ეპიქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევეტირაცეტამი/levetiracetam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები

შემადგენლობა
ლევეტირაცეტამი – 250 მგ; 500 მგ; 1000 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი საღებავის სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევეტირაცეტამი არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი) და მისი ქიმიური სტრუქტურა არ არის სხვა ცნობილ ანტიეპილეფსიური საშუალებების მსგვსი. ლევეტირაცეტამის ანტიეპილეფსიური მოქმდების უფრო ზუსტი მექანიზმი უცნობია. In vitro და in vivo კვლევები აჩვენებენ, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის ნერვული უჯრედების მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.
In vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს ინტრანეირონულ Ca2+-ის კონცენტრაციაზე N ტიპის Ca2+-ის არხების ნაწილიბრივი ბლოკირებითა და ინტრანეირონული დეპოებიდა Ca2+ გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი ნაწილობრივ აბლოკირებს თუთიითა და β-კარბოლინებით ინდუცირებული GABA- და გლიცინ-დამოკიდებული ნაკადების შემცირებას.
ნაწილობრივი და გენერალიზებული გულყრების მქონე ცხოველებში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი ზრდის ეპილეფსიური გულყრების ზღურბლს ყიველგვარი პროკონვულსიური ეფექტების გარეშე.
ადამიანებში პარციული ეპილეფსიის მკურნალობის გარდა (ეპილეპტიფორმული განტვირთვა/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია), ასევე დამტკიცდა ლევეტირაცეტამის ანტიკონვულსიური ფარმაკოლოგიური პროფილის ფართო სპექტრი. ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტი არ არის კლინიკურად აქტიური.
ფარმაკოკინეტიკა
ლევეტირაცეტამი კარგად ხსნადი და გამჭვირვალე ნივთიერებაა და გააჩნია ხაზობრივი და სტაციონარული ფარმაკოკინეტიკური პროფილი, დაბალი ინტრა- და ინტერ-სუბიექტური ცვლილებებით. ლევეტირაცეტამის კლირენსი არ იცვლება განმეორებითი მიღებებისას. ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიურ პაციენტებში. პრეპარატის სრული და ხაზობრივი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პლაზმის დონე (გამოხატული როგორც მგ/კგ) შეიძლება წინასაწრ განისაზღვროს მისი ორალური დოზიდან გამომდინარე. ამის გამო, არ არსებობს ლევეტირაცეტამის პლაზმური დონის მონიტორინგის საჭიროება.
მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილია კორელაცია ლევეტირაცეტამის ნერწყვის და პლაზმურ კონცენტრაციებს შორის – ორალური ტაბლეტების მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი ნერწყვი/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება მერყეობს 1-1.7 შორის.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზევით
აბსორბცია: ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია. პრეპარატის პიკური პლაზმური კონცენტრაცია (ჩმახ)  მიიღწევა მიღებიდან 1.3 საათში. ლევეტირაცეტამის ერთჯერადად 1000 მგ დოზისა და დღეში ორჯერადი 1000 მგ დოზის განმეორებითი მიღებების შემდეგ პრეპარატის პიკური კონცენტრაციები შეადგენს შესაბამისად 31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. ლევეტირაცეტამის აბსორბცია არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების გავლენით. სტაციონარული მდგომარეობა მიიღწევა მრავლობითი ორჯერადი დოზების მიღებიდან 2 დღის შემდეგ.
განაწილება: ლევეტირაცეტამისა და მისი პირველადი მეტაბოლიტის პლაზმის პროტეინებთან დაკავშირების მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0.5-0.7 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია: ლევეტირაცეტამი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს არ განიცდის. პრეპარატის მეტაბოლიზმის უმთავრესი მიმართულებაა (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტი არ არის კლინიკურად აქტიური.
ადამიანის ღვიძლის ციტოქრომული P450 იზოფორმები არ მონაწილეობენ მისი პირველადი მეტაბოლიტის გამოთავისუფლებაში. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი ზომიერ დონეზე მიმდინარეობს ქსოვილთა უმრავლესობაში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამის ორი მცირე მეტაბოლიტი კიდევ გვხვდება: ერთი, როგორც პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების პროდუქტი (დოზის 1.6%) და მეორე, პიროლიდონის რგოლის გახლეჩვის პროდუქტი (დოზის 0.9%); დანარჩენი განუსაზღვრელი კომპონენტები შედაგენს დოზის მხოლოდ 0.6%-ს.
In vitro კვლევებისას ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის ენანთიომერული გარდაქმნა არ დამტკიცდა.
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ თრგუნავს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომულ P450 იზოფორმების – გლუკორონილტრანსფერაზას და ეპოქსიდჰიდროქსილაზას – აქტივობას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენს ზეგავლენას  ვალპროის მჟავას In vitro გლუკორონიდაციაზე.
ლევეტირაცეტამი ადამიანის ღვიძლის უჯრედულ კულტურებში ფერმენტულ ინდუქციას არ იწვევს. ამის გამო, ეპიქსი არ ურთიერქმედებს სხვა სუბსტანციებთან და შესაბამისად, არც სხვა სუბსტანციების მხრიდან არის მოსალოდნელი ეპიქსთან ურთიერთქმედება.
ელიმინაცია: ლევეტირაცეტამის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 7±1 საათი და მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი შეყვანა. ლევეტირაცეტამის საშუალო კლირენსი შეადგენს 0.96 მლ/წთ/კგ-ს.
შეყვანილი დოზის 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა რენული ექსკრეციით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის მხოლოდ 0.3% ფამოიყოფა ფეკალური მასების საშულებით.
ლევეტერაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის კუმულაციური გამოყოფა რენული ექსკრეციით პირველი 48 საათის განმავლობაში შეესაბამება მიღებული დოზის შესაბამისად 66%-ს და 24%-ს.

