ბრუმეტონი

ბრუმეტონი

ბრუმეტონის ზოგადი ინფორმაცია

ბრუმეტონი. Brumeton. მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ბეტამეთაზონი + ნატრიუმის სულფაცეტამიდი. Betamethasone + Sulfacetamide sodium. მწარმოებელი ფირმა – BRUSCHETINI S.r.l. (იტალია).

ბრუმეტონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბრუმეტონი. Brumeton გამოდის 5 მლ კოლოიდური ხსნარის (თვალისა და ყურის წვეთების) ფორმით. თითოეული მლ შეიცავს ბეტამეტაზონს 1 მგ, ნატრიუმის სულფაცეტამიდს 100მგ და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის თიოსულფატს ნატრიუმის ბისულფატს, ნატრიუმის ედეტატს, მეტილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, ლანოლინის ეთოქსილატურ ეთერებს, პოლისორბატ 80-ს, ფენილვერცხლისწყლის აცეტატს, გამოხდილ წყალს.

ბრუმეტონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბრუმეტონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბრუმეტონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბრუმეტონის ფასები ფარმადეპოში
ბრუმეტონის  ფასები ავერსში
ბრუმეტონის  ფასები psp-ში
ბრუმეტონის  ფასები სხვა აფთიაქებში

ბრუმეტონის აქტიური ნივთიერებები

ბეტამეთაზონი + ნატრიუმის სულფაცეტამიდი. Betamethasone + Sulfacetamide sodium.

ბრუმეტონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • თვალის ზედაპირული ინფექციები, სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით, პნევმონიით, Haemophilus influentiae და ასევე Moraxella lacunata (Morax-Axenfeld-ის დიპლობაცილით), Klebsiella pneumoniae (ფრიდლედერის ბაცილა), Escheria coli, აერობაქტერიული აეროგენებით და ალბუციდის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული
  • კონიუქტივიტი მწვავე
  • კონიუქტივიტი ქრონიკული
  • კონიუქტივიტი ალერგიული
  • კონიუქტივიტი ფლიქტენარული
  • ბლეფარიტი ქრონიკული
  • ბლეფარიტი ალერგიული
  • კერატიტი ინტერსტიციული
  • კერტოკონიუქტივიტი ფლიქტენარული
  • სკლერატიტი
  • ეპისკლერატიტი
  • ირიტი ქრონიკული
  • ირიტი ტრამვული მწვავე
  • ირიდოციკლიტი
  • ოტიტი გარეგანი
  • შუალედური ოტიტი
  • ფურუნკულოზი
  • გარე სასმენი არხის ანთებითი ფორმები (ეგზემა და დერმატიტი)

ბრუმეტონის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
თვალის დაავადებებში:
ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია თვალის ზედაპირული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით, პნევმონიით, Haemophilus influentiae და ასევე Moraxella lacunata (Morax-Axenfeld-ის დიპლობაცილით), Klebsiella pneumoniae (ფრიდლედერის ბაცილა), Escheria coli, აერობაქტერიული აეროგენებით და ალბუციდის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმებით, ასევე წინა თვალის სეგმენტის ყველა სხვა სახის ალერგიული და ანთებითი პროცესების დროს, როგორიცაა კონიუქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, ალერგიული, ფლიქტენარული), ქრონიკული და ალერგიული მწვავე ბლეფარიტი, ინტერსტიციალური კერატიტი, ფლიქტენარული კერტოკონიუქტივიტი, სკლერატიტი და ეპისკლერატიტი, ქრონიკული და ტრამვული მწვავე ირიტი და ირიდოციკლიტი, განსაკუთრებით როცა არსებობს ინფექციური გართულებების საშიშროება.
ოტორინოლარინგოლოგიაში:
ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია გარეგანი და შუალედური ოტიტის დროს, მყისიერად აყუჩებს ტკივილს; გამოიყენება ფურუნკულოზისას და გარე სასმენი არხის ანთებითი ფორმების დროს, როგორიცაა ეგზემა და დერმატიტი, გასაკუთრებით კი როცა გამოწვეულია მიკრობებით.
მიღების წესები და დოზები
დოზა.
ჩაიწვეთეთ ხსნარის 1–2 წვეთი თვალის შიდა კონიუქტივალურ პარკში ან გარე აუდიტორულ არხში დღეში 3–4 ჯერ და 1–2 ჯერ ღამით.
სასურველი შედეგის მიღების შემდეგ დოზა შეგიძლიათ შეამციროთ, თუმცა, მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა რეკომენდირებული არ არის ქრონიკული დაზიანებისას, მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს მიღების სიხშირის თანდათანობითი შემცირებით.
ხანგრძლივობა.
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია პათოლოგიის სიმწვავეზე და განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილებით. ამ პრეპარატის მუდმივად მიღება ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რეკომენდირებული არ არის.
მიღების წესი. ბოთლი დაიჭირეთ თავღია და ფსკერით მაღლა. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალის შიდა კონიუქტივალურ პარკში ან გარე აუდიტორულ არხში
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივად შეიძლება გამოვლინდეს წვა, გაღიზიანება, სხვადასხვა სახის ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა სხვადასხვა კომპონენტების მიმართ. თუ განვითარდა აღნიშნული რეაქციები, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია. ხანგრძლივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ცნობილია ინტრა-ოკულარული წნევის მომატების შემთხვევები, განსაკუთრებით კი უკანა ქვედა კაფსულის კატარაქტი. არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების შესაძლო განვითარება, განსაკუთრებით მონილიას, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, ხოლო თუ შედეგი არ დადგა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სულფაცეტამიდი, მისი ხელახლა შეწოვის შემთხვევაში, ქმნის სისტემატური გვერდითი მოვლენების პოტენციურ რისკს.
ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს ფენილვერცხლისწყლის აცეტატს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ზემაღალი მგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ. ვირუსული ჰერპესული კერატიტის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა დასაშვებია ოფთალმოლოგის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ინტრა-ოკულარული ჰიპერტენზია. ტუბერკულოზი და თვალის მიკოზი. მწვავე ჰერპესი და რქოვანას ვირუსული დაავადებები წყლულოვან ფაზაში გარდა შემთხვევისა, როცა ეს დაკავშირებულია ჰერპესული ვირუსის კონკრეტულ ქიმიოთერაპიასთან. კონიუქტივიტი წყლულოვანი კერატიტით ასევე საწყის ეტაპზე. მწვავე ჩირქოვანი ოფთალმია, ჩირქოვანი კონიუქტივიტი, ჩირქოვანი და ჰერპესული ბლეფარიტი. ჯიბლიბო, ყვავილი, ჩუტყვავილა, თირკმლის დაავადებები. პედიატრიაში პრეპარატის გამოყენება გათვალისწინებულია ექიმის რჩევების დაცვით.
გაფრთხილებები:
ორსულობისას პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია შემოწმდეს ოკულარიული ტონის სიხშირე.
ამ პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები.
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას.
ეს პროდუქტი არ ქმნის სირთულეებს ავტომობილის მართვის ან მანქანა-მექანიზმებთან მუშაობისას
ჭარბი დოზირება
შესაძლო სისტემური აბსორბაცია ძალზედ იშვიათია პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების გამო, ლიმიტირებულ უბნებზე მცირე დოზებით მიღებისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
ყურადღება:
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ.
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ არაუმეტეს 25oC-ზე.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..