ბიო-რიტმო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიასთენიური და ფსიქოტონური საშუალებები

ათქ კლასიფიკაციის კოდი A 13 A

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ორალური ხსნარი: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 20 ც.
1 ამპ.
არგინინის ასპარტატი………………….. 4 გ
ვიტამინი B6…………………………………… 0.1გ
კალციუმის პანგამატი………………. 0.1გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამჟამად არსებობს ვრცელი ბიბლიოგრაფია ბიო-რიტმოს შემადგენლობაში შემავალი ორი ამინომჟავის ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ. შარდოვანას ციკლში და ტრიკარბოქსილურ ციკლში აქტიურად ჩართული ასპარგინის მჟავისა და არგინინის არსებობა არ არის აუცილებელი მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ენერგიაზე. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში და ახორციელებენ შარდოვანას ფორმაციის გავლით ნიტროგენული პროდუქტების დაახლოებით 80%-ის ელიმინაციას. ისინი მონაწილეობენ ნუკლეოპროტეინების ფორმირებაში, და ამ გზით ასტიმულირებენ სეკრეტორული უჯრედის აქტივობას. ექსპერიმენტულ დონეზე დამტკიცებულია ამ ორი ამინომჟავის მნიშვნელოვანი კუმულაცია კუნთებში, ტვინში და ტესტიკულურ ქსოვილებში. “არგინინ-ასპარტატის” კომბინაციის წყალობით ბიო-რიტმოს აქვს ანტიასთენიური ეფექტი ორივე – ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ და სექსუალურ – დონეზე. იგი ხელს უწყობს ნეირომუსკულური, გულის და სექსუალური აგზნებადობის აღდგენას, ინტელექტუალური შესაძლებლობების აქტივაციას.
ბიო-რიტმო ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს და კალციუმის პანგამატს.
ბიო-რიტმო ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს და დ-გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას კალციუმის მარილის სახით. მრავალფეროვანმა კლინიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ დ-გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას, რომელიც არსებობს კალციუმის მარილის სახით, აქვს დეტოქსიკაციური, მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვით აქტივობას, ხელს უწყობს კორონალურ და ცერებრულ სტიმულაციას და აღადგენს სქესობრივი ფუნქციის ნორმალურ დონეს. ვიტამინი B6-ის, როგორც კოენზიმის როლი, ამინომჟავების მეტაბოლიზმის ბევრ სტადიაზე უკვე კარგად არის ცნობილი. იგი მოქმედებს როგორც მთავარი ფერმენტული მასტიმულირებელი ფაქტორი ფოსფორილირებისა და სინთეზის ყველა პროცესში.

ჩვენებები
– პირველადი და მეორადი ასთენია;
– ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
– ნაადრევი სიბერის ნიშნები;
– ძილის, ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევები;
– ალკოჰოლიზმის, მწეველობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევებისა და ინფექციების შემთხვევაში, როგორც დეტოქსიკაციური და ანტიოქსიდანტური საშუალება;
– სექსუალური ფუნქციების დაქვეითება და ოლიგოასთენოსპერმია;
– სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღებად 1-3 ამპულა დღეში ჭამის დროს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.
გვერდითი მოვლენები
აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები
ნეფრიტი, თირკმლის ქრონიკული აციდოზი, ქრონიკული რესპირატორული აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი არცერთი ინგრედიენტის მიმართ უკუჩვენება ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე: არ არის აღწერილი.

ჭარბი დოზირება:
ინგრედიენტები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბიო-რიტმოს შემადგენლობაში, შეადგენენ საკვების შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა, თუნდაც ამპულების ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება L-დოპასთან ერთად (რამდენადაც B6 ვიტამინი აინჰიბირებს L-დოპას).

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ხსნარი 20 ამპულა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..