მკურნალობა უცხოეთში


ანალგინის ზოგადი ინფორმაცია

ანალგინი. Analgin. ანალგეზიურ-ანტიპირექსიული სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ნატრიუმის მეტამიზოლი. Metamizole sodium. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი”(საქართველო).

ანალგინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ანალგინი. Analgin გამოდის  ტაბლეტის და 50% 2 მლ ამპულის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს ანალგინს _ 0.5 გ-ს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი. საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: ანალგინს – 0.5 გ-ს. დამხმარე ნივთიერება: საინიექციო წყალი.

ანალგინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ანალგინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ანალგინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ანალგინის ფასები ფარმადეპოში
ანალგინის ფასები ავერსში
ანალგინის ფასები psp-ში
ანალგინის ფასები სხვა აფთიაქებში

ანალგინის აქტიური ნივთიერება

ნატრიუმის მეტამიზოლი. Metamizole sodium. ქიმიური დასახელება–  [(2,3-დიჰიდრო-1,5-დიმეთილ-3-ოქსო-2-ფენილ-1H-პირაზოლ - 4-ილ)მეთილამინო]მეთანსულფონის მჟავის ნატრიუმის მარილი  (და მონოჰიდრატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C13H16N3O4SNa. ნატრიუმის მეტამიზოლს მიაკუთვნებენ აასს – პირაზოლონების ჯგუფს. CAS-კოდი: 68-89-3.

ანალგინის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ბათალგინი (Batalgin. Batfarma, საქართველო; methamizole sodium, pitophenon hydrochloride, fenpiverinium bromide).

ანალგინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი თავის
  • ტკივილი კბილის
  • დამწვრობა
  • ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში
  • დისმენორეა
  • ართრალგია
  • ნევრალგია
  • რადიკულიტი
  • მიოზიტი
  • ცხელება გრიპის
  • მწვავე რესპირატორული ინფექციები
  • კოლიკა თირკმლის
  • კოლიკა ღვიძლის

ანალგინის საფირმო აღწერიდან

ანალგინის ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაკავშირებულია ანთების ენდოგენური მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც ტკივილის რეაქციის წარმოქმნაში მონაწილეობს. ანალგინი ხელს უშლის ნერვულ ბოჭკოებში ტკივილის იმპულსების გატარებას და ზრდის აგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ნეიტროფილური ლეიკოციტებიდან, ბაქტერიული ენდოტოქსინებიდან და ა. შ. ნივთიერებების წარმოქმნისა და გამოთავისუფლების შემცირებით.

ანალგინის ფარმაკოკინეტიკა

ანალგინი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ჰიდროლიზდება ნაწლავის კედელში აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.

კუნთში შეყვანისას ანალგინი ასევე სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სისხლში მხოლოდ მეტაბოლიტების სახით აღინიშნება.

მეთამიზოლი და მისი მეტაბოლიტები ძალიან სუსტად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. ისინი სწრაფად და თანაბრად ნაწილდებიან ქსოვილებში.

პარენტერული გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1_1.5 სთ-ში მიიღწევა. პერორალური მიღებისას მოქმედება 20-40 წთ-ში ვითარდება და მაქსიმუმს 2 სთ-ში აღწევს.

ნახევარგამოყოფის პერიოდი 7 სთ-ია. ღვიძლში განიცდის ჟანგვით დეზამინირებას. ბავშვებში დეზამინირების პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ხშირი გამოყენებისას (ოთხზე მეტჯერ დღეში) შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და ინტოქსიკაცია. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. შეყვანილი დოზის 71% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში, 18% – 24 სთ-დან 48 სთ-მდე.

ანალგინის ჩვენებები

სხვადასხვა წარმოშობის და ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომი: თავის, კბილის ტკივილი, დამწვრობა, ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, დისმენორეა, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, მიოზიტი; ცხელება გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს; თირკმლისა და ღვიძლის კოლიკა (სპაზმოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში).
მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები: პერორალურად მოზრდილებში ინიშნება 0.5-1 გ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 3 გ. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ასაკის მიხედვით; მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა – 250 მგ.
საინიექციო ხსნარი: მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში ძლიერი ტკივილის დროს – 1-2 მლ 25%-იანი ან 50%-იანი ხსნარი 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ანალგინისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო კანქვეშა ინიექციები მტკივნეულია.

ბავშვებში ინიშნება ერთჯერადი დოზით – 0.1-0.2 მლ 50%-იანი ხსნარი ან 0.2-0.4 მლ 25%-იანი ხსნარი 10 კგ სხეულის მასაზე. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით.

ანალგინის გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

ანალგინის უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი.

ანალგინის ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრსა და ორსულობის ბოლო 6 კვირის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

ანალგინის განსაკუთრებული მითითებები

ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ანალგინის მოქმედების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს. ანალგეზიური ეფექტი ძლიერდება კოდეინთან ერთდროული გამოყენებისას. ანალგინი აძლიერებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოქმედებას. მერკაზოლილთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების ალბათობა.
შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
საინიექციო ხსნარი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა

ტაბლეტები და საინიექციო ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ტაბლეტები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ურეცეპტოდ).
საინიექციო ხსნარი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (რეცეპტით).

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka