ენფოქსიმი

ენფოქსიმი

ენფოქსიმის ზოგადი ინფორმაცია

ენფოქსიმი. Enfoxime. ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) – მესამე თაობის ცეფალოსპორინების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცეფოტაქსიმი. Cefotaxime. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J01DD01. მწარმოებელი ფირმა – მუსტაფა ნევზათი ილაჩ სანაი ა.შ. (თურქეთი).

ენფოქსიმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენფოქსიმი. Enfoxime გამოდის 1 გ. ფლაკონის და ამპულის ფორმით. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 გ. ცეფოტაქსიმის ექვივალენტურ ცეფოტაქსიმ ნატრიუმს . გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 4 მლ დისტილირებულ წყალს.პრეპარატი სტერილურია და აპიროგენული.

ენფოქსიმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენფოქსიმის ფასები ფარმადეპოში
ენფოქსიმის ფასები ავერსში
ენფოქსიმის ფასები psp-ში
ენფოქსიმის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენფოქსიმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენფოქსიმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენფოქსიმის აქტიური ნივთიერება

ცეფოტაქსიმი. Cefotaxime. ქიმიური დასახელება – [6R-[6ალფა,7ბეტა(Z)]]-3-[(აცეტილოქსი)მეთილ]-7-[[(2-ამინო-4-თიაზოლილ) (მეთოქსიიმინო)აცეტილ]ამინო]-8-ოქსო-5-ტია-1-აზაბიციკლო[4.2.0]ოქტ-2-ენ-2- კარბონის მჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C16H17N5O7S2. ცეფოტაქსიმს მიაკუთვნებენ ცეფალოსპორინების ჯგუფს. CAS-კოდი:63527-52-6.

ენფოქსიმის სინონიმები 

კლაფორანი (CLAFORAN, Sanofi Aventis, საფრანგეთი), ცეფოტაქსიმ სანდოზი (CEFOTAXIM SANDOZ, ავსტრია).

ენფოქსიმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პნევმონიები, გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სხვა სტრეპტოკოკებით (Streptococcus faecalis და Staphylococcus aureus ( მ.შ. პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები)
  • ინფექციები, გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella შტამებით, Haemophilus influenza (მ.შ. ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამები), Haemophilus para-influenzae, Proteus mirabilis, Serratia marcescens, Enterobacter შტამებით, ინდოლდადებითი Proteus და Pseudomonas შტამებით
  • უროგენიტალური სისტემის ინფექციები, გამოწვეული  Enterococcus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus (მ.შ. პენიცილინაზასწარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები) შტამებით, Citrobacter – ის შტამებით, Enterobacter – ის შტამებით, Escherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Proteus vulgaris,B ჯგუფის Proteus inconstans , Morgannella morgani, Providencia rettgeti, Serratia marcescens, Pseudomonas შტამები
  • გონორეა გაურთულებელი, გამოწვეული Neisseria gonorrhoea (პენიცილინაზასწარმომქმნელი შტამების ჩათვლით)
  • მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები,გამოწვეული Staphylococcus epidermidis, Streptococcus შტამებით, Enterococcus შტამებით, Enterobacter შტამებით, Klebsiella შტამებით, Escherichia coli, Proteus mirabilis, Bacteroides fragilis – ის ჩათვლით, Bacteroides , Clostridium შტამებით, ანაერობული კოკებით ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Fusobacterium nucleatum
  •  ენდომეტრიტი, გამოწვეული Staphylococcus epidermidis, Streptococcus შტამებით, Enterococcus შტამებით, Enterobacter შტამებით, Klebsiella შტამებით, Escherichia coli, Proteus mirabilis, Bacteroides fragilis – ის ჩათვლით, Bacteroides , Clostridium შტამებით, ანაერობული კოკებით ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Fusobacterium nucleatum
  •  ცელულიტი, გამოწვეული Staphylococcus epidermidis, Streptococcus შტამებით, Enterococcus შტამებით, Enterobacter შტამებით, Klebsiella შტამებით, Escherichia coli, Proteus mirabilis, Bacteroides fragilis – ის ჩათვლით, Bacteroides , Clostridium შტამებით, ანაერობული კოკებით ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Fusobacterium nucleatum
  • პერიტონიტი, გამოწვეული Streptococcus, Klebsiella, Escherichia coli, Bacteroides შტამებით , Proteus mirabilis, ანაერობული კოკები ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Clostridium შტამებით
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული Staphylococcus aureus (პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes ( A ჯგუფის სტრეპტოკოკები), Streptococcus სხვა შტამებით, Enterococcus, Acinetobacter, Escherichia coli, Citrobacter შტამებით (C. freundii CaTvliT), Enterobacter, Klebsiella, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morgannella morgani, Providencia rettgeri, Pseudomonas, Serratia marcescens, Bacteroides, Peptococcus და Peptostreptococcus ანაერობული კოკების ჩათვლით
  •  მუცლის ღრუს ინფექციები, გამოწვეული Streptococcus, Klebsiella, Escherichia coli, Bacteroides შტამებით , Proteus mirabilis, ანაერობული კოკები ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Clostridium შტამებით
  • ძვლების და მყესების ინფექციები, გამოწვეული Staphylococcus aureus (პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus( S. pyogenes ჩათვლით), Pseudomonas( P. aeruginoza ჩათვლით) და Proteus mirabilis
  • მენინგიტი, გამოწვეული Neisseria meningitides, Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiella pneumonia და Escherichia coli.
  • ბაქტერიემია და სეპტიცემია, გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella, Serratia marcescens, Staphylococcus aureus და Streptococcus pneumoniae, Streptococcus სხვა შტამების ჩათვლით
  •  ვენტრიკულიტი, გამოწვეული Neisseria meningitides, Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiella pneumonia და Escherichia coli. ბაქტერიემია და სეპტიცემია გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella, Serratia marcescens, Staphylococcus aureus და Streptococcus pneumoniae, Streptococcus სხვა შტამების ჩათვლით