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის რენული კლირენსი არის შესაბამისად 0.6 და 4.2 მლ/წთ/კგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამის ექსკრეციის მექანიზმი არის გლომერულარული ფილტრაცია, რომელსაც მოყვება ტუბულარული რეაბსორბცია, მაშინ როცა მისი პირველადი მეტაბოლიტის ექსკრეციის მექანიზმი არის აქტიური ტუბულარული სეკრეცია გლომელურალურ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.
ხანდაზმულები: ხანდაზმულებში ლევეტირაცეტამის ნეხევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 40%-ით 10-11 საათამდე, აღნიშნულ სუბიექტებში რენული  ფუნქციის შემცირების გამო.
პედიატრიული (4-12 წელი) პაციენტები: ეპილეფსიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (6-12 წელი) ლევეტირაცეტამის ერთჯერადი დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. პედიატრიულ პაციენტებში ლევეტირაცეტამის ორგანიზმიდან საშუალო კლირენსი 30%-ით მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ლევეტირაცეტამის განმეორებითი ორალური დოზების (20-60 მგ/კგ/დღე)  ადმინისტრირების შემდეგ ეპილეფსის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (4-12 წელი), პრეპარატი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინური ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.5-1.0 საათში. პრეპარატის მრუდქვეშა ფართობის (AUC) და პიკური პლაზმა კონცენტრაციისთვის დამახასიათებელია დოზა – დამოკიდებული და ხაზობრივი ზრდა. ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს, ორგანიზმიდან კლირენსი არის 1.1 მლ/წთ/კგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის ორგანიზმის გამოყოფა დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ამის გამო, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალო სიმძიმის და მწვავე თირკმლის უკმარისობა, ლევეტირაცეტამის დღიური დოზის რეგულირება რეკომენდებულია კრეატინინის კლირენსის საფუძველზე. ანურიულ (დიალიზზე მყოფი) მოზრდილ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 და 3.1 საათს, შესაბამისად ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდებისთვის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევევბი: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევევბის დროს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკა იცვლება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პაციენტთა უმრავლესობაში ლევეტირაცეტამის ორაგნიზმიდან საერთო კლირენსი შემცირდა 50%-ით თანმხლები რენული  დარღვევების გამო.

