ლოზამინი პლუსი

  ლოზამინი პლუსი

ლოზამინი პლუსის ზოგადი ინფორმაცია

ლოზამინი პლუსი. Lozamin Plus. შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატების – პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – გლუკოზამინი + ქონდროიტინ სულფატი. Glucosamine + Chondroitin sulfate. მწარმოებელი ფირმა – Contract Pharmacal Corporation (აშშ).

ლოზამინი პლუსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ლოზამინი პლუსი. Lozamin Plusგამოდის ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს გლუკოზამინ ჰიდროქლორიდს – 500მგ, ქონდროიტინ სულფატს – 100მგ, მეთილსულფონილმეთანს – 300მ.

ლოზამინი პლუსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ლოზამინი პლუსის ფასები ფარმადეპოში
ლოზამინი პლუსის ფასები ავერსში
ლოზამინი პლუსის ფასები psp-ში
ლოზამინი პლუსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ლოზამინი პლუსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ლოზამინი პლუსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ლოზამინი პლუსის აქტიური ნივთიერებები

გლუკოზამინი + ქონდროიტინ სულფატი. Glucosamine + Chondroitin sulfate. გლუკოზამინს + ქონდროიტინ სულფატს მიაკუთვნებენ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორების ჯგუფს.

ლოზამინი პლუსის სინონიმები

კოზამინ პლუსი (COSAMINE PLUS, Hovid, მალაიზია), ფლექსოდონ A (Flexodon A, Swiss Caps, შვეიცარია).

ლოზამინი პლუსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სახსრის მოძრაობის შესანარჩუნება და გაუმჯობესება
  • ტკივილები სახსრის
  • ანთებითი პროცესი სახსრის
  • სახსრის ფუნქციის დაცვა და გაუმჯობესება

ლოზამინი პლუსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზამინი არის სახსრის ხრტილის და შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი კომპონენტი,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახსრების მოძრაობის შენარჩუნებაში. პრეპარატის ძირითადი ზემოქმედება სახსრის ხრტილზე მდგომარეობს იმაში, რომ პრეპარატი კეთილსასურველად მქმედებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ პროცესებზე , აგრეთვე ეფექტურად უბრუნებს სახსარს ნორმალურ, უმტკივნეულო მდგომარეობას.
ქონდროიტინ სულფატი ხრტილს უნარჩუნებსნორმალურ სტრუქტურას , უზრუნველყოფს მის ჰიდრატაციას, რითაც აუნჯობესებს ქსოვილის ელასტიურობას.
გლუკოზამინ ჰიდროქლორიდის ,Qქონდროიტინ სულფატისა და მეთილსულფონილმეთანის ერთ პრეპარატში არსებობა უზრუნველყოფს აქტიური სუბსტანციების თანაბარ გადანაწილებას, რაც აუცილებელია საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის, სახსრის ხრტილოვანი რეგენერაციისათვის, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებისათვის ,მისი ნორმალური,უმტკივნეულო მდგომარეობის აღსადგენად.პრეპარატის ეფექტი ვლინდება როგორც ხანდაზმულებში, ისე ახალგაზრდებში
ჩვენებები
• სახსრის მოძრაობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად
• სახსრის ტკივილების და ანთებითი პროცესის შესამცირებლად
• სახსრის ფუნქციის დაცვისა და გაუმჯობესებისათვის
მიღების წესები და დოზები
2 ტაბლეტი დღეში . ოპტიმალური ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ
განსაკუთრებული მითითებები
– საკვები დანამატი
– არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება
– საკვებ დანამატს არ შეუძლია შეცვალოს რაციონალური კვება
ჭარბი დოზირება
არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება
შენახვის პირობები და ვადები
– ინახება 15-25oC – ზე ორიგინალურ შეფუთვაში
– ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
– არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