ენფოქსიმის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეფოტაქსიმი არის პარენტერალურად მისაღები, III თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინი. მოქმედებს ბაქტერიციდულად. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებასთან. ცეფოტაქსიმს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებთან მიმართებაში. ცეფიტაქსიმი ასევე იჩენს მაღალ მდგრადობას უმეტესი ბეტა-ლაქტამაზების მიმართ. ცეფოტაქსიმი გამოირჩევა მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი (სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი)ბაქტერიების მიმართ: Aeromonas spp. ( Aeromonas hydrophilia), Bordetella pertussis, Citrobacter spp., Enterobacter spp. ( ზოგიერთი შტამი რეზისტენტულია), EEscherichia coli, Haemophilus influenzae da Haemophilus parainfluenzae (პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები, მათ შორის მდგრადი ამპიცილინის მიმართ), Klebsiella spp.( Klebsiella pneumonia –ს ჩათვლით), Moraxella spp. ( m.S. Moraxella catarrhalis), Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae da meningitides, Neisseria – ს სხვა სახეობები ( პენიცილინაზას წარმომქმნელები და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები.), Proteus spp. (ინდოლპოზიტიური და ინდოლნეგატიური შტამები ,P.vulgaris da P.mirabilis –is CaTvliT.), Providencia spp., Salmonella spp.( m.S Salmonella typhi), Serratia spp., Shigella spp., Yersinia spp.(m.S. Yersinia enterocolitica). შეიძლება მგრძნობიარე იყოს Pseudomonas aeruginosa – ს ცალკეული შტამი.
გრამდადებითი აერობები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus – ის ჩათვლით, მეტიცილინრეზისტენტულების გარდა). Streptococcus spp.( Streptococcus pneumonia – ს ჩათვლით, გარდა D ჯგუფის სტრეპტოკოკებისა), Corynebacterium spp., m.S. Corynebacterium diphtheriae. მითითებული გამომწვევები, რომლებიც გამოირჩევიან მრავლობითი მდგრადობით პენიცილინებისა და I და II თაობის ცეფალოსპორინების ( ცეფაზოლინი, ცეფუროქსიმი), ამინოგლიკოზიდების მიმართ, ხშირად მგრძნობიარენი არიან ცეფოტაქსიმის მიმართ.
ანაერობები: Bacteroides spp.( m.S. Bacteroides fragilis ზოგიერთი შტამი, რომლებიც არ გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზს), Clostridium perfingens, Eubacterium spp., Fusobacterium spp.( garda F. mortiferium da F. varium), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterium spp., Veilonella spp..
გარდა ამისა: Erysipelothrix insidiosa, Bacillus subtilis და mycoides, Sairnonella,Citrobacter. ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობიარეა Pseudomonas aeruginosa – ას ზოგიერთი შტამი.
ცეფოტაქსიმი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს( ლიქვორში მისი შეღწევის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება მენინგიტის დროს). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 25-40%.
ცეფოტაქსიმი ნაწილობრივ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, მისი ერთერთი მეტაბოლიტი-დეზაცეტილცეფოტაქციმი იჩენს საკუთარ ბაქტერიციდულ აქტივობას.
ცეფოტაქსიმი გამოიყოფა თირკმელებით; 20-36% შეუცვლელი სახით, 15-25% დეზაცეტილცეფოტაქციმის სახით, 20-25% ორი არააქტიური მეტაბოლიტის სახით. ნაკლები ხარისხით ცეფოტაქსიმი გამოიყოფა სანაღვლე გზებით.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი ინტრავენური შეყვანის დროს შეადგენს 1 სთ. , კუნთში გამოყენების დროს 11.5 სთ. ახალშობილ ბავშვებში ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.75-1.5 სთ., ხოლო დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში 1.4-6.4 სთ. ხანშიშესულ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება ( დაახლოებით 2-ჯერ) და შეადგენს 2.5 სთ.
