დერმაკომბინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერმაკომბინის ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური პრეპარატი


დერმაკომბინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1 გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნეომიცინი…………………………………….  2, 50 მგ;
ტრიამცინოლონის აცეტონიდი…………… 1, 00 მგ;
გრამიციდინი ………………………………..  0, 25 მგ;
ნისტატინი …………………………………… 100,000 უ.
დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი; თხევადი პარაფინი; კეტომაკროგოლური ცვილი; ლიმონმჟავა; ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი; პროპილენგლიკოლი; ეთილის სპირტი; მეთილის პარაბენზოატი; პროპილის პარაბენზოატი; არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დერმაკომბინის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები განაპირობებენ პრეპარატის ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ანთებითი სოკოვანი ინფექციების და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად და შეიზილება ფრთხილად. დოზირება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

უკუჩვენებები:
ვირუსული ინფექციები (ჰერპესი ან ჩუტყვავილა), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ასევე არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე:
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
– იმუნური სისტემის ფუნქციური დარღვევების ან დიაბეტის დროს;
– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია მისი კონტაქტი თვალთან და ლორწოვან გარსებთან (მაგ: პირის და ცხვირის). პრეპარატი არ გამოიყენება სხეულის ზედაპირის ფართო მონაკვეთზე ან ღია ჭრილობების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
კანის გაწითლება, კანის ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, კანის სიმშრალე და გამონაყარი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ მოკლე დროის მანძილზე.

მწარმოებელი: Taro Pharmaceutical Industries Ltd,.

გაფრთხილება