ფუნგოდერმი

ფუნგოდერმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tioconazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო, სამკურნალო საშუალება, იმიდაზოლის წარმოებული.

ათქ კოდი: D01AC07

შემადგენლობა
1% კრემის 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: თიოკონაზოლი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაემულგირებელი ცვილი, ეთილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, მინერალური ზეთი, გლიცეროლის მონოსტეარატი, სორბიტოლი, ბენზილის სპირტი, კარბომერი 940, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
თიოკონაზოლი – სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, იმიდაზოლის სინთეზური წარმოებული. In vitro ეფექტურია დერმატოფიტების (Trichophyton, Epidermophyton, Microsporum), საფუარა სოკოს (Candida), Pityrosporum orbiculare (Malassezia furtur), Corynebacterium minutissimum მინუტისსიმუმ მიმართ. თიოკონაზოლი in vitro გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ ბაქტერიციდულ მოქმედებას ავლენს. კანის ინფიცირებულ ზედაპირზე დატანისას ზედაპირზე განლაგებულ სოკოებზე სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს, სუსტად რეზორბირდება კანიდან; დაზიანებულ კანზე დატანილი აქტიური ნივთიერების მეტი ნაწილი რქოვანა შრეში რჩება. აღწევს თმის ფოლიკულებში.

ჩვენება
ფუნგოდერმის კრემი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული კანის დაზიანების მკურნალობისას. ნაჩვენებია tinea cruris, tinea pedis, tinea corporis, tinea unguium, tinea versicolor და კანის კანდიდოზების მკურნალობისას. პრეპარატს  ასევე ნიშნავენ გრამ-დადებითი ბაქტერიების მგრძნობელობით გამოწვეული კანის გართულებული მიკოზების მკურნალობისას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულის, ასევე პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ფუნგოდერმის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის თვალში მოხვედრა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა (C კატეგორია)
ორსულ ქალებში ფუნგოდერმის გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში პრეპარატი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება.
ლაქტაცია
დედის რძეში პრეპარატის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება
კრემი დაიტანება კანის ინფიცირებულ მონაკვეთზე დღე-ღამეში 1-2-ჯერ (დილით და საღამოს). კანის ნაზ უბანზე მაცერაციის აცილების მიზნით კრემის დატანა მცირე რაოდენობით და მსუბუქი წრიული მასაჟური მოძრაობით ხდება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე. ქატოსებრი სირსველის (Pityriasis versicolor) მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს, ხოლო ტერფის რეზისტენტული ეპიდერმოფიტიისას (tinea pedis) იგი შეიძლება გაიზარდოს 2 თვემდე. დერმატოფიტიის სხვა ფორმებისა და კანდიდოზის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას.

გვერდითი მოქმედება
ფუნგოდერმის კრემი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ზოგიერთ ავადმყოფზე შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები. ზოგადად მკურნალობის პირველ კვირას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა და გარდამავალ ხასიათს ატარებენ. დღესდღეობით რაიმე სისტემური რეაქციები არ შეიმჩნევა. მხოლოდ ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:
ფუნგოდერმის კრემი გამოიყენება გარედან. შიგნით დიდი რაოდენობით მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან შეიძლება გამოვლინდეს ისეთი რეაქციები, როგორებიცაა: გულისრევა და პირღებინება. Aამ შემთხვევაში აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და შესაბამისი ზომების მიღება.

შენახვის პირობები:
ინახება 30 ºC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 1% კრემი 20გ ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Eczacibasi-Zentiva, თურქეთი

გაფრთხილება