ჩვენებები
ლევეტირაცეტამი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური გულყრების მკურნალობისთვის ეპილეფსიის მქონე მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლიდან ასაკიდან.
ლევეტირაცეტამი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ივენილური მიოკლონური ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ლევეტირაცეტამი გამოიყენება მონოთერაპიის სახით გენერალიზებული ან არაგნერალიზებული, პარციული გულყრების დროს 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვნელი ეპილეფსიის დროს.
ლევეტირაცეტამი გამოიყენება დამატებითი თერაპიიის სახით პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიის დროს.

დოზირების რეჟიმი
ეპიქსი მიიღება პერორალურად, შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. დღიური დოზის  მიღება ხდება ორ ტოლ პორციად.
მოზრდილები (≥ 18 წელი) და 50 კგ ან მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდები (12-17 წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 250 მგ 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიცემა შეიძლება მკურნალობის პირველი დღიდანვე. საწყისი სამკურნალო დოზის გაზრდა შესაძლებელია 500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, მაქსიმლაური დოზა შეიძლება იყოს 1500 მგ 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში სიდიდით 2-4 კვირაში ერთხელ.
ხანდაზმულები (65 წელზე უფროსი ასაკი): დოზის რეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია არსებული რენული ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში.
4-11 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტები და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები (12-17წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ.
კლინიკურ პასუხზე და ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 30 მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 10 მგ/კგ 2-ჯერ დღეში სიდიდით 2 კვირაში ერთხელ.
პედიატრიული და მოზარდი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზები:

სხეულის
წონა
საწყისი დოზა 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში მაქსიმალური დოზა 30 მგ/კგ 2-ჯერ დღეში
 15 კგ  150 მგ
2-ჯერ დღეში
450 მგ
2-ჯერ დღეში
 20 კგ  200 მგ
2-ჯერ დღეში
 600 მგ
2-ჯერ დღეში
 25 კგ  250 მგ
2-ჯერ დღეში
 750 მგ
2-ჯერ დღეში
 50 კგ და
ზევით*
500 მგ
2-ჯერ დღეში
1500 მგ
2-ჯერ დღეში

* 50 კგ და მეტი სხეულის წონის ბავშვებში დოზირება არის მოზრდილთა დოზირების მსგავსი.
პაციენტები რენული  დარღვევებით:
დღიური დოზირების ინდივიდუალიზაცია უნდა მოხდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციების მიხედვით. კრეატინინის კლირენსის გამოსათვლელად გამოიყენება Q ქვემოთ მოცემული ცხრილი. კრეატინინის კლირენსის შეფასება შეიძლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

[(140-ასაკი)] ხ სხ. წონა (კგ)
კკ(მლ/წთ)= ——―――――—————ხ A
72ხ შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
სადაც A = 0.85 მდედრობითი სქესისთვის.
დოზირების რეგულირების რეჟიმი თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის

 ჯგუფი  კრეატინინის
კლირენსი(მლ/წთ)
 დოზირება და მიღების
სიხშირე
 ნორმალური  > 80  500-1500 მგ
2-ჯერ დღეში
 სუსტი  50-79  500-1000 მგ
2-ჯერ დღეში
 საშუალო  30-49  250-750 მგ
2-ჯერ დღეში
მწვავე  < 30  250-500 მგ
2-ჯერ დღეში
 დიალიზზე მყო­ფი პაციენტები,
რომლებსაც აქვთ დაავადების
ბო­­ლო სტადია(1)
  500-1000 მგ
2-ჯერ დღეში(2)

