
დანიშნული დოზა გამოყენებულ უნდა იქნას ერთ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: 11.4% – ტკივილი კუჭში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ნერვული სისტემის მხრივ: 2.6% – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: 2.5% – ლაიელის სინდრომი, სტივენს ჯონსონის სინდრომი, ქავილი, ერითემა, გამონაყარი.
შესაძლოა სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება. ანემია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, აზოტის, შარდოვანას და კრეატინინის შექცევითი მატება სისხლის პლაზმაში.

უკუჩვენება:
* პრეპარატი არ ინიშნება ტენოქსიკამის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება – გამწვავების ფაზაში, წყლულოვანი ანამნეზი, ასევე პრეპარატის დანიშვნის პირდაპირ უკუჩვენებას წარმოადგენს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის საკმარისი მონაცემები ტენოქსიკამის გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები:
ტენოქსიკამის გამოყენებისას საჭიროა გულდასმითი ყურადღების დევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. ულცეროგენეზის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე აუცილებელია ტენოქსიკამის დაუყოვნებლივ მოხსნა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პირებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რადგან შესაძლებელია დაქვეითდეს თირკმლის სისხლის მიმოქცევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა;
ტენოქსიკამი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება დიურეზული საშუალებებით მკურნალობის ფონზე. ტენოქსიკამს შეუძლია ნატრიუმის, კალიუმის, ლითიუმის იონების, ასევე წყლის შეკავება. ამასთან დაკავშირებით არტერიული ჰიპერტონიის ან გულის უკმარისობის მქონე პირებში ტენოქსიკამმა შეიძლება დაამძიმოს ძირითადი დაავადებების მიმდინარეობა. ტენოქსიკამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ოპერაციული ჩარევისას.
არ არის საკმარისი მონაცემები ტენოქსიკამის გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომური მკურნალობის წარმოება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტენოქსიკამის მიღება არასასურველია სალიცილატებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: MUSTAFA NEVZAT ILACH SANAYI

გაფრთხილება