ჩვენებები
საინექციო ფორმის ენფოქსიმი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობიარე ინფექციების დროს.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები:
პნევმონიები გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes ( A ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სხვა სტრეპტოკოკებით (Streptococcus faecalis და Staphylococcus aureus ( მ.შ. პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები.) ინფექციები გამოწვეული EEEscherichia coli, Klebsiella შტამებით, Haemophilus influenza ( მ.შ. ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამები), Haemophilus para-influenzae, Proteus mirabilis, Serratia marcescens, Enterobacter შტამებით, ინდოლდადებითი Proteus და Pseudomonas შტამებით.
უროგენიტალური სისტემის ინფექციები გამოწვეული, Enterococcus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus ( მ.შ. პენიცილინაზასწარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამები.) შტამებით, Citrobacter – ის შტამებით, Enterobacter – ის შტამებით, Escherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Proteus vulgaris,B ჯგუფის Proteus inconstans , Morgannella morgani, Providencia rettgeti, Serratia marcescens, Pseudomonas შტამები, გაურთულებელი გონორეა გამოწვეული Neisseria gonorrhoea ( პენიცილინაზასწარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
გინეკოლოგიური ინფექციები:
მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები, ენდომეტრიტი, ცელულიტი გამოწვეული Staphylococcus epidermidis, Streptococcus შტამებით, Enterococcus შტამებით, Enterobacter შტამებით, Klebsiella შტამებით, Escherichia coli, Proteus mirabilis, Bacteroides fragilis – ის ჩათვლით, Bacteroides , Clostridium შტამებით, ანაერობული კოკებით ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Fusobacterium nucleatum.
მუცლის ღრუს ინფექციები:
პერიტონიტის, მუცლის ღრუს ინფექციები გამოწვეული: Streptococcus, Klebsiella, Escherichia coli, Bacteroides შტამებით , Proteus mirabilis, ანაერობული კოკები ( Peptococcus Peptostreptococcus – ის ჩათვლით) და Clostridium შტამებით. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, gamowveuli: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes ( A ჯგუფის სტრეპტოკოკები), Streptococcus სხვა შტამებით, Enterococcus, Acinetobacter, Escherichia coli, Citrobacter შტამებით (C. freundii CaTvliT), EEEnterobacter, Klebsiella, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morgannella morgani, Providencia rettgeri, Pseudomonas, Serratia marcescens, Bacteroides, Peptococcus და Peptostreptococcus ანაერობული კოკების ჩათვლით.
ძვლების და მყესების ინფექციები გამოწვეული Staphylococcus aureus (პენიცილინაზას წარმომქმნელი და პენიცილინაზას არწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus( S. pyogenes ჩათვლით), Pseudomonas( P. aeruginoza ჩათვლით) და Proteus mirabilis.
ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები:
მენინგიტი და ვენტრიკულიტი, გამოწვეული Neisseria meningitides, Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiella pneumonia და Escherichia coli. ბაქტერიემია და სეპტიცემია გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella, Serratia marcescens, Staphylococcus aureus და Streptococcus pneumoniae, Streptococcus სხვა შტამების ჩათვლით.