(1) – 750 მგ დამატებითი დოზა რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის მკურნალობის პირველ დღეს.
(2) – 250-500 მგ დამატებითი დოზა რეკომენდებულია დიალიზის შემდეგ.
ეს რეკომენდაციები დაფუძნებულია რენული დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებზე.
ლევეტირაცეტამის დოზა უნდა დარეგულირდეს რენული ფუნქციის მიხედვით რენული  დარღვევების მქონე პედიატრიულ პაციენტებშიც.
ჰეპატური დარღვევების მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის რეგულირება. პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი არის 70 მლ/წთ-ზე ნაკლები, რეკომენდებულია დღიური შემანარჩუნებელი დოზის შემცირება 50%-ით.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემა: ქცევითი დარღვევები (აჟიტაცია, აგრესია, მოუსვენრობა, აპათია, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, ემოციური ლაბილობა, მტრული განწყობა, გაღიზიანებულობა, ნევროზულობა, ნევროზი, პიროვნული დარღვევები) – 13%, ძილიანობა (15-23%), თავის ტკივილი (14%).
საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება (15%), ანორექსია (3%-13%).
ნერვ-კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა: სისუსტე (9%-15%).
სასუნთქი სისტემა: რინიტი (4-13%, ხველა (2-11%).
სხვა: უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზიანება (17%), ინფექციური გართულებები (2-13%).
1%-10%
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სახის შეშუპება (2%).
დერმატოლოგიური: კანის ჩალურჯება (4%), ქავილი (2%), გამონაყარი (2%), კანის შეფერილობის ცვლილებები (2%).
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დიარეა (8%), გასტროენტერიტი (4%), ყაბზობა (3%), დეჰიდრატაცია (2%).
ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია (2%-3%).
ნერვ-კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა: კისრის ტკივილი, (2%), პარესთეზია (2%), რეფლექსების გაცხოველება (2%).
ოფთალმოლოგიური: კონიუქტივიტი (3%), დიპლოპია (2%), ამბლიოპია (2%).
ოტოლოგიური: ყურის ტკივილი (2%).
თირკმლის მიერი: ალბიმინურია (4%), შარდის ანომალიები (2%).
სასუნთქი სისტემა: ფარინგიტი (6-10%), ასთმა (2%), სინუსიტი (2%).
სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი (3%), ვირუსული ინფექციები (2%).
<1%: ალოპეცია, ანემია, კატატონია, ჰეპატიტი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პაკრეატიტი, პანციტოპენია, სუეციდური საქციელი, თრომბოციტოპენია, წონაში კლება.

