ბლესტარი ბლესტარ ფორტე

ბლესტარი ბლესტარ ფორტე

ბლესტარი ბლესტარ ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

ბლესტარი ბლესტარ ფორტე. BLESTAR BLESTAR FORTE. ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ბეტაჰისტინი. Betahistine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N07CA01. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

ბლესტარი ბლესტარ ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბლესტარი ბლესტარ ფორტე. BLESTAR BLESTAR FORTE გამოდის 8მგ და 16მგ ტაბლეტის ფორმით. აღწერილობა: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით. ბლესტარის 1 ტაბლეტი შეიცავს ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 8 მგ; ბლესტარ ფორტეს 1 ტაბლეტი შეიცავს ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 16 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ბლესტარ ბლესტარ ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბლესტარი ბლესტარ ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბლესტარ ბლესტარ ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბლესტარ ბლესტარ ფორტეს ფასები ფარმადეპოში
ბლესტარ ბლესტარ ფორტეს  ფასები ავერსში
ბლესტარ ბლესტარ ფორტეს  ფასები psp-ში
ბლესტარ ბლესტარ ფორტეს  ფასები სხვა აფთიაქებში

ბლესტარი ბლესტარ ფორტეს აქტიური ნივთიერება

ბეტაჰისტინი. Betahistine. ქიმიური დასახელება –  N-მეთილ-2-პირიდინეთამინიეთანამინი (და დიჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C8H12N2. ბეტაჰისტინს მიაკუთვნებენ ანგიოპროტექტორების და მიკროცირკულაციის კორექტორების, ასევე ჰისტამინომიმეტიკების ჯგუფებს. CAS-კოდი: 5638-76-6.

 

ბლესტარი ბლესტარ ფორტეს სინონიმები

ემპერინი (Emperin, EGIS, გერმანია), ვაზოსერკი (VASOSERC, Abdiibrahim, თურქეთი), ვაზოსერკი BID (VASOSERC BID, Abdiibrahim, თურქეთი), ვაზოსერკი ფორტე (VASOSERC FORTE, Abdiibrahim, თურქეთი), მიკროზერი (Microser, Prodotti Formenti, იტალია).

ბლესტარი ბლესტარ ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მენიერის დაავადება
  • ვესტიბულური თავბრუსხვევა სხვადასხვა გენეზის
  •  სინდრომები, თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით მიმდინარე, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით
ბლესტარი ბლესტარ ფორტეს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს, იგი მოქმედებს ცნს-ის ვესტიბულური ბირთვების და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე. პრეპარატი პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით აუმჯობესებს კაპილარების გამტარობასა და მიკროცირკულაციას. ახდენს ენდოლიმფური წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბაზილარულ არტერიებში. ბლესტარი აინჰიბირებს აგზნებადობის პიკების წარმოქმნას ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ ბლესტარი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს ორი მეტაბოლიტის წარმოქმნით. ბლესტარის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-5 სთ-ში, მისი უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით სამი დღის განმავლობაში.
ჩვენებები
– მენიერის დაავადება;
– სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა;
– სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს – 8-16 მგ-ს სამჯერ დღეში ჭამის დროს. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს – 24-48 მგ-ს დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
ბლესტარი ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი, ტრემორი, პერიფერიული ვაზოდილატაცია, გაძლიერებული პულსაცია და ტაქიკარდია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ფეოქრომოციტომა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის, ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ასევე ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობის დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ბლესტარი არ ინიშნება ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..