In vitro გამოკვლევებში ენტეროკოკების ერთერთი შტამი ( მაგ. S.faecalis) და Pseudomonas რამოდენიმე შტამი მდგრადია ცეფოტაქსიმის მიმართ, სხვა შტამები (მგრძნობიარე ნაირსახეობები) კი პირიქით კარგად ექვემდებარებიან ცეფოტაქსიმით მკურნალობას. დაავადების გამომწვევი ბაქტერიული კულტურები და ანტიბიოტიკოგრამა მიღებულ უნდა იქნას მკურნალობის დაწყებამდე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. სეფსის მიზეზად გრამდადებითი და გრამუარყოფითი ფლორის გამოვლენის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, ან უცნობი ეტიოლოგიის გამომწვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მძიმე მდგომარეობა, შესაძლებელია ცეფოტაქსიმისა და ამინოგლიკოზიდების კომბინირებული გამოყენება.ასეთი მდგომარეობების დროს შეიყვანება საცდელი დოზა და მიმდინარეობს დაკვირვება ნეფროტოქსიურობაზე და ოტოტოქსიურობაზე.
მიღების წესები და დოზები
საინექციო ენფოქსიმი გახსნის შემდეგ შეიყვანება კუნთებში ან ვენაში.
საინექციო ენფოქსიმი მოზრდილებში: ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობის გამოვლენის შემდეგ, შემოთავაზებული დოზა და შეყვანის გზა მოცემულია ცხრილში.
გონორეა 1 გ. დღეში 1 გ იმ (ერჯერადად)
გაურთულებელი ინფექციები 2 გ. დღეში 1 გ. იმ ან ივ ყოველ 12 სთ.
საშუალო და მძიმე ინფექციები 3-6 გ დღეში 1-2 იმ ან ივ ყოველ 8 სთ.
ინფექციები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ანტიბიოტიკის დიდი დოზებით (მაგ. სეპტიცემია) 6-8 გ დღეში 2 გ ივ ყოველ 6-8 სთ.
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები ყველაზე მაღალი
12 გ. დღეში 2გ/ ივ ყოველ 4 სთ.
მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 გ. სარეკომენდაციო დოზა დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში შეადგენს 1 გ. რომელიც შეჰყავთ ოპერაციამდე 30-90 წთ. ადრე კუნთებში ან ვენაში. საკეისრო კვეთის დროს ჭიპის ვენიდან შეჰყავთ 1 გ, ენფოქსიმი. მეორე და მესამე დოზა შეჰყავთ 6 და 12 საათის შემდეგ, პირველის შემდეგ, კუნთებში ან ვენაში.
ენფოქსიმის დოზები ახალშობილებში შემდეგია:
0-1 კვირა 50 მგ კგ ივ ყოველ 12 სთ.
1-4 კვირა 50 მგ კგ ივ ყოველ 8 სთ.
დღენაკლულ ბავშვებში გამოიყენება იგივე დოზირება.
ახალშობილებსა და ბავშვებში, რომელთა წონა 50 კგ.-ზე ნაკლებია დოზა ითვლება შემდეგი გათვალისწინებით, 50 მგ კგ-180 მგკგ გაყოფილი 4-6 გაკეთებაზე კუნთებში ან ვენაში. მაღალი დოზები კეთდება ისეთი მძიმე ინფექციების დროს, როგორიცაა მენინგიტი.
ახალშობილებსა და ბავშვებში, რომელთა წონა 50 კგ.-ზე მეტია დოზირების რეჟიმი ისეთივეა, როგორც მოზრდილებში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ-ს. არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემთხვევაშიც, ენფოქსიმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის ნორმალიზაციიდან ან ბაქტერიის ერადიკაციიდან მინიმუმ 48-72 სთ.-ის განმავლობაში. გართულებული ფებრილური რევმატიზმის ან A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული გლომერულონეფრიტის მკურნალობისათვის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ10 დღისა. შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ინფექციების მკურნალობის დროს ხშირად უნდა ტარდებოდეს კლინიკური და ბაქტერიოლოგიური კვლევები ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს განმეორებითი მკურნალობის კურსი. მდგრადი ინფექციების სამკურნალოდ საჭიროა ერთ კვირიანი მკურნალობის კურსი, რომლის დროსაც პრეპარატის დოზის შემცირება არ შეიძლება.
ხსნარის მომზადება:
კუნთებში გასაკეთებლად განკუთვნილი ფლაკონის შემადგენლობა 500 მგ., 1გ. და 2გ. შესაბამისად იხსნება 2მლ., 3მლ. და 5მლ. გამხსნელში, რომელიც შეჰყავთ ღრმად დუნდულო კუნთში. ვენაში შესაყვანად განკუთვნილი 1გ. და 2გ. ფლაკონის შემადგენლობა იხსნება 10მლ. გამხსნელში. ხსნარი, იმისდა მიხედვით თუ რა კონცენტრაციის გამხსნელია გამოყენებული და შენახვის რა პირობებია დაცული, ფერს იცვლის ყვითლიდან წითელ ფერამდე.
