ბათფერონი

ბათფერონი

ბათფერონის ზოგადი ინფორმაცია

ბათფერონი. Batferon. ანტივირუსული  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მეთილგლუკამინის აკრიდონაცენატი. Methylglucamine acridonacetate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – L03AA. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

ბათფერონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათფერონი. Batferon გამოდის 0.15 გ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აკრიდონძმარმჟავას – 0.15 გ-ს, N-მეთილგლუკამინს – 0.146 გ-ს. დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, ტალკი, აეროსილი.

ბათფერონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათფერონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათფერონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათფერონის ფასები ფარმადეპოში
ბათფერონის ფასები ავერსში
ბათფერონის ფასები psp-ში
ბათფერონის ფასები სხვა აფთიაქებში

ბათფერონის აქტიური ნივთიერება

მეთილგლუკამინის აკრიდონაცენატი. Methylglucamine acridonacetate. მეთილგლუკამინის აკრიდონაცენატს მიაკუთვნებენ იმუნომოდულატორების ჯგუფს.

ბათფერონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • აივ ინფექცია (2А–3В სტადია)
  • გრიპი
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • В ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკული
  • С ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკული
  • ჰერპესული ინფექცია
  • ნეიროინფექციები
  • მენინგიტები სეროზული
  • ენცეფალიტები
  •  ლაიმას დაავადება
  •  მწვავე ნაწლავური ინფექციები

