ბიოქსინი

ბიოქსინი

ბიოქსინის ზოგადი ინფორმაცია

ბიოქსინი. Bioxin. ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ინოზინი. Inosine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C01EB. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

ბიოქსინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიოქსინი. Bioxin გამოდის 10 მლ 2% ამპულის ფორმით. 1 ამპულა შეიცავს აქტიური ნივთიერებას ინოზინს – 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ჰექსამეთილენტეტრამინი – 20 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1 M ხსნარი – pH 7.8-8.6-მდე, საინიექციო წყალი – 10 მლ-მდე.აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითლად შეფერილი სითხე.

ბიოქსინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიოქსინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიოქსინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიოქსინის ფასები ფარმადეპოში
ბიოქსინის ფასები ავერსში
ბიოქსინის ფასები psp-ში
ბიოქსინის ფასები სხვა აფთიაქებში

ბიოქსინის აქტიური ნივთიერება

ინოზინი. Inosine. ქიმიური დასახელება – 1,9-დიჰიდრო-9-ბეტა-D-რიბოფურანოზილ -6H-პურინ-6-ონი. ბრუტო–ფორმულა: C10H12N4O5. ინოზინს მიაკუთვნებენ ანაბოლიკების ჯგუფს. CAS-კოდი: 58-63-9.

ბიოქსინის სინონიმები

რიბოქსინი (Riboxin, Batfarma, საქართველო).

ბიოქსინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გულის იშემური დაავადება
  • მიოკარდიოდისტროფია
  • გულის რითმის დარღვევები,  საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ჰეპატიტი
  • ღვიძლის ციროზი
  • ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
  • უროკოპროპორფირია
  • ინტოქსიკაცია სამკურნალო საშუალებებით
  • ალკოჰოლიზმი
  • ლეიკოპენია რადიოაქტიური დასხივებისას
  • ოპერაცია იზოლირებულ თირკმელზე

ბიოქსინის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ინოზინი მიეკუთვნება პურინის წარმოებულ, ანაბოლურ არასტეროიდულ ნივთიერებებს. იგი ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) პრეკურსორია. პრეპარატი ანტიჰიპოქსიურ, მეტაბოლურ და ანტიარითმიულ მოქმედებას ახდენს. ინოზინი ზრდის მიოკარდიუმის ენერგეტიკულ ბალანსს, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას. იგი მონაწილეობს გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივაციას ჰიპოქსიის პირობებში და ატფ-ის არარსებობისას.
პრეპარატი ააქტივებს პიროყურძნისმჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინ-დეჰიდროგენაზას აქტივაციას. პრეპარატი ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, აძლიერებს კრებსის ციკლის ზოგიერთი ენზიმის აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა
მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავის წარმოქმნითა და მისი შემდგომი დაჟანგვით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
გულის იშემური დაავადება, მიოკარდიოდისტროფია, საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რიტმის დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, უროკოპროპორფირია, ინტოქსიკაცია სამკურნალო საშუალებებით, ალკოჰოლიზმი, ლეიკოპენია რადიოაქტიური დასხივებისას, ოპერაცია იზოლირებულ თირკმელზე.
მიღების წესები და დოზები
ბიოქსინი შეჰყავთ ვენაში ნაკადურად (ნელა) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში). მკურნალობა იწყება 200 მგ (10 მლ 2% ხსნარი) ინოზინის ერთხელ დღეში შეყვანით, შემდეგ კარგი ამტანობისას დოზა იზრდება 400 მგ-დე 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 10-15 დღე.
გულის რიტმის მწვავე დარღვევისას შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი დოზით – 200-400 მგ (10-20 მლ 2%-იანი ხსნარი) ნაკადურად შეყვანა.
თირკმლის იშემის დროს ფარმაკოლოგიური დაცვის მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ვენაში ნაკადურად ერთჯერადი დოზით – 1.2 გ (60 მლ 2% ხსნარი) თირკმლის არტერიის ოკლუზიამდე 5-15 წთ-ით ადრე, ხოლო შემდეგ კიდევ 0.8 გ (40 მლ 2% ხსნარი) სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე.
ვენაში წვეთოვნად შესაყვანად ბიოქსინის 2% ხსნარს განაზავებენ გლუკოზის 5% ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (250 მლ-მდე).
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები – ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, კანის ჰიპერემია. ამ დროს პრეპარატის მიღებას წყვეტენ. იშვიათად – სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა. ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია პოდაგრის გამწვავება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, პოდაგრა, ჰიპერურიკემია.
განსაკუთრებული მითითებები
შენახვის პროცესში (20°C-ზე დაბალი ტემპერატურის დროს) ამპულებში ინოზინის კრისტალების გამოლექვის შემთხვევაში ამპულებს 15-20 წთ განმავლობაში ათბობენ წყლის აბაზანაზე 30°C-მდე, კრისტალების სრულ გახსნამდე. ამ დროს პრეპარატის თვისებები არ იცვლება, პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არანაკლებ 20ºC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია გაყინვა!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი)

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..