ფეროტონი

ფეროტონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი…………………. 350.0 მგ
ვიტამინი  B      ……………………. 127.5 მკგ
ფოლის მჟავა…………………………    2.0 მგ
ასკორბინის მჟავა…………………… 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური……. 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური…….. 2.5 მგ Cu

ფარმაკოლოგიური თვისებები:
– ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
– ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
– ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
– ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
– რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მის სხვა მარილებთან შედარებით.

ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
– ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
– კვების უკმარისობისას;
– ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
– სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– გამოჯანმრთელების პერიოდში.

უკუჩვენებები:
* უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

დოზირება: პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies, ეგვიპტე

გაფრთხილება