ბათფერონის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბათფერონი წარმოადგენს ინტერფერონის დაბალმოლეკულურ ინდუქტორს, რაც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ანტივირუსული, იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა).
პრეპარატის მიღების შემდეგ ინტერფერონის ძირითად უჯრედ-პროდუცენტებს წარმოადგენს მაკროფაგები, T – და B-ლიმფოციტები. ინფექციის ტიპის მიხედვით ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის გადაჭარბებულ აქტიურობას. პრეპარატი ახდენს ლიმფოიდური ელემენტების შემცველ ქსოვილებსა და ორგანოებში (ელენთა, ღვიძლი, ფილტვები) ინტერფერონის მაღალი ტიტრების ინდუცირებას, გრანულოციტების წარმოქმნის სტიმულირებით ააქტიურებს ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს. ბათფერონი ააქტიურებს Т-ლიმფოციტებსა და ბუნებრივ ქილერ უჯრედებს, ახდენს Т-ჰელპერებისა და Т-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის ბალანსის ნორმალიზებას. პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
პრეპარატი ეფექტურია ტკიპისმიერი ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების, ციტომეგალოვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), პაპილომას ვირუსის და სხვა ვირუსების მიმართ. დადგენილია პრეპარატის მაღალი ეფექტურობა იმუნოთერაპიის კომპონენტის სახით მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების (ნეიროინფექცია, ქლამიდიოზი, ბრონქიტი, პნევმონია, ოპერაციის შემდგომი გართულებები, უროგენიტალური ინფექციები და სხვა) კომპლექსურ თერაპიაში.
ბათფერონი ავლენს მაღალეფექტურობას შემაერთებელი ქსოვილების რევმატული და სისტემური დაავადებისას, რადგან იგი თრგუნავს აუტოიმუნურ რეაქციებს და ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მაქსიმალური დასაშვები დოზის მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 2–3 სთ-ში მიიღწევა. 24 სთ-ის შემდეგ აქტიური ნივთიერება პლაზმაში კვალის სახით აღინიშნება. პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 4–5 სთ-ს შეადგენს. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით. ხანგრძლივი გამოყენებისას ორგანიზმში არ კუმულირებს.
ჩვენებები
მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
• აივ ინფექცია (2А–3В სტადია);
• გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადებები;
• В და С ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები;
• ჰერპესული ინფექცია;
• ნეიროინფექციები (სეროზული მენინგიტები და ენცეფალიტები, ლაიმას დაავადება);
• მწვავე ნაწლავური ინფექციები.
4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
• აივ ინფექცია (2А–3В სტადია);
• გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• В და С ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები;
• ჰერპესული ინფექცია;
• მწვავე ნაწლავური ინფექციები.
მიღების წესები და დოზები
ბათფერონის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, დაუღეჭავად.
მოზრდილები
• აივ ინფექციის (სტადია 2А–3В) დროს ინიშნება 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს და შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით – 4 ტაბლეტი 3-5 დღეში ერთხელ 2.5 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი – 100-150 ტაბლეტი. განმეორებით კურსს ატარებენ წინა კურსის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს ინიშნება საბაზო კურსი – 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს. მკურნალობის კურსი _ 3 გ (20 ტაბლეტი).
• გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ ინიშნება 2_4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8 დღეს. მკურნალობის კურსი – 1.5-3 გ (10-20 ტაბლეტი). მკურნალობის დაწყება საჭიროა ინფექციის პირველი სიმპტომებისთანავე. დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს პირველ მიღებაზე 6 ტაბლეტი მიიღება. აუცილებლობისას დამატებით სიმპტომურ თერაპიას (სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი საშუალებები) ატარებენ.
• В და С ვირუსული ქრონიკული ჰეპატიტების დროს ინიშნება 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს და შემდეგ, პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას, შემანარჩუნებელი სქემით – 4 ტაბლეტი 3-5 დღეში ერთხელ 2.5 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი – 100-150 ტაბლეტი. ქრონიკული С ჰეპატიტისა და ჰეპატიტის შერეული ფორმების დროს აუცილებელია მკურნალობის კურსის 1-2-ჯერ განმეორება წინა კურსის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. რეკომენდებულია თერაპიაში ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან შეთავსება.
• ჰერპესული ინფექციის დროს ინიშნება 2_4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს. მკურნალობის კურსი – 3-6 გ (20-40 ტაბლეტი). მკურნალობა გამწვავების დასაწყისში იწყება.
• ნეიროინფექციების დროს ინიშნება საბაზო კურსი – 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს და შემდეგ შემანარჩუნებელი სქემით _ 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 5 დღეში ერთხელ 2.5 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი _ 15 გ (100 ტაბლეტი).
• ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს ინიშნება საბაზო კურსი – 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8 დღეს და შემდეგ – 2 ტაბლეტი მე-11, მე-14, მე-17, მე-20, 23-ე დღეს. მკურნალობის კურსი – 3 გ (20 ტაბლეტი).
ბავშვები
ბათფერონის ტაბლეტები ბავშვებში ინიშნება შემდეგი საბაზო სქემით: 4-6 წლის ასაკში – 150 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, 7-11 წლის ასაკში – 300 მგ (2 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, 12 წლის ასაკის ზემოთ _ 450 მგ (3 ტაბლეტი) დღეში ერთხელ. განმეორებითი კურსის ჩატარება მიზანშეწონილია წინა კურსის დასრულებიდან 2_3 კვირის შემდეგ.
• აივ ინფექციის (სტადია 2А–3В) დროს პრეპარატი ინიშნება საბაზო სქემით, მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17, მე-20 დღეს და შემდეგ _ 3_5 დღეში ერთხელ 5 თვის განმავლობაში.
• მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ასაკზე და შეადგენს 5_15 ტაბლეტს.
• გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ზრდის პერიოდში გადაუდებელი არასპეციფიკური პროფილაქტიკისათვის პრეპარატი ინიშნება ზემოთ აღნიშნული დოზებით, ასაკის მიხედვით, მკურნალობის 1-ლ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8 დღეს, შემდეგ – 5-ჯერ 72 სთ-იანი ინტერვალით.
მკურნალობის კურსი – 10 – 30 ტაბლეტი.
• მწვავე ვირუსული В და С ჰეპატიტების დროს პრეპარატი ინიშნება ზემოთ აღნიშნული დოზებით, 2-ჯერ 24 სთ-იანი ინტერვალით, შემდეგ – 3-ჯერ 48 სთ-იანი ინტერვალით, შემდეგ კი – 5-ჯერ 72 სთ–იანი ინტერვალით. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ასაკზე და შეადგენს 10-30 ტაბლეტს.
• ქრონიკული В ან/და С ჰეპატიტის დროს პრეპარატი ინიშნება ზემოთ აღნიშნული დოზებით, 48 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ასაკზე და შეადგენს 50_150 ტაბლეტს.
• ჰერპესული ინფექციის დროს პრეპარატი მიიღება მკურნალობის 1-ლ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11, მე-14 დღეს. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხსა და გამოხატულ კლინიკურ სიმპტომებზე.
• მწვავე ნაწლავური ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება მკურნალობის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-11 დღეს, დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი – 6-18 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო საშუალებასთან (ინტერფერონები, ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებები და სხვა), რომლებიც გამოიყენება ჩვენებებში აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (რეცეპტით).

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..