ივ შეჰყავთ 3-5 წთ. განმავლობაში ნელა, შესაძლებელია ინფუზიის ჩატარება. სანფუზიოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი, 5% ან 10% დექსტროზა და რინგერ ლაქტატის ხსნარი. ენფოქსიმის ხსნარის შერევა არ შეიძლება ამინოგლიკოზიდების ხსნართან, მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ისინი შეჰყავთ ცალ-ცალკე, ერთ შპრიცში შერევის გარეშე. ბაქტერიემიის, ბაქტერიული სეპტიცემიის, პერიტონიტის, მენინგიტის და სხვა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს, რომელთა მიზეზად შეიძლება გვევლინებოდეს ცუდი კვება, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, დიაბეტი, გულის უკმარისობა, პრეპარატის შეყვანის გზა ინტრავენურია. 50 მლ. ხსნარი შეიძლება შეერიოს 1000 მლ. 0.9% ნატრიუმის ქლორიდს, 5% ან 10% დექსტროზას ან რინგერ ლაქტატის ხსნარს. ოთახის ტემპერატურაზე იგი აქტიურობას ინარჩუნებს 24სთ., ხოლო მაცივარში 5 დღე.
გვერდითი მოვლენები
ენფოქსიმი კარგი ამტანობით ხასიათდება.
ყველაზე ხშირ გართულებად გვევლინება ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური და კუნთებში გაკეთებული ინექციების გამო. შეიძლება შეგვხვდეს კანის ალერგიული რეაქციები, მოშლილობები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ (მკურნალობის პროცესში ან მის შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები).
ნაკლებად ხშირ გვერდით ეფექტად გვევლინება თავის ტკივილი, თრომბოციტოპენია, გარდამავალი ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, შრატისმიერი ფერმენტების (ასტ,ალტ,ტუტე ფოსფატაზა) და შარდოვანას აზოტის გარდამავალი მატება.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
არ გამოიყენება პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
უსაფრთხოების ზომები გაფრთხილება.
ენფოქსიმის ინექციებით მკურნალობის დაწყების წინ, აუცილებელია გაირკვეს არსებობს თუ არა მომატებული მგრძნობელობა პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ. მკურნალობის პროცესში ალერგიული რეაქციის აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. აღნიშნული იქნა, რომ ცეფალოსპორინებით და სხვა ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტისა და ნაწლავური მიკროფლორის რღვევის პროცესის განვითარება, კლოსტრიდიების რაოდენობის ზრდით. დიაგნოზი დასტურდება კოლონოსკოპიით. ასეთი მდგომარეობის დროს საკმარისია მკურნალობის შეწყვეტა, ზოგიერთ შემთხვევაში ნიშნავენ ელექტროლიტებს და პროტეინებს, ვანკომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად ორალურად.
ცეფოტაქსიმის ნეფროტოქსიურობა არ არის დადგენილი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სადღეღამისო შარდის მოცულობის შემცირების და მაღალი პლაზმური კონცენტრაციის ხანგრძლივი შენარჩუნების გამო საინექციო ენფოქსიმის დოზა მცირდება.საერთო კრეატინინის 20 მლწთ.-ზე ნაკლები მონაცემის პირობებში დოზა ორჯერ მცირდება.

თუ ცნობილია მხოლოდ შრატის კლირენსი, მაშინ კრეატინინის კლირენსის გამოთვლა შეიძლება ქვემოთ მოყვანილი ფორმულით. დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, გასტროინტენსტინურ და უროგენიტალურ სისტემებში მანიპულაციების დროს, აბდომინალური და ვაგინალური ჰისტერექტომიის დროს, მანიპულაციამდე შეჰყავთ ენფოქსიმი. ენფოქსიმის შეყვანა საკეისრო კვეთისას ჭიპის ვენაზე მომჭერის დადების დროს ან და ოპერაციის შემდეგ, ამცირებს ოპერაციის შემდეგ ინფექციის განვითარების რისკს. ენფოქსიმის გამოყენების უსაფრთხოებაზე, ორსულებში და მეძუძურ ქალებში ინფორმაციის არ არსებობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნულ პაციენტებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცეფალოსპორინებისა და ამინოგლიკოზიდების ერთობლივი გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიურობის რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე ( 25 º C ტემპერატურაზე–ზე ქვევით) , ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.