ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების ზოგადი ინფორმაცია

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები. ORNISID VAGINAL TABLETS. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ორნიდაზოლი. Ornidazole.  ათქ.კლასიფიკაციის კოდი – P01AB03. მწარმოებელი ქვეყანა – თურქეთი.

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები. ORNISID VAGINAL TABLETS გამოდის 500 მგ ვაგინალური ტაბლეტის ფორმით.

ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები)  ფასები ფარმადეპოში
ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები)  ფასები ავერსში
ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები)  ფასები psp-ში
ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები) ფფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ორნისიდი (ვაგინალური ტაბლეტები), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ორნისიდის (ვაგინალური ტაბლეტები) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების აქტიური ნივთიერება

ორნიდაზოლი. Ornidazole. ქიმიური დასახელება – ალფა-(ქლორმეთილ)-2-მეთილ-5-ნიტრო -1Н-იმიდაზოლ-1-ეთანოლი. ბრუტო–ფორმულა: C7H10ClN3O3. ორნიდაზოლს მიაკუთვნებენ  სხვა სინთეთიკური ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:16773-42-5.

 

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების სინონიმები

გერალი (GERAL, GMP),  ორნილი (ORNIL, Asfarma, საქართველო), ორნისიდი (ORNISID, Abdiibrahim, თურქეთი), ორნისიდი ფორტე (ORNISID FORTE, Abdiibrahim, თურქეთი).    

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტრიქომონიაზი
  • ამებიაზი
  • დიზენტერია ამებური
  • აბსცესი  ღვიძლის
  • ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევი Eნტამოება ჰისტოლიტიცა)
  • გიარდიოზი (ლამბლიოზი)
  • ანაერობული ინფექციები
  • სეპტიცემია
  • მენინგიტი
  • პერიტონიტი
  • ინფექციები ,პოსტოპერაციული ჭრილობის
  • სეპტიცემია მშობიარობის შემდგომი
  • სეფსისი, აბორტის შემდგომი, გამოწვეული ანაერობული ფლორით
  • ენდომეტრიტი, აბორტის შემდგომი, გამოწვეული ანაერობული ფლორით
  • ოპერაციები მსხვილ ნაწლავზე
  • ოპერაციები გინეკოლოგიური

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტების საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს. ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა rogoricaa Entamoeba histolytica, Giardia lamblia (Giardia intestinalis), ბაქტეროიდებისა და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტერიები, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორც in vivo, ისე in vitro
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მკგ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% – განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს
ჩვენებები
გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის. – ტრიქომონიაზი: თრიცჰომონას ვაგინალის-ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში; – ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევი Eნტამოება ჰისტოლიტიცა); – გიარდიოზი (ლამბლიოზი). – ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით. გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.
მიღების წესები და დოზები
ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ. რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური მკურნალობის კურსი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი; II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი.
5-დღიანი მკურნალობის კურსი: I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ; II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს . ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე. ამებიაზის დროს:- ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი; – ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორულ-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ. ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში. ჰემოდილიაზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისაგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი. ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით