nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ბიფლაზიმი

ბიფლაზიმის ზოგადი ინფორმაცია

ბიფლაზიმი. BIFLAZYM. ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ტრიპსინი + ქიმოტრიპსინი. Trypsin + Chymotrypsin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M09AB552. მწარმოებელი ფირმა – Amoun Pharmaceutical Co. S.A.E. (ეგვიპტე).

ბიფლაზიმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიფლაზიმი. BIFLAZYM გამოდის შემოგარსული ტაბლეტების ფორმით. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 ერთ. BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინს, 300 ერთ. BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: აეროსილს, დექსტრატს, მაგნიუმის სტეარატს, პრეჟელატინიზირებული სახამებელს, სტეარინის მჟავას, აცეტონს, ცელაცეფატს, დიეთილფტალატს, სეპისპერსი ცისფერს K1009.

ბიფლაზიმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიფლაზიმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიფლაზიმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიფლაზიმის ფასები ფარმადეპოში
ბიფლაზიმის ფასები ავერსში
ბიფლაზიმის ფასები psp-ში
ბიფლაზიმის ფასები სხვა აფთიაქებში

აქტიური ნივთიერებები

ტრიპსინი + ქიმოტრიპსინი. Trypsin + Chymotrypsin. ტრიპსინს + ქიმოტრიპსინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

ბიფლაზიმის სინონიმები

ქიმორალ ფორტე (CHYMORAL FORTE, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი).

ბიფლაზიმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • შეშუპება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული
  • ჰემატომები პოსტტრავმული და პოსტოპერაციული
  • დაჭიმულობები
  • ჰემატომები
  • მოტეხილობები
  • ფარინგიტები
  • ლარინგიტები
  • სინუსიტები
  • ოტიტები
  • ევსტაქიტები
  • თვალის ტრავმები
  • სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში ოპერაციის შემდგომი
  • ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება
  • ტრაქეობრონქიტები
  • კბილის ამოღება
  • პერიოდონტიტი
  • ღრძილების ანთება
  • სტომატოლოგიური  ოპერაციები
  • ყბა-სახის ოპერაციები
  • მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
  • შეშუპება პერინეალური
  • მასტიტები

ბიფლაზიმის საფირმო აღწერიდან

ბიფლაზიმის ფარმაკოლოგიური თვისებები

ბიფლაზიმი® მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეაზული ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
გასტრორეზისტენტული და ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, მხოლოდ ნაწლავში შეწოვის გამო უზრუნველყოფენ როგორც კარგ ამტანობას, ასევე მაღალ ეფექტურობას.

ბიფლაზიმის ჩვენებები

ანთება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად, განსაკუთრებით:

ბიფლაზიმიტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში:

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პტოფილაქტიკა.
დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპებების შედეგები.

ლორ პრაქტიკაში:

ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტები, ევსტაქიტები.

ბიფლაზიმი ოფთალმოლოგიაში:

თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.

ბიფლაზიმი პულმონოლოგიაში:

ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები.

ბიფლაზიმი სტომატოლოგიაში:

კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.

ბიფლაზიმი გინეკოლოგიაში:

მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტები.
ბიფლაზიმი® ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დუფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

ბიფლაზიმი მიღების წესები და დოზები

მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბიფლაზიმი უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ.

ბიფლაზიმის განსაკუთრებული მითითებები

ინფექციების დროს უნდა მოხდეს პრეპარატის ანტიბიოტიკებთან კომბინირება.

ბიფლაზიმის შენახვის პირობები და ვადები

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka