ბათბაქტამი

ბათბაქტამი

ბათბაქტამის ზოგადი ინფორმაცია

ბათბაქტამი. Batbaktam. ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ამპიცილინი + სულბაქტამი. Ampicillin + Sulbactam. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J01CR01. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

ბათბაქტამის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათბაქტამი. Batbaktam გამოდის 1.5 გ ფხვნილის (ფლაკონში) და  1+1%-იანი გამხსნელის (ამპულაში) ფორმით. 1 ფლაკონი შეიცავს  0.75 გ – 1.5 გამპიცილინს (ნატრიუმის მარილის სახით) – 0.5 გ – 1.0 გ, სულბაქტამს (ნატრიუმის მარილის სახით) – 0.25 გ – 0.5 გ. 1 ამპულა გამხსნელით შეიცავს 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარს – 3.5 მლ – 3.5 მლ.

ბათბაქტამის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათბაქტამი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათბაქტამის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათბაქტამის ფასები ფარმადეპოში
ბათბაქტამის ფასები ავერსში
ბათბაქტამის ფასები psp-ში
ბათბაქტამის ფასები სხვა აფთიაქებში

ბათბაქტამის აქტიური ნივთიერებები

ამპიცილინი + სულბაქტამი. Ampicillin + Sulbactam. ამპიცილინს + სულბაქტამს მიაკუთვნებენ პენიცილინების ჯგუფს.

ბათბაქტამის სინონიმები

ამპისიდი 1.5 მგ (Ampisid 1.5 mg, Asfarma, თურქეთი), ამპისიდი 375მგ (Ampisid 375 mg, Asfarma, თურქეთი), ამპისიდი 750 მგ (Ampisid 750 mg, Asfarma, თურქეთი).

ბათბაქტამის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები
  • ინტრააბდომინური ინფექციები
  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები
  • ვენერული დაავადებები (გონორეა)
  • სეპტიცემია

ბათბაქტამის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბათბაქტამი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი.
ამპიცილინი 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებულია, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. ამპიცილინი ბაქტერიის უჯრედულ მემბრანაში აინჰიბირებს მუკოპეპტიდების ბიოსინთეზს. პრეპარატი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმებზე.

სულბაქტამი β-ლაქტამაზების ინჰიბიტორია. იგი განაპირობებს ამპიცილინის მოქმედებას რეზისტენტულ (β-ლაქტამაზების წარმომქმნელ) შტამებზე.

in vitro ბათბაქტამის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნის და არ წარმოქმნის β-ლაქტამაზებს: Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes da Streptococcus viridans; ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნის და არ წარმოქმნის β-ლაქტამაზებს: Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoe, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morgani.
პრეპარატის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium species, Peptococcus species, Peptostreptococcus species, Bacteroides species (B. Fragilis ჩათვლით).
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ბათბაქტამი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. 1.5 გ პრეპარატის კუნთში შეყვანისას ამპიცილინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 30-40 წთ-ში მიიღწევა და 8-37 მკგ/მლ-ს შეადგენს, სულბაქტამის Cmax სისხლის პლაზმაში 30-52 წთ-ში მიიღწევა და 6-24 მკგ/მლ-ს შეადგენს.

1.5 გ პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ამპიცილინისა და სულბაქტამის Cmax სისხლის პლაზმაში 15 წთ-ში მიიღწევა და შესაბამისად 40-71 და 21-40 მკგ/მლ-ს შეადგენს.
ამპიცილინის დაახლოებით 28% და სულბაქტამის დაახლოებით 38% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამპიცილინი და სულბაქტამი კარგად აღწევენ ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის, პერიტონეალურ სითხეში, შუა ყურის სითხეში, კანში, ნერწყვში, ალვეოლებსა და ბრონქებში, პერიკარდიუმში, მიოკარდიუმში და ენდოკარდიუმში, ნაღვლის ბუშტსა და ნაღველში, ქალის სასქესო ორგანოებში, წინამდებარე ჯირკვალში, აპენდიქსში. ამპიცილინი და სულბაქტამი უმნიშვნელო რაოდენობით გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, თუმცა მენინგეალური გარსების ანთების დროს მათი გამავლობა რამდენადმე გაზრდილია. ამპიცილინი და სულბაქტამი გადიან პლაცენტურ ბარიერს; მცირე რაოდენობით აღწევენ დედის რძეში.
მოზრდილებში ამპიცილინის განაწილების მოცულობა (Vd) არის 0.28-0.33 ლ/კგ, სულბაქტამის – 0.24-0.4 ლ/კგ. ბავშვებში სულბაქტამის განაწილების მოცულობაა 0.31-0.38 ლ/კგ.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამპიცილინისა და სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 1 სთ-ია. გამოიყოფიან თირკმლებით ძირითადად უცვლელი სახით. შეყვანიდან 8 სთ-ის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 75-85%.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები;

• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
• ინტრააბდომინური ინფექციები;
• შარდსასქესო სისტემის ინფექციები;

• ვენერული დაავადებები (გონორეა);
• სეპტიცემია.
მიღების წესები და დოზები
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (ამპიცილინი/სულბაქტამი) იხსნება ამპულის შიგთავსით (3.5 მლ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი). კუნთში შესაყვანად მომზადებული ხსნარი გამოიყენება გახსნიდან 1 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში.

პრეპარატის ვენაში შეყვანისას დაუშვებელია გამხსნელის სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება!
ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად) შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (ამპიცილინი/სულბაქტამი) იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან ნებისმიერ სხვა შეთავსებად ხსნარში (მაგ., 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზას საინექციო ხსნარი, რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი, M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი). ქაფის გაქრობის შემდეგ ვიზუალურად მოწმდება ბოლომდე გაიხსნა თუ არა პრეპარატი გამხსნელში. დოზა შეჰყავთ ნაკადურად 3 წთ-ის განმავლობაში. შესაძლებელია მისი განზავება და წვეთოვნად შეყვანა 15-30 წთ-ის განმავლობაში.

მოზრდილებში: სადღეღამისო დოზაა 1.5 გ-დან (1 გ ამპიცილინი/0.5 გ
სულბაქტამი) 12 გ-მდე (8 გ ამპიცილინი/4 გ
სულბაქტამი). სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 გ.
ბათბაქტამი ინიშნება ყოველ 6-8 საათში; საშუალო სიმძიმის ინფექციებისას _ ყოველ 12 საათში.
ბავშვებსა და ახალშობილებში: სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ/კგ დღეში (რაც შეესაბამება 100 მგ/კგ ამპიცილინისა და 50 მგ/კგ სულბაქტამის სადღეღამისო დოზებს); დოზა 3-4 მიღებაზე იყოფა. დღენაკლულებსა და ერთი კვირის ახალშობილებში რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე.
თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყოფა თანაბარი ხარისხით ირღვევა, ამიტომ პლაზმაში მათი კონცენტრაციების თანაფარდობა არ იცვლება. ასეთ ავადმყოფებში საჭიროა პრეპარატის უფრო იშვიათი შეყვანა, ამპიცილინის გამოყენების ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად.

ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ მკურნალობა კიდევ 48 სთ-ს უნდა გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-14 დღე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნებელი სისტემის მხრივ: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ტრანსამინაზების (AST, ALT) აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, ერითემა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია. ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას – ტკივილი შეყვანის ადგილას, ვენაში შეყვანისას – ფლებიტი.
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
• ინფექციური მონონუკლეოზი;
• ლიდოკაინის ჰიდროქლირიდი გამხსნელის სახით არ გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მძიმე ფორმების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შერევა სხვა ანტიბიოტიკებთან ერთ ფლაკონში ან შპრიცში დაუშვებელია. მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების კონტროლი.
სეფსისის მკურნალობისას შესაძლოა ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ანტიჰისტამინური საშუალებებისა და კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ ძალზე შეზღუდულია. იშვიათად შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციით დაგროვებამ შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს. ამპიცილინი და სულბაქტამი გამოიყოფიან დიალიზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბათბაქტამი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სისხლის პრეპარატებთან, ცილოვან ჰიდროლიზატებთან, ამინოგლიკოზიდებთან. ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები (ენტერალურად დანიშვნისას) ამცირებენ აბსორბციას; ასკორბინის მჟავა ზრდის აბსორბციას.

ბათბაქტამი ავლენს სინერგიზმს ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან (მათ შორის, ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) და ანტაგონიზმს ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) ურთიერთქმედებისას.

ბათბაქტამი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტიანობას.

პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების, ეთინილესტრადიოლისა და იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობას, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში პარაამინობენზოის მჟავა წარმოიქმნება. დიურეტიკები, ალოპურინოლი, ფენილბუთაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებს მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან ამპიცილინის კონცენტრაციას პლაზმაში. ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..