ბრუმიქსოლი

ბრუმიქსოლი

ბრუმიქსოლის ზოგადი ინფორმაცია

ბრუმიქსოლი. Brumixol. სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება– ციკლოპიროქსი. Ciclopirox. მწარმოებელი ფირმა – BRUSCHETINI S.r.l. (იტალია).

ბრუმიქსოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბრუმიქსოლი. Brumixol გამოდის 100მგ ვაგინალური სანთლების, 30გრ კრემის  და ტაბლეტის ფორმით. ვაგინალური  საცხის 100გრ. შეიცავს: 1გრ ციკლოპიროქსოლამინს და არააქტიურ შემადგენლებს: 2-ოქტილდოდეკანოლს, თხევად პერეოლატუმს, ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს მირისტილის სპირტს, დიეთანოლამიდს, პოლისორბატ 60-ს, სორბარის მონოსტერეატს, ბენზილის სპირტს, რძის მჟავას, გამოხდილ წყალს;თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს: 0,1გრ ციკლოპიროქსოლამინს და არააქტიურ შემადგენლებს: მყარ ნახევრადსინტეტურ გლიცერიდებს, პოლიოქსიეთილენგლიკოლის სტერეატს, ბენზოის მჟავას.

ბრუმიქსოლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბრუმიქსოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბრუმიქსოლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ   mpifarm@gmail.com

ბრუმიქსოლის ფასები ფარმადეპოში
ბრუმიქსოლის ფასები ავერსში
ბრუმიქსოლის ფასები psp-ში
ბრუმიქსოლის ფასები სხვა აფთიაქებში

ბრუმიქსოლის აქტიური ნივთიერება

ციკლოპიროქს. Ciclopirox. ქიმიური დასახელება– 6-ციკლოჰექსილ-1-ჰიდროქსი-4-მეთილ-2-(1H)-პირიდინონი (და ოლამინის სახით). ბრუტო–ფორმულა: C12H17NO2. ციკლოპიროქს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:29342-05-0.

ბრუმიქსოლის სინონიმები

ბატრაფენი (BATRAFEN, Sanofi Aventis, ინდოეთი).

ბრუმიქსოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კანდიდოზი ვულვო-ვაგინალური

ბრუმიქსოლის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი
მიღების წესები და დოზები
– საცხი: ვაგინალურად წაისვით ერთი დოზა დღეში ერთხელ, აპლიკატორის გამოყენებით, უმჯობესია ძილის წინ. რეკომენდირებულია ასევე საცხის წასმა ინფიცირებულიო ადგილის გარშემო.
– ტაბლეტები: ერთი ტაბლეტის ღრმა ვაგინალური შეყვანა დღეში ერთხელ, უმჯობესია ძილის წინ, სულ მცირე სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში.
ხანგრძლივობა
– საცხი: სულ მცირე 6-7 დღე, მაქსიმუმ 14 დღე, ან ექიმის რჩევის მიხედვით;
– ტაბლეტი: მაქსიმუმ 6 დღემდე, ან ექიმის რჩევის მიხედვით, ინფექციის სიმწვავის გათვალისწინებით.
გამოყენების ინსტრუქციები
ა) გადმოდენეთ ტუბიდან ცოტაოდენი საცხი ხუფის პლასტმასში
ბ) მიუერთეთ აპლიკატორი თავღია ტუბს
გ) მოუჭირეთ ხელი ტუბს, მანამ აპლიკატორის მილი მთლიანად არ გაივსება
დ) მოაცილეთ აპლიკატორი ტუბს და შეიყვანეთ ღრმად, ვაგინალურად ამ პრეპარატის მიღებისათვის რეკომენდირებული პოზიციაა ზურგზე წოლა, ოდნავ მოხრილი ფეხებით.
შეიყვანეთ საცხი აპლიკატორზე ხელის მოჭერით, სანამ პლიკატორი მთლიანად არ დაიცლება.
გვერდითი მოვლენები
ეს ინტრავაგინალური პრეპარატი ძალზე იოლად ასატანია ჩვეულებრივი დოზებით მიღებისას. იშვიათად და მოკლე დროით შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი ეფექტები, როგორიცა ქავილი და გაღიზიანება.
ადგილობრივად მისაღები პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ მგრძნობელობის მომატება. თუU პაციენტს გამოუვლინდება რაიმე ისეთი არასასურველი ეფექტი, რომელიც არაა აქ მითითებული, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ინდივიდუალური ზემაღალი მგრძნობელობა ციკლოპიროქსოლამინის მიმართ. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში წამლის მიღება შეიძლება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, ექიმის უშუალო მეთვალყურეობით. მენსტრუალურ პერიოდებში ამ წამლის მიღება რეკომენდირებული არ არის.
გაფრთხილებები:
ზემგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენის ან არასენსიტიური მიკროორგანიზმების წარმოშობის შემთხვევაში, წამლის მიღება აუცილებლად უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბმისი მკურნალობა. ვაგინალური მიკოზის შემთხვევაში, შესაძლოა პარტნიორს წარმოეშვას გადამდები ინფექცია. ამიტომ, ვაგინალური კანდიდოზის თავიდან ასაცლებლად, საჭიროა პარტნიორის სამედიცინო კონტროლი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მისი მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას
ეს პროდუქტი არ ქმნის სირთულეებს ავტომობილის მართვის ან მანქანა-მექანიზმებთან მუშაობისას
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ერთად მიღების ეფექტები უცნობია
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, წამალი არ უნდა გამოიყენოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
სპეციალური გაფრთხილება შენახვის შესახებ:
პროდუქტი შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
რეკომენდირებულია ტაბლეტების შენახვა მაცივარში.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..