უკუჩვენებები
ლევეტირაცტამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პიროლიდონის სხვა ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ადექვატური მონაცემები ლევეტირაცეტამის ორსულებში მიღების შესახებ არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში, როდესაც შეყავდათ ადამიანის თერაპიული დოზების ექვივალენტური ან უფრო მაღალი დოზები, არ გამოვლინდა ექსპერიმენტული ტოქსიურობა. ადექვატური მონაცემები ლევეტირაცეტამის ორსულებში მიღების შესახებ არ არსებობს. ეპიქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ მისი დანიშვნა აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული.
ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტამ დაავადების შესაძლო გაუარესების გამო შესაძლოა გამოიწვიოს დედისა და ნაყოფის დაზიანება. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამის გამო, პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
არსებული კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებულია დოზის საფეხურებრივი შემცირებით (მაგ.: მოზრდილებში დოზის შემცირება 500 მგ 2-ჯერ/დღე-ღამური დოზით 2-4 კვირის განმავლობაში და პედიატრიულ პაციენტებში 10 მგ/კგ/დღე-ღამური ორჯერადი დოზით 2 კვირის განმავლობაში).
დოზის რეგულირება შეიძლება საჭირო იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ მიზნით რენული  დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს ფორმულა და ცხრილი, რომელიც მოცემულია განყოფილებაში `დოზირების რეჟიმი~.
კლინიკური კვლევების დროს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა.
პედიატრიული პაციენტების არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას პუბერტატულ და ზრდის პერიოდებზე, თუმცა მისი ეფექტები სწავლაზე, ინტელექტზე, ზრდაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, პუბერტატულ პერიოდზე და ფერტილობაზე, ხანგრძლივად გამოყენებისას პედიატრიულ პაციენტებში ბოლომდე ცნობილი არ არის.
გარდა ამისა, ლევეტირაცეტამით მკურალობისას აღინიშნა ეპილეფსიური გულყრების სიხშირის ზრდა 25%-ით მოზრდილი და პედიატრიულ პაციენტების 14%-ში; პლაცებოს შემთხვევაში კი გულყრების სიხშირე გაიზარდა – მოზრდილების და პედიატრიული პაციენტების 26% და 21%-ში, შესაბამისად.
ლევეტირაცეტამი გამოიყოფა რენული ექსკრეციით, ამიტომ გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა მეტია რენული  დარღვევების მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში სასარგებლოა რენული  ფუნქციების მონიტორინგი.
ლევეტირაცეტამის მიღების ფონზე განვითარებული დეპრესიის ნებისმიერი სიმპტომების შემთხვევაში (განასაკუთრებით, სუიციდური აზროვნების და სუიციდის მცდელობის დროს)   პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს.
ეპიქსი 100 მგ/მლ ორალურ ხსნარს შეიძლება გააჩნდეს მცირე საფაღარათო ეფექტი მალტიტოლის შემცველობის გამო (გლუკოზის ჰიდროგენიზებული სიროფი). გლუკოზის ჰიდროგენიზებული სიროფის კალორიულობა შეადგენს 2.3კკალ/გრამი.
პრეპარტის ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექნიზმების მართვის უნარზე: ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე პრეპარტის გავლენის შესაფასებელი კვლევა არ არის ჩატარებული. სუბიექტური მგრძნობელობის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს სომნოლენცია ან მსგავსი სიმპტომები პრეპარტით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს. ამის გამო, მანქანის ოპერატორებმა, სატვირთოს მძღოლებმა და სხვა მსგავსი პროფესიის ადამიენებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, არ მართონ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებიან სომნოლენციის არარსებობაში.
ჭარბი დოზირება
ეპიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა სომნოლენცია, აჟიტირება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და კომაც კი.
ეპიქსის დოზის გადაჭარბების შემთხევევაში შეუწოველი პრეპარატის ელიმინაცია უნდა ვცადოთ ღებინებით ან კუჭის ლავაჟით. არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანტიდოტი ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბების შემთხევვაში. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. შეიძლება გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზი. დიალიზის ექსტრაქციის ეფექტურობა არის 60% ლევეტირაცეტამისთვის და 74% მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არსებული მონაცემების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ლევეტირაცეტამს არ აქვს ზეგაველნა სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების (ფენიტიონი, კარბამეზპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) სისხლში კონცენტრაციაზე.
მოზრდილი პაციენტების ფარმაკოკინეტიკური კვლევების მსგავსად, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედება არ აღინიშნა პედიატრულ პაციენტებშიც, რომლებსაც მკურნალობდნენ ლევეტირაცეტამის 60მგ/კგ/დღეში დოზით.
რეტროსპექტულმა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შეფასებამ, რომელიც ჩატარდა პედიატრიულ და მოზარდ (4-17 წელი) ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, გამოავლინდა, რომ ლევეტირაცეტამით დამატებითი თერაპია არ მოქმედებს ერთდროულად გამოყენებული კარბამაზეპინის და ვალპროის მჟავას შრატისმიერ კონცენტრაციებზე.
გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამის ეფექტურობა არ მცირდება პრობენეციდის ზეგავლენით, რომელიც წარმოადგენს  ტუბულარული სეკრეციის ბლოკატორს.
ლევეტირაცეტამის 1000 მგ დღიური დოზა არ ცვლის ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკას და სხვა ენდოკრინულ პარამეტრებს. დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების და ვარაფარინის ერთდროულ მიღებას არ აქვს რაიმე ზეგავლენა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე. ლევეტირაცეტამის 2000 მგ/დღეღამური დოზა არ მოქმედებს არც დიგოქსინის და არც ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე, არც პროთრომბინის დრო იცვლება.
საკვები ლევეტირაცეტამის აბსორბციას უმნიშვნელოდ ამცირებს. არ აღინიშნება ანტაციდების რაიმე ეფექტი ლევეტირაცეტამზე. ასევე არ არის მონაცემები ლევეტირაცეტამის ურთიერთქმდების შესახებ ალკოჰოლთან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 250მგ, 500მგ, 1000მგ ტაბლეტი #50
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S. თურქეთი

გაფრთხილება