ვაზოსერკი BID

ვაზოსერკი BID

ვაზოსერკი BID–ის ზოგადი ინფორმაცია

ვაზოსერკი BID. VASOSERC BID. ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატების – ჰისტამინის სინთეტური ანალოგების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ბეტაჰისტინი. Betahistine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N07CA01. მწარმოებელი ფირმა– Abdiibrahim (თურქეთი).

ვაზოსერკი BID–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ვაზოსერკი BID. VASOSERC BID გამოდის 24 მგ–იანი ტაბლეტის ფორმით.

ვაზოსერკ BID–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ვაზოსერკ BID–ის ფასები ფარმადეპოში
ვაზოსერკ BID–ის ფასები ავერსში
ვაზოსერკ BID–ის ფასები psp-ში
ვაზოსერკ BID–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ვაზოსერკი BID, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ვაზოსერკ BID–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ვაზოსერკი BID–ის აქტიური ნივთიერება

ბეტაჰისტინი. Betahistine. ქიმიური დასახელება – N-მეთილ-2-პირიდინეთამინიეთანამინი (და დიჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C8H12N2. ბეტაჰისტინს მიაკუთვნებენ ანგიოპროტექტორების და მიკროცირკულაციის კორექტორების, ასევე ჰისტამინომიმეტიკების ჯგუფებს. CAS-კოდი:5638-76-6.

ვაზოსერკი BID–ის სინონიმები        

ბლესტარი ბლესტარ ფორტე (BLESTAR BLESTAR FORTE, AVERSI, საქართველო), ემპერინი (Emperin, EGIS, გერმანია), ვაზოსერკი (VASOSERC, Abdiibrahim, თურქეთი), ვაზოსერკი ფორტე (VASOSERC FORTE, Abdiibrahim, თურქეთი), მიკროზერი (Microser, Prodotti Formenti, იტალია).

ვაზოსერკი BID–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სმენის დაქვეითება, მენიერის სინდრომთან ასოცირებული
  • თავბრუსხვევა
  • შუილი ყურებში
ვაზოსერკი BID–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1 და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში
ჩვენებები
გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს, ასევე თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დროს.
მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3 ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
უკუჩვენება
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
ჭარბი დოზირება
ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით