ამპიცილინი

ამპიცილინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამპიცილინი-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამპიცილინი/ AMPICILLIN

ამპიცილინი-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინები; ანტიბაქტერიული, ბაქტერიციდული
გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 100 ც
1 კაფს.
ამპიცილინის ტრიჰიდრატი………..  250 მგ
1 კაფს.
ამპიცილინის ტრიჰიდრატი………..  500 მგ


ამპიცილინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიბაქტერიული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის
ანტიბიოტიკია. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. იგი ახდენს პეპტიდოგლიკანისა და ტრანსპეპტიდაზის პოლიმერების ინჰიბირებას, ხელს უშლის პეპტიდური კავშირის წარმოქმნას მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის პროცესში. გარსის წარმომქმნელი დეფექტები ამცირებენ ბაქტერიული უჯრედის ოსმოსურ მდგრადობას და იწვევენ მის სიკვდილს (ლიზისს).

ჩვენებები:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარნგიტი, ოტიტი);
თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის (ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა);
კუჭ-ნაწლავის სისტემის (პერიტონიტის, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ტიფი);
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ინფექციები, მენინგიტი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ანუსის არეში, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი; ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი, გამონაყარი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი მიკრობის ამპიცილინისადმი მგრძნობელობასა და ინფექციური პროცესის სიმძიმეზე,

ჩვეულებრივ მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის ზევით ინიშნება 500-700 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 375-500 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში 375 მგ 2-ჯერ ან 250 მგ 3-ჯერ.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში 125 მგ 2-ჯერ ან 100მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 30მგ/კგ (60 მგ/კგ-მდე)

მწვავე გონორეის შემთხვევაში ერთდროულად დასაშვებია 3გ პრეპარატის მიღება 1გ პროპენეციდთან კომბინაციაში
შენახვის პირობები: 18-25˚C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:
ბოთლში 100 მლ
5 მლ
ამპიცილინის ტრიჰიდრატი……….. 125 მგ
(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში.
1 ფლ
ამპიცილინის ტრიჰიდრატი…….   0.25 მგ
1 ფლ.
ამპიცილინის ტრიჰიდრატი…….    0.5 მგ

მწარმოებელი: TROGE MEDICAL

გაფრთხილება