მედეზოლი

მედეზოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ლანსოპრაზოლი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები #14, თითოეული კაფსულა შეიცავს 30მგ ლანსოპრაზოლს.
კუჭის წვენის მჟავიანობის მიმართ მდგრადი თითოეული კაფსულა შეიცავს ლანსოპრაზოლს-30მგ-ს ენტერული გარსის მქონე მიკროპელეტების სახით. საღებავი ნივთიერების სახით გამოყენებულია კარმინი, ინდიგო, ტიტანის ორჟანგი, რკინის ჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანსოპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. იგი სელექტიურად თრგუნავს (H+-K+) – ატფ-აზას აქტივობას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს კუჭის წვენის სეკრეციის ბოლო ეტაპზე. ლანსოპრაზოლი პარიეტულ უჯრედებში აღწევს სისხლიდან, გარდაიქმნება აქ არსებული მჟავე გარემოს ზეგავლენით აქტიურ ფორმად და უერთდება რა SH-ჯგუფებს, ახდენს (H+-K+) ატფ-აზას ინაქტივობას. ლანსოპრაზოლი არ ხასიათდება ანტიქოლინერგული მოქმედებით და არ წარმოადგენს ჰისტამინური H2 რეცეპტორების ანტაგონისტს.
ლანსოპრაზოლის მიღებისას სავსე კუჭის შემთხვევაში პრეპარატის შეწოვის ხარისხი მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება მშიერ კუჭზე. ლანსოპრაზოლის მშიერ კუჭზე მიღებისას მისი მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში – 1.038 მგმლ-აღინიშნება არა უგვიანეს 2,2 სთ-ში. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს.
ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 90წთ-ს, გამოიყოფა ძირითადად ნაწლავებიდან განავალთან ერთად. პრეპარატის მიღებული დოზის 15-30% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა კუჭის წვენის სეკრეციას აინჰიბირებს 36სთ-ის განმავლობაში.
კვლევებით დადგენილია, რომ ლანსოპრაზოლის ხაგძლივად გამოყენაბისას იგი უარყოფითად არ მოქმედებს ორგანიზმზე და მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ასაკთან დამოკიდებულებით არ იცვლება.

ჩვენება:
12-გოჯა ნაწლავის წყლული;
კუჭის წყლული;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის ხანგრძლივი მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
H.pylori-ით გამოწვეული წყლულის კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენება:
პრეპარატის შემცველი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
განსაკუთრებული მითითებანი:
18 წლამდე ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ ასაკამდე მისი გამოყენება ნებადართული არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე ხანდაზმულ პირებში ან ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული კუჭის დაავადებების დროს ლანსოპრაზოლით მკურნალობა ტარდება სიფრთხილით. ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში პლაზმური კონცეტრაციის მრუდი იზრდება და პრეპარატის გამოყოფა ფერხდება.
ექსპერიმენტში ცხოველებზე დადგენილ იქნა, რომ ლანსოპრაზოლის დიდი დოზებით მიღებისას, ნაყოფის სისხლში მისი კონცენტრაცია გაცილებით მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე დედის სისხლში. ამიტომ, ორსულობისა ან მასზე ეჭვის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. ლანსოპრაზოლი აღწევს დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.

გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება, პარესთეზია. პაციენტებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, აუცილებელია მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში.
იშვიათად შესაძლებელია: ანემია, ლეიკოციტოპენია, ეოზინოფილია, ობსტიპაცია, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ზედაპირული და ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად მიზეზს არ წარმოადგენს.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით.
– ჯანმრთელ მოხალისეებზე კვლევით დადგენილი იქნა, რომ პრეპარატი ურთიერთქმედებს ვარფარინთან, ანტიპირინთან, ინდომეტაცინთან, იბუპროფენთან, ფენიტოინთან, პროპანოლოლთან, პრედნიზოლონთან, კლარიტრომიცინთან, ტერფენადინთან და დიაზეპამთან, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ციტოქრომ P-450 სისტემაზე.
– ლანსოპაზოლისა და თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თეოფილინის კლირენსის მცირე მომატება (10%). ამიტომ აღნიშნული კომბინაციის  აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფებზე დაკვირვება პრეპარატის დოზის კორექციისათვის.
– ლანსოპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას სუკრალფატთან ადგილი აქვს პრეპარატის ბიოაქტივობის შემცირებას 30%-ით. ამიტომ ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე 30წთ-ით ადრე.
– ლანსოპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რის გამოც იგი ამცირებს იმ პრეპარატის ბიოშეღწევადობას,  რომელთა ბიოაქტივობისათვის აუცილებელია pH-ის მჟავე მაჩვენებელი: კეტოკონაზოლი, ამპიცილინი, რკინის მარილები, დიგოქსინი.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანტაციდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება უზმოზე. საჭიროა მიკროპელეტირებული ნაწილაკებიანი კაფსულის მთლიანად დაუღეჭავად გადაყლაპვა.
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ლანსოპრაზოლი ინიშნება 30მგ(1 კაფს.) ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს -30მგ (1 კაფს.) ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ლანსოპრაზოლის ეფექტურობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, რის გამოც მას არ იყენებენ პეპეტიური წყლულის დროს და რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში პრაპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
ჰიპერსეკრეციის (ზოლინგერელისონის სინდრომი) დროს – 60მგ (2 კაფს.) ერთხელ დღეში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 120-180მგ-მდე.
პრეპარატის 90მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას, საჭიროა სადღეღამისო დოზის დაყოფა 2-ჯერად მიღებაზე.
Helicobacter pylori-ით გამოწვეული დუოდენური წყლულის მკურნალობისას ლანსოპრაზოლი ინიშნება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ჰიპერდოზირება:
აღწერილი არ არის.
ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის კომპლექსი.
პრეპარატი ორგანიზმიდან დიალიზის გზით არ გამოიყოფა

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:  ედზაჩიბაში  ზენტივა საღლიქ ურუნლერი სან.ვე თიჯ.ა.შ.

გაფრთხილება